• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა –  ამ დღეს, მისი ხსოვნის პატივსაცემად,  კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ქალს, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორიაში საკუთარი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, მილიონობით ადამიანის სიყვარული მოიპოვა და თავისი სტილით, გულწრფელობითა და საქველმოქმედო საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა.

 

დიანა ფრენსის სპენსერი 1961 წლის 1 ივლისს, ნორფოლკში, სენდრინგემის სამეფო მამულში მდებარე Park House-ში დაიბადა. მისი ოჯახი ბრიტანულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მამამისი, ჯონ სპენსერი, ვიკონტ ალთორპი იყო და მოგვიანებით მე-8 გრაფი სპენსერი გახდა, დედა კი ფრენსის როშე – არისტოკრატიული წარმოშობის გახლდათ.

სპენსერებს სამეფო ოჯახთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. დიანას მამულთან ახლოს მდებარე სამეფო რეზიდენციაში დედოფალი ელიზაბეთ II-ის ოჯახი ხშირად ატარებდა დროს.

 

თუმცა ლამაზი სახლი, დიდი მამული და არისტოკრატიული წარმომავლობა სულაც არ ნიშნავდა იდეალურ ბავშვობას.

დიანა ოთხი შვილიდან ერთ-ერთი იყო. მას ორი უფროსი და – სარა და ჯეინი – და უმცროსი ძმა, ჩარლზი ჰყავდა. ოჯახური სიმშვიდე მაშინ დაირღვა, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.

დიანა მხოლოდ შვიდი წლის იყო.

მშობლების განქორწინებამ ბავშვებზე მძიმე გავლენა მოახდინა. დიანა და მისი და-ძმები საბოლოოდ მამასთან დარჩნენ. წლების შემდეგ თავადაც აღნიშნავდა, რომ ოჯახური სტაბილურობის დაკარგვამ მასზე ღრმა კვალი დატოვა.

„ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე არ იყო.“

1976 წელს დიანას მამამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული რეინ სპენსერი გახდა.

 

დიანასა და დედინაცვალს შორის ურთიერთობა თავიდანვე რთული აღმოჩნდა. ახალგაზრდა გოგონასთვის რეინის ოჯახში გამოჩენა მარტივი არ ყოფილა და მათი დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში გაგრძელდა.

„ყველას ძალიან გვძულდა ის, რადგან გვეგონა, რომ მამას წაგვართმევდა.“ – ასე იხსენებდა პრინცესა რეინის ოჯახში გამოჩენას.

მოგვიანებით მათი ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ დიანა ერთი დაპირისპირების დროს რეინს ფიზიკურადაც კი დაესხა თავს. 1992 წელს ჩაწერილ საუბარში მან გაიხსენა:

„კიბეებიდან დავაგორე, რამაც უზარმაზარი კმაყოფილება მომანიჭა.“

სკოლაში სწავლას განსაკუთრებული აკადემიური წარმატებები არ ახლდა – მოგვიანებით შვეიცარიაში სწავლობდა, თუმცა განათლება იქ არ დაუსრულებია. ლონდონში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და საბოლოოდ საბავშვო ბაღში ასისტენტად დაიწყო მუშაობა.

პრინცი ჩარლზი და „საუკუნის ქორწილი“

 

დიანა ჩარლზს პირველად 1977 წელს შეხვდა – იმ დროს პრინცი დიანას უფროს დას, სარას ხვდებოდა.

მათი რომანტიკული ურთიერთობა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. 1980 წლისთვის ჩარლზი უკვე სერიოზულად იყო დაინტერესებული დიანათი, ხოლო 1981 წლის თებერვალში ცოლობა სთხოვა.

 

დიანა მხოლოდ 19 წლის იყო.

„19 წლის ასაკში გგონია, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ… ფიქრობ, რომ იცი, რა გელოდება წინ.“

1981 წლის 29 ივლისს დიანა და ჩარლზი ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში დაქორწინდნენ.

ქორწილს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი უყურებდა. საქორწინო კაბა – დევიდ და ელიზაბეთ ემანუელების შექმნილი გრანდიოზული დიზაინი – იმ დღის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

1982 წელს დიანასა და ჩარლზს პირველი ვაჟი, უილიამი შეეძინათ. ორი წლის შემდეგ – ჰარი. დედობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

 

ჩარლზის ღალატის შესახებ გავრცელებული ამბების ფონზე მისი პირველი საზრუნავი შვილები იყვნენ.

„ჩემი პირველი საზრუნავი ბავშვები იყვნენ. მათ ესმოდათ, რა ხდებოდა.“

ჩარლზის ურთიერთობა კამილა პარკერ ბოულზთან დიანასთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა. 1992 წელს წყვილი დაშორდა.

1995 წელს დიანამ BBC-ის ინტერვიუში საკუთარი ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა.

„ამ ქორწინებაში სამნი ვიყავით, დამეთანხმებით, ხალხმრავალი იყო. ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ შემეძლო.”

„მე წესების წიგნით არ ვცხოვრობ“

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის საქმიანობას აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ. იმ პერიოდში საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობდა შიში და მცდარი წარმოდგენა, თითქოს აივ-ით დაავადებული ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა ან ჩახუტება საშიში იყო.

„აივ ინფექცია ადამიანებს საშიშებად არ აქცევს. შეგიძლიათ ხელი ჩამოართვათ და ჩაეხუტოთ მათ.“

უელსის პრინცესა თანდათან სულ უფრო შორდებოდა იმ სამეფო მოდელს, რომლის მიხედვითაც მონარქიის წევრი თავშეკავებული, დისტანციური და თითქმის მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო.

„ყველაფერს სხვანაირად ვაკეთებ, რადგან წესების წიგნით არ ვცხოვრობ. გულით ვხელმძღვანელობ და არა გონებით.“

პირადი ცხოვრება

 

ჩარლზთან ქორწინების დასრულების შემდეგაც კი დიანას პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანი ბრიტანეთის არმიის ოფიცერ ჯეიმს ჰიუიტთან ჰქონდა. ისინი ერთმანეთს 1980-იანი წლების შუა პერიოდში შეხვდნენ, როდესაც ჰიუიტი დიანას ცხენოსნობაში ავარჯიშებდა.

მათი ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ საჯარო გახდა. დიანამ მოგვიანებით თავადაც აღიარა ჰიუიტთან ურთიერთობა, რაც იმ დროისთვის სამეფო ოჯახის წევრისგან განსაკუთრებით თამამი ნაბიჯი იყო.

წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ჭორი, თითქოს ჰიუიტი პრინც ჰარის ბიოლოგიური მამა იყო. თავად ჰიუიტმა ეს არაერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ დიანას ჰარის დაბადების შემდეგ შეხვდა.

დიანას ცხოვრების ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა პაკისტანელ კარდიოქირურგ ჰასნათ ხანთან ჰქონდა. ისინი 1995 წელს შეხვდნენ.

 

ახლო წრის ცნობით, ის ხანთან ქორწინებაზეც კი ფიქრობდა და პაკისტანში ცხოვრების შესაძლებლობას განიხილავდა.

მათი ურთიერთობა 1997 წელს დასრულდა. დიანას ბიოგრაფიაში ეს რომანი ხშირად განიხილება როგორც მისი ბოლო დიდი სიყვარული.

ბოლო ღამე პარიზში

 

ჰასნათ ხანთან დაშორების შემდეგ დიანას ცხოვრებაში ეგვიპტელი ბიზნესმენის, მოჰამედ ალ-ფაიედის ვაჟი, დოდი ფაიედი გამოჩნდა.

1997 წლის 30 აგვისტოს წყვილი პარიზში ჩავიდა და სასტუმრო Ritz-ში დაბინავდა. რა თქმა უნდა, მათი გადაადგილება პაპარაცების მუდმივი ყურადღების ცენტრში მოექცა. ფოტოგრაფები სასტუმროსთან ელოდებოდნენ და ცდილობდნენ, დიანასა და დოდის ყოველი ნაბიჯი დაეფიქსირებინათ.

 

იმავე საღამოს წყვილმა სასტუმროდან გასვლა გადაწყვიტა. უსაფრთხოების მიზნით,  თავდაპირველად, სხვა ავტომობილით უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა საბოლოოდ Mercedes-Benz S280-ში ჩასხდნენ. მანქანას სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ანრი პოლი მართავდა. ავტომობილს პაპარაცები მოტოციკლეტებითა და მანქანებით მიჰყვებოდნენ.

31 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 12:20 საათზე, Mercedes-Benz სასტუმრო Ritz-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა. მანქანა პარიზის ქუჩებში დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

ავტომობილი Pont de l’Alma-ს გვირაბში შევიდა. შესვლიდან მალევე მანქანამ კონტროლი დაკარგა,  ჯერ გზის მარცხენა მხარეს მდებარე ბეტონის სვეტს, შემდეგ კი გვირაბის კედელს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად დაიმტვრა. მანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი – ანრი პოლი და დოდი ფაიედი – ადგილზე დაიღუპა.

 

ავარიის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიცია, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. დიანას ავტომობილიდან გამოყვანას დრო დასჭირდა, რადგან მანქანის კორპუსი ძლიერად იყო დეფორმირებული. მაშველებმა მას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და Pitié-Salpêtrière-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა სისხლდენის შეჩერებასა და გულის მუშაობის აღდგენას, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

1997 წლის 31 აგვისტოს, დილის დაახლოებით 4 საათზე, ექიმებმა უელსის პრინცესა გარდაცვლილად გამოაცხადეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

 

ასევე გაეცანი

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა
OK! კულტურა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია
OK! კულტურა

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები
OK! News

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

September 7, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა
OK! კულტურა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები