• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული გზამკვლევი ერთ წიგნში

November 21, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

19-წლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე ექიმმა მარიამ მიხელიძემ (Mariam Otosi) და მისმა თანაავტორმა, კოლეგამ, დაიანა დარციმელიამ, „კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები“ შექმნეს – წიგნი, რომელიც კოსმეტოლოგიის ძირითად პრინციპებს, კანის მოვლის საკითხებსა და პროფესიულ მიდგომებს აერთიანებს. რა გახდა წიგნის შექმნის მთავარი მოტივაცია, რამდენწლიანი შრომა დასჭირდა მის მომზადებას, როგორ შეავსეს ავტორებმა ერთმანეთის ცოდნა და გამოცდილება და რატომ არის თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებთან ერთად მნიშვნელოვანი – ამ ყველაფერზე ავტორები ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში საუბრობენ.

 

მარიამ, სანამ წიგნის შექმნაზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა და რა გამოცდილებამ მიგიყვანათ დღევანდელ ეტაპამდე?

პროფესიული გზა მედიცინას, მუდმივ განვითარებას, ადამიანის სილამაზისა და ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებულ ინტერესს უკავშირდება. ექიმის პროფესია ჩემთვის თავიდანვე მხოლოდ ცოდნის მიღებას არ ნიშნავდა – ეს იყო პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნდობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. წლების წინ, სამედიცინო განათლებასთან ერთად, დავინტერესდი ესთეტიკური მედიცინით, კოსმეტოლოგიის მიმართულებით. ამ სფეროში მუშაობამ კიდევ ერთხელ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განათლება, თანამედროვე მიდგომების გაცნობა და ინდივიდუალური მიდგომა. სწორედ პროფესიულმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ხედვა, რომ ესთეტიკურ მედიცინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერება და პასუხისმგებლობა.

 

19-წლიანი გამოცდილების შემდეგ, რამ გადაგაწყვეტინათ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება წიგნად გექციათ?

19 წლის პროფესიული გამოცდილების შემდეგ გაჩნდა სურვილი, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება უფრო სისტემატიზებული და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა. ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიის სფეროში ბევრი მითი და მცდარი ინფორმაცია არსებობს. მინდოდა, ჩემი გამოცდილება მეცნიერულ ცოდნასთან დამეკავშირებინა და მკითხველისთვის გასაგებ და პრაქტიკულ ფორმატში გადმომეცა. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, ადამიანებს დავანახვო სწორი ინფორმაციის, ინდივიდუალური მიდგომისა და პროფესიონალის რჩევის მნიშვნელობა.

 

რამდენი დრო და შრომა დასჭირდა წიგნზე მუშაობას და რა იყო ამ პროცესში ყველაზე რთული და საინტერესო?

წიგნზე მუშაობას ოთხი წელი დავუთმე. ეს იყო ხანგრძლივი პროფესიული სამუშაო – ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება, პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება და მასალის მკითხველისთვის გასაგებად გადმოცემა. ყველაზე რთული პროფესიული სიზუსტისა და მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმის დაბალანსება იყო. საინტერესო კი თავად პროცესი აღმოჩნდა – წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და დაიანასთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვა.

 

რას მოიცავს „კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები“ და რა საკითხებზე გაამახვილეთ განსაკუთრებული ყურადღება?

„კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები“ მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და პრინციპებს, რომლებზეც კოსმეტოლოგიის პროფესიული პრაქტიკა უნდა იყოს დაფუძნებული. წიგნში საუბარია კანის აგებულებასა და ფუნქციებზე, კანის ტიპებსა და მდგომარეობებზე, მოვლის ძირითად პრინციპებსა და სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ მეთოდზე. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ინდივიდუალურ მიდგომას, კანის ჯანმრთელობასა და ესთეტიკურ შედეგს შორის ბალანსს, პროფესიული ცოდნისა და გავრცელებული მითების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

 

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობას შეიძენს ეს წიგნი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ გზას?

ვფიქრობ, წიგნი ახალგაზრდა სპეციალისტებს მისცემს მყარ პროფესიულ საფუძველს. კოსმეტოლოგიაში მხოლოდ ტექნიკის ცოდნა საკმარისი არ არის – აუცილებელია კანის სწორად შეფასება, ინდივიდუალური მიდგომა, პროცედურების ჩვენებებისა და შეზღუდვების გააზრება და პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ჩვენი მიზანი იყო, ახალგაზრდა სპეციალისტისთვის მხოლოდ მზა პასუხები კი არ მიგვეცა, არამედ პროფესიული აზროვნების ჩამოყალიბებაში დავხმარებოდით.

 

რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კოსმეტოლოგისთვის არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების, არამედ სწორი თეორიული ცოდნის მიღება?

თეორიული ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პრაქტიკა გვასწავლის, როგორ შევასრულოთ პროცედურა, ხოლო თეორიული ცოდნა გვაძლევს საფუძველს იმის გასაგებად, როდის, რატომ და ვისთვის უნდა შევასრულოთ იგი. მედიცინა მუდმივად ვითარდება, ამიტომ პროფესიული განათლება უწყვეტი პროცესია. სწორედ თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობა ქმნის პროფესიონალ სპეციალისტს.

 

ვისთვის არის განკუთვნილი წიგნი – დამწყები კოსმეტოლოგებისთვის, უკვე მოქმედი სპეციალისტებისთვის თუ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის?

წიგნი განკუთვნილია როგორც დამწყები და მოქმედი სპეციალისტებისთვის, ისე ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. დამწყებთათვის ის შეიძლება გახდეს პროფესიული საფუძველი, მოქმედი სპეციალისტებისთვის – ცოდნის განახლებისა და სისტემატიზაციის საშუალება, ხოლო მკითხველისთვის სანდო ინფორმაციის წყარო.

 

რატომ გადაწყვიტეთ წიგნის თანაავტორად თქვენი რძლისა და კოლეგის დაიანა დარციმელიას, ჩართვა?

დაიანას თანაავტორად მოწვევა ჩემთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი რძალია, პირველ რიგში, მას პროფესიონალ კოლეგად მივიჩნევ, რომელსაც აქვს ცოდნა, საკუთარი ხედვა და გამოცდილება. ჩვენი თანამშრომლობისას ერთმანეთს განსხვავებული გამოცდილებითა და ხედვებით ვავსებდით. ვფიქრობ, კარგი თანაავტორობა სწორედ პროფესიული დიალოგი, განსხვავებული მოსაზრებების განხილვა და საბოლოოდ მკითხველისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა.

 

დაიანა, თქვენთვის რას ნიშნავს ამ წიგნზე მუშაობა და რა იყო ყველაზე საინტერესო ამ პროცესში?

ჩემთვის ამ წიგნზე მუშაობა მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილებაა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მარიამთან თანამშრომლობა და მისი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი ცოდნის ერთიან, სტრუქტურირებულ ნამუშევრად ჩამოყალიბება. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და მისი მომავალ თაობამდე სწორად მიტანა.

 

როგორ შეავსეთ ერთმანეთის ცოდნა და გამოცდილება წიგნის შექმნისას?

მარიამის 19-წლიანი პროფესიული გამოცდილება წიგნისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი აღმოჩნდა, ჩემი მხრიდან კი მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ხედვებისა და აქტუალური საკითხების დამატება. ხშირად ერთსა და იმავე თემას სხვადასხვა კუთხით ვუყურებდით, ვმსჯელობდით და ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებდით. სწორედ ამ დიალოგმა მისცა წიგნს საბოლოო სახე.

 

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი, რაც დამწყებმა კოსმეტოლოგმა ამ წიგნის დახმარებით უნდა მიიღოს?

მთავარია არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ „როგორ“ უნდა ჩატარდეს კონკრეტული პროცედურა, არამედ იმის გააზრება, თუ „რატომ“ ვაკეთებთ ამას და ვისთვის არის ის მიზანშეწონილი.

გვინდოდა, დამწყები სპეციალისტისთვის მიგვეცა მყარი პროფესიული საფუძველი – კანის სწორად შეფასებიდან,  ინდივიდუალური მიდგომიდან დაწყებული, უსაფრთხოების, პასუხისმგებლობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებით დამთავრებული. მინდა, წიგნი მათთვის პროფესიული განვითარების საფუძველი გახდეს.

 

ჩვენი მისამართია: გაბრიელ სალოსის 120, დაკავშირება ამ ნომერზე შეგიძლიათ: 558 31 31 84

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე
OK! Doctors

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა
OK! Doctors

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Geo Team – საბა საპანაძე

#OK! Geo Team – საბა საპანაძე

July 10, 2026
#OK! რუსთაველი – ავთენტიკური გემოებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების სივრცე ბათუმის გასტრონომიულ რუკაზე

#OK! რუსთაველი – ავთენტიკური გემოებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების სივრცე ბათუმის გასტრონომიულ რუკაზე

June 9, 2026
#OK! გზა საქართველოს დამოუკიდებლობამდე

#OK! გზა საქართველოს დამოუკიდებლობამდე

May 23, 2024
#OK! ჯუდ ლოუ იუბილარია – მსახიობი დღეს 50 წლის გახდა

#OK! ჯუდ ლოუ იუბილარია – მსახიობი დღეს 50 წლის გახდა

December 29, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

November 20, 2026
Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია

Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია

November 17, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები