• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფრედი მერკური „Queen“-ის ლეგენდარული ვოკალისტი და როკმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი იყო. მისი ცხოვრება ერთდროულად ზღაპრული წარმატების, სიყვარულის, თავისუფლების, ექსცენტრიულობისა და მძიმე პირადი ბრძოლების ისტორიაა.

 

ფრედი მერკური 1946 წლის 5 სექტემბერს ზანზიბარის ქალაქ სტოუნ-თაუნში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ფარუხ ბულსარა იყო. მშობლები, ბომი და ჯერ ბულსარები, ინდური წარმოშობის პარსები იყვნენ. ოჯახი ზანზიბარში ცხოვრობდა, სადაც მამა ბრიტანეთის კოლონიურ ადმინისტრაციაში მუშაობდა.

დაახლოებით რვა წლის ასაკში მშობლებმა ინდოეთში, პანჩგანის წმინდა პეტრეს სკოლა-პანსიონში გაგზავნეს. სწორედ იქ დაიწყო ფრედის მუსიკალური შესაძლებლობების განვითარება: ფორტეპიანოს სწავლობდა და სკოლის ჯგუფში, The Hectics, უკრავდა.

„თავიდან ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დედის სურვილის გამო დავდიოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში დაკვრა თავად შემიყვარდა” – იხსენებდა ფრედი. 

1964 წელს, ზანზიბარში რევოლუციის შემდეგ, ბულსარების ოჯახმა ბრიტანეთში გადასვლა გადაწყვიტა. ფრედი 17 წლის იყო, როდესაც ლონდონში ჩავიდა. სწორედ ეს ქალაქი გახდა მისი ახალი ცხოვრების დასაწყისი.

ლონდონში Ealing Art College-ში გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა. ხელოვნება ყოველთვის აინტერესებდა, მაგრამ თანდათან უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მისი მთავარი ამბიცია მუსიკა იყო.

Queen

ფრედიმ Ealing Art College-ში სწავლისას ტიმ სტაფელი გაიცნო, მუსიკოსი, რომელიც ჯგუფ „Smile“-ის წევრი გახლდათ. „Smile“-ის სხვა წევრებს შორის იყვნენ გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი. ფრედი მათ რეპეტიციებს ესწრებოდა, მეგობრობდა მუსიკოსებთან და მუშაობის პროცესს აკვირდებოდა.

“ფრედი ტიმის მეგობარი იყო. მუსიკალური ამბიციები ჰქონდა, თუმცა მაშინ დარწმუნებული არ ვიყავით, რამდენად კარგად შეეძლო სიმღერა,“ – იხსენებდა მოგვიანებით როჯერ ტეილორი.

1970 წელს „Smile“-ის ვოკალისტმა და ბასისტმა ტიმ სტაფელმა ჯგუფი დატოვა. ერთი შეხედვით, ეს დასასრულს ნიშნავდა, თუმცა სინამდვილეში სწორედ ამ ცვლილებამ შექმნა ახალი ისტორიის საფუძველი.

იმ დროისთვის ფრედი მერკური უკვე რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა და შემოქმედებითი გზის პოვნას ცდილობდა. კარგად იცნობდა ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორს, ამიტომ მთავარი ვოკალისტის წასვლის შემდეგ მათი თანამშრომლობა მაინც გაგრძელდა.

ფრედის თავიდანვე ესმოდა, რომ ახალი ჯგუფი „Smile“-ის გაგრძელება არ უნდა გამხდარიყო. მას სურდა განსხვავებული სახელი, ახალი იმიჯი და უფრო ამბიციური მუსიკალური მიმართულება – ჯგუფი, რომელიც საკუთარ იდენტობას თავიდანვე შექმნიდა.

 

სწორედ ამიტომ შესთავაზა სახელი Queen, რაც იმ დროისთვის თამამი და გარკვეულწილად პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო. ფრედის თქმით, „Queen“ ჯგუფის მასშტაბურ, თეატრალურ და გლამურულ ბუნებას გამოხატავდა:

„ეს სრულიად ახალი ქიმიური რეაქცია იყო, ამიტომ ახალი სახელიც გვჭირდებოდა, რათა თავი განსხვავებულად გვეგრძნო. Queen-ის იდეა თავიდანვე გრანდიოზული და თეატრალური იყო. გვინდოდა, ჩვენი მუსიკა და გარეგნობა ერთდროულად ელეგანტური, თამამი და გამორჩეული ყოფილიყო.“

ამავე პერიოდში შეიცვალა თავად ფარუხ ბულსარას სცენური იდენტობაც. ის უკვე აღარ იყო მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა. თანდათან ყალიბდებოდა ფრედი მერკური – არტისტი, რომელიც სცენაზე საკუთარ პერსონაჟს, სტილსა და სამყაროს ქმნიდა.

 

მალე ჯგუფს ბასისტი  ჯონ დიკონი შეუერთდა – იმ დროისთვის დიკონი მხოლოდ 19 წლის იყო და ლონდონში ინჟინერიას სწავლობდა. „Queen“-ის წევრებს ის პირველად 1970 წლის ოქტომბერში შეხვდა.

„ყველა შავებში იყო ჩაცმული და განათებაც ძალიან ბნელი იყო. მხოლოდ ოთხი ჩრდილივით ფიგურა დავინახე. მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ,“ – იხსენებდა დიკონი.

1971 წლის 1 მარტს ჯონ დიკონი ოფიციალურად გახდა „Queen“-ის მეოთხე წევრი. ამ მომენტიდან ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა:

ფრედი მერკური — ვოკალი და ფორტეპიანო
ბრაიან მეი — გიტარა
როჯერ ტეილორი — დასარტყამი ინსტრუმენტები
ჯონ დიკონი — ბასი

 

1975 წელს „Queen“-მა ალბომი A Night at the Opera გამოუშვა, ხოლო მისმა მთავარმა სინგლმა – „Bohemian Rhapsody“-მ – ჯგუფს მსოფლიო წარმატება მოუტანა.

მერკურის  ჩაცმულობა, მოძრაობა, ჟესტები და მაყურებელთან ურთიერთობა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც თავად მუსიკა.

„კონცერტი ჩვენი ალბომის ცოცხალი შესრულება არ არის. ეს თეატრალური მოვლენაა,“ – ამბობდა ფრედი.

1985 წლის Live Aid-ზე მისი გამოსვლა ამ მიდგომის საუკეთესო მაგალითი გახდა. დაახლოებით 21 წუთში მან 72 000-კაციანი უემბლის სტადიონი ერთ დიდ აუდიტორიად აქცია.

მერი ოსტინი

 

ფრედი და მერი ერთმანეთს 1970 წელს შეხვდნენ. იმ დროს მერი 19 წლის ხელოვნების სტუდენტი იყო და ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, ფრედი კი მუსიკალური კარიერის დასაწყისში იმყოფებოდა. მათი ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალევე რომანტიკულ კავშირში გადაიზარდა.

მერის და ფრედის რომანი მაშინ დასრულდა, როცა ფრედიმ საკუთარი სექსულორი ორიენტაცია აღიარა.

ურერთობა კი სხვა, უფრო რთულ და ღრმა ფორმაში გაგრძელდა. მერი ფრედის უახლოეს მეგობრად დარჩა, ადამიანად, რომელსაც ენდობოდა და რომლის აზრსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

„ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ცრემლით დასრულდა, მაგრამ ამით ძლიერი კავშირი გაჩნდა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.“

ალბათ ამიტომაც იყო, რომ მერის დარჩა ფრედის ლონდონის სახლი Garden Lodge, სადაც მომღერალმა ცხოვრების ბოლო წლები გაატარა. მის მფლობელობაში გადავიდა მერკურის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის პირადი ნივთები, ხელოვნების ნიმუშები და მისი ხელნაწერი ლექსები. თუმცა ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის საიდუმლო იყო, რომელიც ფრედიმ მხოლოდ მერის ანდო – მისი ფერფლის ადგილსამყოფელი.

მომღერალს არ სურდა, საზოგადოებას სცოდნოდა, სად განისვენებდა მისი ფერფლი. ეს სურვილი მერის გაანდო და სთხოვა, საიდუმლო დაეცვა. ფერფლის ადგილმდებარეობა ფრედის ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობია. მერი ამბობს, რომ ამ თხოვნის შესრულება მისთვის ერთგვარი ვალდებულება იყო და მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული ინტერესისა, საიდუმლოს გამხელას არ აპირებს.

ბოლო წლები

 

1987 წელს ფრედი მერკურის HIV-ის დიაგნოზი დაუდასტურდა. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად,  მუსიკის შექმნას მაინც აგრძელებდა. მოგვიანებით ჯგუფის წევრები იხსენებდნენ, რომ სტუდია მისთვის ერთგვარი თავშესაფარი იყო – მარტო იქ შეეძლო ავადმყოფობაზე არ ეფიქრა და ისევ მუსიკოსი ყოფილიყო.

1991 წლის 24 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, ფრედი მერკური გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი შიდსთან დაკავშირებული ბრონქული პნევმონია გახდა.

1992 წლის 20 აპრილს, უემბლის სტადიონზე გაიმართა Freddie Mercury Tribute Concert, სადაც მის ხსოვნას პატივი დევიდ ბოუიმ, ელტონ ჯონმა, ჯორჯ მაიკლმა, ენი ლენოქსმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა მიაგეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა
OK! კულტურა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! სალმა ჰაიეკის გამორჩეული როლები – პერსონაჟები, რომლებმაც მისი კარიერა შექმნა
OK! კულტურა

#OK! სალმა ჰაიეკის გამორჩეული როლები – პერსონაჟები, რომლებმაც მისი კარიერა შექმნა

September 2, 2026
ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები
OK! კულტურა

ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები

September 2, 2026
#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის
OK! კულტურა

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

July 17, 2025
#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

October 11, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

July 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს  – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

September 1, 2026
#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები