• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღევანდელი ჩემი რესპოდენტი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. მისი პროფესიული გზა სხვადასხვა გამოცდილებას აერთიანებს და საბოლოოდ საკუთარ, უნიკალურ პროფილს ქმნის. ხათო გიორგაძის ყოველდღიურობა ერთი მხრივ მოიცავს აკადემიური საქმიანობას და სტუდენტებთან ურთიერთობას, მეორე მხრივ კი, საკუთარი ბიზნესის — „ლედ განათების“ განვითარებაზე ზრუნავს. მისი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პილატესია, მისი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყარო. და როდესაც დატვირთული დღე დასასრულს უახლოვდება, ხათოსთვის ყველაზე მშვიდი და თბილი სივრცე მისი ოთხი მალტეზესა და ბივერ ტერიერის გარემოცვაა. ბელგიაში რეგისტრირებული ძაღლსაშენის  GEO DIAMONDS-ის მფლობელობა კიდევ ერთი სფეროა, რომელიც დიდ ცოდნას, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ხათო გიორგაძის ისტორიაში განსაკუთრებული სწორედ ეს მრავალფეროვნებაა: პროფესიული განვითარება, მეწარმეობა, ფიზიკური აქტივობა, ცხოველების სიყვარული და ადამიანების მხარდაჭერა ერთმანეთის გაგრძელებად იქცა. მისი მთავარი გზავნილიც სწორედ ამ გამოცდილებიდან მოდის: არ დაელოდო სხვის აღიარებას, ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობები, დაისახე მიზნები და ყოველდღე ეცადე, გუშინდელ საკუთარ თავზე უკეთესი გახდე.

 

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობების შესახებ

ჩემი ყოველდღიურობა დილის რიტმით იწყება: აკადემიური სივრცე, სტუდენტებთან ურთიერთობა და ლექციები. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოთხოვნად სფეროში, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გააზრება ერთმანეთისგან განუყოფელია. ახალ თაობასთან მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვიცი, რომ დღეს აუდიტორიაში მჯდომი სტუდენტები ხვალ იმ სფეროს განავითარებენ, რომელსაც ახლა ეუფლებიან.

ამავდროულად, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მეწარმეობა – „ლედ განათება“, სადაც წარმოდგენილია განათებები,  აპარატურა და აქსესუარები. ეს ბიზნესი ფოტოგრაფებს, ფოტო-სტუდიებს, ესთეტიკურ ცენტრებსა და კონტენტ-კრეატორებს ეხმარება იდეალური კადრებისა და გარემოს შექმნაში.

ჩემი ბიზნესი მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა არ არის, ეს არის სინათლისა და ესთეტიკის შექმნა. როდესაც პროფესიონალს სწორ, ხარისხიან ლედ განათებას ვაწვდი, ვიცი, რომ ამით ვეხმარები, თავისი ნამუშევარი უკეთესად წარმოაჩინოს. სინათლე ცვლის აღქმას, ხაზს უსვამს დეტალებს და ქმნის ხარისხს. ზუსტად ასეა ცხოვრებაშიც, სწორი ფოკუსი და სინათლე ყველაფერს სხვანაირად აჩენს.

 

 

 

ენერგია, ჰარმონია და ქალთა მხარდაჭერა

ჩემი ენერგიის მთავარი წყარო პილატესია, რომლის ინსტრუქტორიც გახლავართ ესთეტიკურ ცენტრ „ლოტუსში“. როცა საყვარელი საქმე იქცევა პროფესიად,  მაშინ შრომა სიამოვნება ხდება. გარდა ვარჯიშის ადგილისა, დარბაზი ჩემთვის არის ქალთა გაძლიერების, მოტივაციისა და მეგობრობის სივრცე. როდესაც შენ ხდები სხვისი მოტივატორი და ხედავ მათ წარმატებას, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას გმატებს. ეს არის ორმხრივი კავშირი, რომლითაც დადებითად ვიმუხტები.

ხოლო დღის ბოლოს, როდესაც გადატვირთული გრაფიკი მიიწურება, ჩემს ოთხ მალტეზესთან და ბივერ ტერიერთან გატარებული წუთები ჩემი ენერგიის გადატვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ბელგიაში რეგისტრირებული ძაღლსაშენის GEO DIAMONDS-ის მფლობელი გახლავართ. ჯიშიანი ძაღლების მოშენება მარტივი საქმე არ არის: ის მოითხოვს ღრმა ცოდნას, მოთმინებას, ზუსტ მიდგომას და, რაც მთავარია, ცხოველებისადმი ნამდვილ სიყვარულს. ამ დიდი შრომისა და პასუხისმგებლობის შედეგია ის, რომ დღეს მყავს 4 ქვეყნის ჯუნიორ ჩემპიონი, ტიტულოვანი და ბონიტირებული მალტეზე.

ცხოველებს აქვთ საოცარი უნარი, დაგაბრუნონ აწმყოში, გაჩუქონ უპირობო სიყვარული და შეგახსენონ, რა არის ნამდვილი სიმშვიდე. ეს არის ჩემი პირადი „თავშესაფარი“, სადაც ძალებს ვიკრებ ახალი დღისა და ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

 

როგორ მოვახერხოთ დროის სწორი მენეჯმენტი?

ხშირად მეკითხებიან: „როგორ ასწრებ ამდენ რამეს ერთდროულად?’’. საიდუმლო არა სუპერძალებში, არამედ საკუთარი პრიორიტეტების სწორად დალაგებასა და შინაგან დისციპლინაშია. როდესაც იცი, რა გინდა და თითოეული საქმიანობა სიამოვნებას განიჭებს, დროც შენი მოკავშირე ხდება. დროის მართვა სინამდვილეში საკუთარი ენერგიის მართვაა. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, დაღლილობა კი არ განადგურებს, არამედ სასიამოვნო კმაყოფილების გრძნობას გიტოვებს.

ხშირად გვესმის, რომ „მხოლოდ ერთ საქმეზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსი“. თუმცა, რატომ უნდა შევზღუდოთ საკუთარი პოტენციალი, როცა შეგვიძლია ვიყოთ მრავალფეროვნები?

ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში უშლის ხელს, შიშია, შიში იმისა, რომ „არ გამოვა“, „რას იტყვიან სხვები“ ან „საკმარისად კარგი არ ვარ“. ჩემი გამოცდილებით ვიტყვი: შიში ქრება მაშინ, როდესაც მოქმედებას იწყებ. ნუ ელოდები „იდეალურ მომენტს“ ან სრულყოფილ პირობებს. იდეალური მომენტი სწორედ ახლაა. გადადგი პირველი ნაბიჯი, თუნდაც ძალიან მცირე, და დანარჩენი გზა პროცესში გამოჩნდება.

 

 

წარმატება მოაქვს..

წარმატება არ არის შემთხვევითობა და არც ერთ მშვენიერ დილას გაღვიძება ახალი რეალობით. წარმატება არის ყოველდღიური, გააზრებული არჩევანი – გააკეთო ცოტათი მეტი, ვიდრე გუშინ აკეთებდი.

დღეს, როდესაც სამყარო მუდმივად გვიბიძგებს სხვებთან შედარებისკენ, ხშირად გვავიწყდება მთავარი ჭეშმარიტება: ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა ეჯიბრებოდე, შენივე გუშინდელი მეა. როდესაც მთლიანად საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებსა და ზრდაზე კონცენტრირდები, განვითარება გარდაუვალი ხდება. ხოლო სხვა წარმატებული ქალები? ისინი არიან არა შურის, არამედ უდიდესი შთაგონების წყარო, თუ მათ შეძლეს, ესე იგი, ეს შენც გამოგივა!

​როდესაც უკან ვიყურები, ვხვდები: აკადემიური სფერო, ბიზნესი, ფიტნესი თუ საყვარელი საქმიანობა — ეს ყველაფერი ერთმანეთს არ გამორიცხავს, არამედ ავსებს. ქალის ძალა სწორედ მის მრავალმხრივობაში, მოქნილობასა და დაუღალავ შრომისმოყვარეობაშია.

 

 

 

​გზავნილი თითოეულ ქალს:

არასდროს შეგეშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ნუ დაელოდებით სხვის აღიარებას. ირწმუნეთ საკუთარი თავის, აკეთეთ ის, რაც მთელი გულით გიყვართ, დაისახეთ პატარა მიზნები და იარეთ წინ. გახსოვდეთ, თქვენი ერთადერთი კონკურენტი თქვენივე გუშინდელი მეა!

 

სამომავლო გეგმები

არაფერი დიდი არ იქმნება მარტივად. დაბრკოლებები შეცდომები კი არ არის, არამედ გამოცდილებაა, რომელიც უფრო ძლიერს გვხდის. ნუ ელოდები გიგანტურ ნახტომებს, დაისახე პატარა, ყოველდღიური მიზნები. ყოველი მცირე გამარჯვება არის შენი შინაგანი საწვავი, რომელიც გაძლევს ძალას, შეეჭიდო უფრო დიდ მწვერვალებს. დღეს ჩემი მიზანი ჩემი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება, ცნობადობის გაზრდა და ახალი პროფესიონალური სტანდარტების დამკვიდრებაა.

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

October 11, 2021
#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

June 2, 2023
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები