• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რატომ არის კეროლინ ბესეტ-კენედი 30 წლის შემდეგაც მოდის სამყაროს მთავარი მუზა

November 21, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოდის სამყაროში ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა არსებობს სტილი, რომელიც დროს უძლებს და ათწლეულების შემდეგაც აქტუალურია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კეროლინ ბესეტ-კენედია – ქალი, რომლის ჩაცმულობაც 90-იან წლებში მინიმალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითად იქცა. ჯონ კენედი უმცროსის მეუღლე არასდროს ცდილობდა ყურადღების მიპყრობას ექსტრავაგანტული სამოსით, თვალშისაცემი ბრენდებითა თუ რთული კომბინაციებით. პირიქით, მისი სტილის მთავარი საიდუმლო სიმარტივე, დახვეწილობა და თითოეული დეტალის სწორად შერჩევა იყო.

 

 

დღეს, მისი გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, კეროლინის გარდერობი კვლავ შთააგონებს დიზაინერებს, სტილისტებსა და ცნობილ ადამიანებს. ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ჰეილი ბიბერია, რომელიც ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე იოჯი იამამოტოს ვინტაჟური პიჯაკით გამოჩნდა – იმავე დიზაინით, რომელიც კეროლინს 1998 წელს ეცვა.

მინიმალიზმი, რომელიც დროს უძლებს

 

 

კეროლინ ბისეტ-კენედის სტილის მთავარი მახასიათებელი მინიმალიზმი იყო. ის არ მისდევდა ყველა ახალ ტენდენციას და არც თვალშისაცემი სამოსით ცდილობდა ყურადღების მიპყრობას. მისი გარდერობი კლასიკურ ნივთებს აერთიანებდა, რომლებსაც სხვადასხვა სეზონზე და სხვადასხვა შემთხვევისთვის იყენებდა. კარგად შეკერილი პიჯაკები, სადა პერანგები, სწორი შარვლები, აბრეშუმის კაბები და გრძელი პალტოები მისი ყოველდღიური ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

კეროლინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამოსის ხარისხს, ქსოვილსა და ფორმას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ ერგებოდა ტანსაცმელი სხეულს და რამდენად ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს გარდერობის სხვადასხვა ნივთი. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით მარტივი კომბინაციებიც კი ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებოდა.

 

მისი ყოველდღიური სტილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომბინაცია თეთრი მაისური, ლურჯი ჯინსი და შავი პალტო იყო. ხშირად ირჩევდა Levi’s-ის ჯინსებს, რომლებსაც სადა ფეხსაცმელსა და მინიმალისტურ აქსესუარებს უხამებდა. განსაკუთრებული ადგილი ეკავა შავ პალტოებსაც, რომლებიც მის გარდერობში სხვადასხვა სეზონზე მეორდებოდა.

აქსესუარები, რომელთა გარეშეც მისი სტილი წარმოუდგენელია

კეროლინ ბისეტ-კენედის სტილის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება სამკაულებისადმი დამოკიდებულება იყო. მაშინ, როდესაც ბევრი ქალი ყოველდღიურ ჩაცმულობას სხვადასხვა ყელსაბამით, საყურითა და სამაჯურით ავსებდა, კეროლინი მათ იშვიათად ატარებდა – არ უყვარდა ზედმეტი მორთულობა და მიაჩნდა, რომ კარგად შერჩეულ სამოსს დამატებითი დეტალები არ სჭირდებოდა.

მისი სტილის ყველაზე ცნობილ აქსესუარებად თმის სამაგრი და მზის სათვალე იქცა.

კეროლინი უპირატესობას ოვალურ და შედარებით ვიწრო ჩარჩოებს ანიჭებდა, რომლებიც მის მინიმალისტურ ჩაცმულობას განსაკუთრებულ ხასიათს სძენდა. ხშირად ირჩევდა Selima Optique-ის მოდელებს.

შავი და თეთრი – თუმცა არა მხოლოდ

 

კეროლინ ბისეტ-კენედის სტილი ყველაზე ხშირად შავ და თეთრ ფერებთან ასოცირდება. მართლაც, ეს ორი ფერი მის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ხშირად ნახავდით შავ კაბაში, თეთრ პერანგში, შავ პიჯაკსა თუ კლასიკურ შარვალში. თუმცა მისი სტილი მხოლოდ მონოქრომული ჩაცმულობით არ შემოიფარგლებოდა.

კეროლინი ხშირად ირჩევდა ნეიტრალურ და ღია ფერებსაც – კრემისფერს, ბეჟს, ნაცრისფერს, ყავისფერსა და რძისფერს. მის გარდერობში გვხვდებოდა ღია ფერის პალტოები, შალის სვიტერები, ღია ტონის შარვლები და სადა კაბები. ზოგჯერ უფრო თბილ ფერებსაც მიმართავდა, თუმცა უპირატესობას მაინც მშვიდ, ბუნებრივ ტონებს ანიჭებდა.

 

ბუნებრივი ვარცხნილობა და მინიმალური მაკიაჟი

კეროლინის გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი ღია ქერა თმა იყო, რომელიც წლების განმავლობაში მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

იშვიათად ირჩევდა რთულ ვარცხნილობებს და უპირატესობას თავისუფლად გაშლილ, ოდნავ ტალღოვან ან უკან შეკრულ თმას ანიჭებდა.

მაკიაჟის შემთხვევაშიც  იმავე პრინციპს მისდევდა. მისი ყოველდღიური იმიჯი ბუნებრივი იყო: მსუბუქი ტონალური საფარი, ნეიტრალური ფერები, ოდნავ გამოკვეთილი თვალები და ბუნებრივი ტუჩის ფერი.

ელეგანტურობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ამ ბუნებრივ იერს მისი ქცევა და სხეულის ენაც ავსებდა. კეროლინი კამერების წინ პოზირებას არ ცდილობდა, ფოტოგრაფების ყურადღების მიპყრობას ერიდებოდა და ქუჩაში გადაღებულ კადრებშიც ხშირად მშვიდი, აუღელვებელი გამომეტყველებით ჩანდა.

არ ჰქონდა სურვილი, ყოველი საჯარო გამოჩენა მოდურ განცხადებად ექცია. მისი თავდაჯერებულობა სწორედ იმაში იგრძნობოდა, რომ საკუთარ გარეგნობას ზედმეტად არ უსვამდა ხაზს და არც სხვებისთვის თამის მოწონებას ცდილობდა. ეს ძალდაუტანებელი ელეგანტურობა საბოლოოდ მისი სტილის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მახასიათებლად იქცა.

პირადი სივრცე და იდუმალება

 

კეროლინ ბისეტ-კენედის სტილის გასაგებად მისი პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია. ჯონ კენედი უმცროსზე ქორწინების შემდეგ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა საჯარო ცხოვრებასთან შეგუებას არ ცდილობდა. არ უყვარდა ფოტოგრაფების ყურადღება, იშვიათად საუბრობდა პირად ცხოვრებაზე და ინტერვიუებსაც თავს არიდებდა.

 

ეს დამოკიდებულება მისი იმიჯის ნაწილად იქცა. კეროლინი  პოპულარობას საკუთარი თავის წარმოსაჩენად არ იყენებდა და არც ცნობილი მეუღლის გვერდით ყოფნას აქცევდა საჯაროობის მთავარ მიზეზად.  სურდა, პირადი ცხოვრება საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰქონოდა.

სწორედ  ეს თავშეკავებულობა და მის გარშემო არსებული იდუმალება იწვევდა საზოგადოების ინტერესს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! როგორ გაცოცხლდა „Love Story“-ში კაროლინ ბესეტ-კენედის გამორჩეული სტილი

 

#OK! 8 მიზეზი თუ რატომ გახდა წლის ყველაზე განხილვადი სერიალი „Love Story: John F. Kennedy Jr. & Carolyn Bessette“

ასევე გაეცანი

#OK! რობერტ პატინსონი – “ჰარი პოტერიდან“ ჯეიმს ბონდამდე: 7 გამორჩეული როლი მსახიობის კარიერაში
OK! კულტურა

#OK! რობერტ პატინსონი – “ჰარი პოტერიდან“ ჯეიმს ბონდამდე: 7 გამორჩეული როლი მსახიობის კარიერაში

November 21, 2026
#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცი 26-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა – ვინ არის მაიკლ ბლუმბერგის რჩეული?
OK! კულტურა

#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცი 26-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა – ვინ არის მაიკლ ბლუმბერგის რჩეული?

November 13, 2026
#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები
OK! კულტურა

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

September 5, 2022
#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

June 10, 2022
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

March 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები