• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ გაცოცხლდა „Love Story“-ში კაროლინ ბესეტ-კენედის გამორჩეული სტილი

April 24, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რაიან მერფის სერიალი Love Story: John F. Kennedy Jr. and Carolyn Bessette თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ მხოლოდ რომანტიკული ისტორია არ იქნებოდა. პრემიერის შემდეგ ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ სიუჟეტები, არამედ კაროლინ ბესეტ-კენედის სტილი აღმოჩნდა.

 

რატომ გახდა კაროლინის გარდერობი ისევ პოპულარული

 

ბესეტ‑კენედი ყოველთვის ითვლებოდა მინიმალისტური სტილის სიმბოლოდ, თუმცა სერიალმა მისი 90-იანების ესთეტიკა ახალი თაობისთვის ხელახლა აღმოაჩინა. პრემიერის შემდეგ Calvin Klein-ის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ბესეტის ცნობილი აქსესუარები კვლავ ტრენდად იქცა. სერიალის პირველივე კადრებიდან ინტერნეტში აქტიურად განიხილავდნენ სარა პიჯონის ვიზუალს, თმის ფერსა და კოსტიუმებს. ეს ინტერესი შემთხვევითი არ ყოფილა: კაროლინ ბესეტ-კენედი უკვე ათწლეულებია მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სტილის აიქონად ითვლება, ამიტომ მისი ესთეტიკის ეკრანზე გადმოტანა სერიალის მთავარი გამოწვევაც გახდა.

 

 

 

სტილი, რომელიც ეკრანზე თითქმის იდენტურად გაცოცხლდა

 

Love Story-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე კაროლინ ბესეტ-კენედის სტილის თითქმის დოკუმენტური სიზუსტით გადმოტანაა. რეალურ ცხოვრებაში მისი გარდერობი რაც შეიძლება მინიმალისტური იყო: შავი სადა კაბები, თეთრი კლასიკური პერანგები, სწორი სილუეტის ჯინსი და თითქმის სრულიად უაქსესუარო ლუქები. მის ჩაცმულობაში ყურადღება ყოველთვის ქსოვილზე, ჭრასა და ფორმაზე გადადიოდა.

სერიალშიც ეს ესთეტიკა თითქმის უცვლელად არის შენარჩუნებული – ეკრანზე ვხედავთ იმავე ტიპის შავ კაბებს, მინიმალისტურ ყოველდღიურ კომბინაციებსა და გრძელ ქურთუკებს, რომლებიც მის არქივებში არსებულ ფოტოებს პირდაპირ ეხმიანება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარა პიჯონმა თმა ქერად სპეციალურად სერიალისთვის შეიღება და კაროლინის ყველა ლუქიც ზუსტად მოირგო.

 

 

სათვალეები, რომლებიც სტილის სიმბოლოდ იქცა

 

90-იანი წლების სტილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ქცეული კეროლინ ბესეტ-კენედი ხშირად ჩნდებოდა ნიუ-იორკის ქუჩებში ელეგანტური ოვალური ფორმის მზის სათვალეებით. მისი ფავორიტი იყო Selima Optique-ის Aldo მოდელი, რომელიც რამდენიმე ვერსიით ჰქონდა – კლასიკური შავი ჩარჩოთი და ყავისფერი-მარმარილოს ეფექტის ტონებში. სწორედ ამ სათვალეებს უხამებდა საკუთარ, მოგვიანებით მრავალჯერ გამეორებულ და მოდის ისტორიაში თითქმის „უნიფორმად“ ქცეულ ყოველდღიურ ლუქებს. TikTok-ზე და Pinterest-ზე გავრცელებულმა “CBK aesthetic”-მა ოვალური, მცირე ზომის სათვალეები ისევ სურვილის ობიექტად აქცია. 

 

 

ლეგენდარული საქორწინო არჩევანი

 

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზუალური ეპიზოდი კაროლინ ბესეტ-კენედის საქორწინო კაბის რეკრეაციაა – ლუქი, რომელმაც არა მხოლოდ პერსონაჟი, არამედ საქორწილო მოდის წარმოდგენაც შეცვალა.

რეალურ ცხოვრებაში კაროლინმა Narciso Rodriguez-ის მიერ შექმნილი bias-cut slip კაბა აირჩია – იმ დროისთვის ყველასთვის განსხვავებული, თუმცა კაროლინისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება. 1990-იან წლებში პატარძლების უმეტესობა მოცულობით და დეკორით დატვირთულ კაბებს ირჩევდა, მაშინ როცა კაროლინმა რადიკალურად მინიმალისტური სტილი აირჩია.

მისი აბრეშუმის, სწორი სილუეტის მქონე კაბა დეკორის გარეშე იყო შექმნილი და სწორედ ამ სიმარტივემ აქცია ის მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საქორწილო ლუქად.

სერიალში ეს კაბა განსაკუთრებული სიზუსტით არის აღდგენილი – როგორც „დიდი მოდური მომენტი“ და კაროლინის ძალდაუტანებელი, სადა, მაგრამ განსაკუთრებული არჩევანი.

 

 

ელეგანტურობა სიმარტივეში

 

დღევანდელ მოდაში აშკარად იგრძნობა გადაღლა სწრაფი ტრენდებისგან, გადატვირთული ლუქებისგან და მკვეთრი ფერებისგან. სწორედ ამიტომ კაროლინ ბესეტ-კენედის სტილი კვლავ აქტუალურად იქცა.

მისი გარდერობი აჩვენებს, რომ ძლიერი, გემოვნებიანი ესთეტიკა შეიძლება რამდენიმე სწორ ნივთზე აიგოს: შავი პალტო, თეთრი პერანგი, კარგად მორგებული ჯინსი და კლასიკური ჩანთა – ფორმულა, რომელიც დროის გასვლის მიუხედავად კვლავ მომხიბვლელია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. Love Story-ის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კაროლინ ბესეტ-კენედის გავლენა მოდაზე არასდროს გამქრალა.

მისი სტილი არ ცდილობდა ყურადღების მიპყრობას და სწორედ ამიტომ იქცა ის დასამახსოვრებლად. კაროლინის ესთეტიკა გვახსენებს, რომ ელეგანტურობა ხშირად ყველაზე მარტივ, სადა არჩევანშია: სწორ სილუეტში და თავდაჯერებულ სიმარტივეში.

 

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?
OK! News

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
OK! News

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?
OK! News

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021
#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

September 11, 2021
#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

July 27, 2021
#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

April 2, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 15, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“  სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“ სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები