ბაკურიანის ფიჭვნარში მდებარე Auroom Bakuriani 2018 წლიდან მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს. სასტუმრო, რომელიც მშვიდი გარემოთი, კომფორტული ნომრებითა და მრავალფეროვანი მომსახურებით გამოირჩევა, როგორც ოჯახური და ინდივიდუალური დასვენებისთვის, ისე კორპორატიული ღონისძიებებისა და ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. 49 ნომერი, რესტორანი, საკონფერენციო სივრცე, დახურული აუზი და სპა ზონა სტუმრებს სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს.
წელს სასტუმროში მნიშვნელოვანი განახლების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ნომრებისა და საერთო სივრცეების კეთილმოწყობას, მენიუს დახვეწასა და მომსახურების სტანდარტების განვითარებას მოიცავს. განახლებული Auroom Bakuriani სტუმრებს დეკემბრის პირველი კვირიდან უმასპინძლებს. სასტუმროს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტულ სააგენტოებთან და საერთაშორისო ტუროპერატორებთან თანამშრომლობის გაფართოებაცაა.
ამასთან, მისი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბაკურიანის, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების, პოტენციალზე და რეგიონში საქმიანი თუ დასასვენებელი ტურიზმის განვითარებაზე. რა სიახლეებით ხვდება Auroom Bakuriani ზამთრის სეზონს, რა უპირატესობებს სთავაზობს სტუმრებსა და პარტნიორებს და როგორია სასტუმროს სამომავლო გეგმები? – ამ და სხვა საკითხებზე OK!-ის ინტერვიუდან შეიტყობთ.

Auroom Bakuriani უკვე შვიდი წელია სტუმრებს მასპინძლობს. როგორ დაიწყო სასტუმროს ისტორია, რა კონცეფციით შეიქმნა და როგორ განვითარდა ამ წლების განმავლობაში?
ბაკურიანის მწვანე ფიჭვნარში მდებარე სასტუმრო „აურუმი“ 2018 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს. დამფუძნებლების იდეამ რეალური სახე მიიღო და დღეს ეს არის საუკეთესო განთავსების ადგილი ოჯახებისთვის, წყვილებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს ეძებს. სასტუმროს ზღურბლს რომ გადააბიჯებთ, მაშინვე იგრძნობთ თბილ სალამს, განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და იმ დადებით აურას, რომელიც თქვენს მოგონებებში სამუდამოდ დარჩება.
როგორ დაახასიათებდით Auroom Bakuriani-ს დღეს? რა არის სასტუმროს მთავარი უპირატესობა და რით გამოირჩევა ის ბაკურიანში არსებული სხვა განთავსების ობიექტებისგან?
მშვიდი და მყუდრო ლოკაცია სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის მწვანე ფიჭვნარის გარემოცვაში, რაც სტუმარს აძლევს ორმაგ უპირატესობას: ერთის მხრივ, ბუნებასთან პირდაპირ კონტაქტს, სუფთა ჰაერსა და სრულ სიმშვიდეს, ხოლო მეორეს მხრივ, კურორტის ძირითად ინფრასტრუქტურასთან სწრაფ და მოსახერხებელ წვდომას. ემოციური ღირებულება და უნივერსალური გარემო, რომელიც აერთიანებს ბიზნეს მოგზაურს, წყვილებს, ოჯახებს თუ ზოგადად ტურისტებს. Auroom Bakuriani Resort – ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერი სტუმარი კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ყველა სეზონს აქვს თავისი ხიბლი, თუმცა აღსანიშნავია ბაკურიანში ზამთრის სეზონი, რომელიც წყვილებისათვის განსაკუთრებულ თბილ და ემოციურ გარემოს ქმნის.

რა პირობებსა და მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს? გვიამბეთ სასტუმროს ინფრასტრუქტურაზე, ნომრების კატეგორიებზე, კვების სერვისსა და იმ დამატებით შესაძლებლობებზე, რომლებიც სტუმრების კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.
Auroom Bakuriani-ს მთავარი სავიზიტო ბარათი, მისი უნიკალური ატმოსფეროა, რომელიც პირველივე წუთიდან გიჩენთ ხელახლა დაბრუნების სურვილს. გულწრფელი ღიმილი და ავთენტური, გულთბილი მასპინძლობა ჩვენი სასტუმროს სტანდარტია.
აურუმ ბაკურიანში თითოეული დეტალი სტუმრის სრულყოფილ განტვირთვაზეა მორგებული:
- მყუდრო ლობი და ჰარმონიული ინტერიერი: მშვიდი, დამამშვიდებელი ფერებითა და დახვეწილი ბარ-რესტორნით.
- 49 ნომერი: მაღალი კომფორტითა და ნებისმიერი ტიპის სტუმრის მოთხოვნებზე მორგებული განთავსების სივრცე.
- თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი: სრულად აღჭურვილი კორპორატიული შეხვედრებისა და ბიზნეს-ღონისძიებებისთვის.
- სპა და გაჯანსაღება: დახურული აუზი, საუნა და გასარუჯი ტერასა სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის.
- ულამაზესი მყუდრო ეზო, რომელიც საუკეთესო ადგილია მედიტაციებისათვის თუ იოგას ვარჯიშისათვის.
ეს ყოველივე ქმნის სრულყოფილ ეკოსისტემას, სადაც დასვენება დახვეწილ ხელოვნებად იქცევა.
რამდენად მრავალფეროვანია თქვენი სტუმრების სეგმენტი? ძირითადად ვინ ირჩევს Auroom Bakuriani-ს და როგორ არის მორგებული თქვენი მომსახურება ოჯახების, ინდივიდუალური დამსვენებლებისა და ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების საჭიროებებზე?
Auroom Bakurian -ს ყოველთვის სტუმრობენ, როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ უმაღლესი სტანდარტის მასპინძლობა გავუწიოთ, როგორც ინდივიდუალურ მოგზაურებს, ასევე ჯგუფებს.განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულინარიულ / გასტრონომიულ გამოცდილებას, ჩვენი შეფ-მზარეული დეტალურად სწავლობს სტუმრების შემადგენლობას, რათა საუზმის მენიუში იდეალურად ასახოს მათი კულტურული თუ ასაკობრივი საჭიროებები. ვინაიდან ბაკურიანი ოთხივე სეზონზე უნიკალური სილამაზითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, Auroom Bakuriani მუდმივად ვითარდება. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ნომრებისა და საერთო სივრცეების განახლებაზე, რათა ახალ წელსა და ზამთრის სეზონს სრულიად ახალი ენერგიით, განახლებული შეთავაზებებითა და დახვეწილი მენიუთი შევხვდეთ.
სტუმართმასპინძლობის სფეროში მომსახურების ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა პრინციპებს ეფუძნება თქვენი სერვისი და როგორ ზრუნავთ იმაზე, რომ სტუმრებმა სასტუმროში სასიამოვნო გამოცდილება მიიღონ?
Auroom Bakuriani-ს სერვისი რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება:
- პერსონალიზებული ზრუნვა, თითეული სტუმრის მოთხოვნას დიდი გულისყუდით ვეკიდებით და ინდივიდუალური მიდგომით ვპასუხობთ.
- ავთენტური სითბო და გულწრფელობა: ჩვენთან ყოველთვის მეგობრული, უშუალო და თბილი მასპინძლობაა. სტუმარი პირველივე წუთიდან გრძნობს, რომ მას ელოდნენ.
- მუდმივი განახლება და განვითარება: გარემო, მენიუ თუ სერვისის დეტალები მუდმივად განიცდის ადაპტაციას, რათა ყოველი მომდევნო ვიზიტი სტუმრისთვის ახალი და სასიამოვნო აღმოჩენა იყოს.
ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ სრული კომფორტი, სიმშვიდე და უზრუნველვყოთ, რომ Auroom Bakuriani-ში გატარებული თითოეული დღე სტუმრების საუკეთესო მოგონებების ნაწილად იქცეს.
მიმდინარე წელს სასტუმროში განახლების პროცესი მიმდინარეობს. კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილებები, რა მიმართულებებს ეხება და როგორი იქნება განახლებული Auroom Bakuriani?
განახლებული ოთახები და სივრცეები, დახვეწილი მენიუ, მომსახურების ახალი სტანდარტები, შთამაგონებელი ფერები და კიდევ უფრო მეტი კომფორტი – Auroom Bakuriani სრულიად ახალი ენერგიითა და უამრავი სიახლით გელოდებათ დეკემბრის პირველივე კვირიდან.
ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული მიმართულებაა. როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს სთავაზობს რეგიონი დამსვენებლებს ზამთრის სეზონის მიღმაც და როგორ შეუძლია Auroom Bakuriani-ს ამ შესაძლებლობების გამოყენება?
ბაკურიანი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ „ზამთრის სათხილამურო კურორტის“ სტანდარტულ ჩარჩოებს – დღეს ის ოთხსეზონიანი, მრავალფუნქციური ეკოსისტემაა. ზამთრის სეზონის მიღმა რეგიონი დამსვენებლებს სთავაზობს კლიმატური თერაპიის, ეკოტურიზმისა და აქტიური განტვირთვის უნიკალურ სინთეზს, Auroom Bakuriani კი ამ შესაძლებლობების რეალიზებას საკუთარი ინფრასტრუქტურითა და სტრატეგიით ახდენს. თუ ვისაუბრებთ რეგიონის შესაძლებლობებზე: ეკოლოგიური და გამაჯანსაღებელი ტურიზმი (Wellness & Climate Therapy): გაზაფხულზე (განსაკუთრებით ფიჭვის ყვავილობისას) და ზაფხულში ბაკურიანი ხდება ბუნებრივი სარეაბილიტაციო ზონა სასუნთქი სისტემისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. საოჯახო და ეკო-აქტივობები: საფეხმავლო ტურები (Hiking), სამთო ველოსპორტი, ბოტანიკური ბაღი, პარკები და სუფთა ჰაერზე განტვირთვა, რაც იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის.
MICE ტურიზმი (ბიზნესი და კორპორატიული სექტორი): გაზაფხულსა და შემოდგომაზე ბაკურიანი საუკეთესო ალტერნატივაა საქალაქო ხმაურისგან დისტანცირებული კორპორატიული შეხვედრებისთვის, თიმბილდინგებისა და Retreat-ებისთვის. ძალიან გაგვიხარდება, თუ ტურისრული სააგენტოები, გიდები, სტუმარ – მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები, უფრო აქტიურად ჩართავენ რეგიონს ტურისტულ მარშრუტებში.
რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან და რა შესაძლებლობებს სთავაზობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტუროპერატორებს? რატომ უნდა განიხილონ მათ Auroom Bakuriani თავიანთ ტურისტულ შეთავაზებებში?
Auroom Bakuriani-ს გუნდისათვის განსაკუთრებულად ღირებულია ტურისტულ სააგენტოებთან, ტუროპერატორებსა და კორპორატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა. გვეამაყება, რომ წლიდან წლამდე ჩვენი ერთგული პარტნიორების წრე სულ უფრო იზრდება. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს ყოველდღიურ შრომას და კარგად გვესმის, თუ რამხელა ძალისხმევა დგას თითოეული დაჯავშნილი ოთახისა და კმაყოფილი სტუმრის უკან. სწორედ ამ ნდობისა და პარტნიორობის დასაფასებლად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ეგიდით, შევქმენით სპეციალური თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც გავრცელდა თითეული სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე. მათ კი, ვისაც Auroom Bakuriani-სთან თანამშრომლობის გამოცდილება ჯერ არ გქონიათ, დიდი სიხარულით მიგიწვევთ მომავალი კოლაბორაციისა და ახალი შესაძლებლობების განსახილველად.
რა არის სასტუმროს სამომავლო გეგმები? როგორ ხედავთ Auroom Bakuriani-ს განვითარებას მომდევნო წლებში და რა სიახლეებს უნდა ელოდონ თქვენი სტუმრები?
Auroom Bakuriani Resort-ის დამფუძნებლები და მენეჯმენტი უწყვეტად დებენ ძალისხმევას, როგორც სასტუმროს ინფრასტრუქტურის სრულყოფაში, ისე გუნდის პროფესიულ განვითარებაში. ჩვენთვის პრიორიტეტია ცოდნის მუდმივი გაღრმავება, მომსახურების სტანდარტების ამაღლება, საოპერაციო პროცესების მაქსიმალური გამარტივება და პარტნიორობის დახვეწილი მოდელების დანერგვა.
სასტუმროს სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია MICE ტურიზმი. უახლოეს მომავალში იგეგმება ინფრასტრუქტურული სიახლეების დანერგვა, რაც კორპორატიულ სეგმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვან და კომფორტულ პირობებს შესთავაზებს.
დღეს კი სასტუმროში უკვე იგრძნობა წინასაახალწლო სამზადისი. აქტიურად ვმუშაობთ იდეებზე, რათა ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი სადღესასწაულო გარემო და გამორჩეული მოგონებები ვაჩუქოთ. Auroom Bakuriani Resort ყოველთვის რჩება სივრცედ, სადაც დაბრუნება ყველაზე მეტად გიხარიათ.











