ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსი დაქორწინდა. მისი რჩეული 28 წლის მუსიკოსი, მაქს მორანდოა. ქორწილი კერძო რეზიდენციაში, საცურაო აუზის პირას გაიმართა. ცერემონიას მუსიკოსი უეინ კოინი, ჯგუფ Flaming Lips-ის ფრონტმენი, უძღვებოდა.



მაილი და მაქსი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში დაქორწინდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლის დედა, ტიშ საირუსი, მამა, ბილი რეი საირუსი და და, ნოა საირუსი.






ვინ არის მაქს მორანდო?
მაქს მორანდო ამერიკელი მუსიკოსი, დრამერი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია. ის ალტერნატიული როკჯგუფ Liily-ის წევრია. მანამდე კი ჯგუფ The Regrettes-შიც უკრავდა.
მაილისა და მაქსის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. როგორც მომღერალმა British Vogue-სთან ინტერვიუში გაიხსენა, ისინი საერთო ნაცნობების მიერ ორგანიზებულ ბრმა პაემანზე შეხვდნენ.

წყვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში, ლოს-ანჯელესში, Gucci-ს „Love Parade“-ის ჩვენებაზე შენიშნეს, თუმცა ურთიერთობის დასაწყისში პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდნენ.
მაქსი მაილის გვერდით იყო 2024 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე, სადაც მომღერალმა კარიერაში პირველი ჯილდო მიიღო. წყვილი 2025 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზეც ერთად გამოჩნდა.

2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მაილი საირუსი და მაქს მორანდო დაინიშნენ. მომღერალმა ნიშნობის ბეჭედი ლოს-ანჯელესში, ფილმის Avatar: Fire and Ash პრემიერაზე გამოაჩინა – სამკაულის დიზაინი ჯეკი აიშის ეკუთვნის.
მაქსმა მაილის ხელი იაპონიაში, მომღერლის 33-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამართული მოგზაურობის დროს სთხოვა.

ცნობისთის, მაილი საირუსისთვის ეს მეორე ქორწინებაა. 2018 წელს ის მსახიობ ლიამ ჰემსვორთზე დაქორწინდა. წყვილი 2019 წელს დაშორდა. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ტეილორ სვიფტის და ტრევის კელის გრანდიოზული ქორწილი მედისონ სკვერ გარდენში












