• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბავშვობაში დაწყებული კარიერიდან „Destiny’s Child“-ის წარმატებამდე, შემდეგ კი სოლო არტისტის სახით მიღწეულ გლობალურ აღიარებამდე, ბიონსემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი წესების შექმნა შეუძლია.

მისი კარიერა დღეს უკვე არაერთ რეკორდს, მსოფლიო ჰიტსა თუ გრემის ჯილდოს აერთიანებს.

 

ბიონსე ჟიზელ ნოულსი 1981 წლის 4 სექტემბერს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში დაიბადა. დედა, თინა ნოულსი, დიზაინერი იყო, მამა – მეთიუ ნოულსი, მოგვიანებით მისი კარიერის მენეჯერი გახდა. ოჯახში კიდევ ერთი ქალიშვილი, სოლანჟი გაიზარდა, რომელიც თავადაც წარმატებული მუსიკოსი გახდა.

მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც გოგონების მუსიკალურ ჯგუფში გაწევრიანდა. ჯგუფს თავდაპირველად Girls Tyme ერქვა და მის წევრებს შორის ბიონსესთან ერთად კელი როულენდიც იყო, რომელიც მოგვიანებით მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და „Destiny’s Child“-ის წევრი გახდა.

1992 წელს Girls Tyme სატელევიზიო ნიჭიერების შოუში Star Search გამოჩნდა. ჯგუფმა კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა მარცხი ბიონსესა და მისი ოჯახის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მამამ სამსახური დატოვა და ქალიშვილის კარიერის განვითარებას დაუთმო თავი.

 

ჯგუფმა სახელი და შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ ის Destiny’s Child გახდა და 1990-იანი წლების ბოლოს უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გოგონათა ჯგუფად ჩამოყალიბდა.

Destiny’s Child-მა კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და მუსიკალური აღიარება მოიპოვა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად იქცა სიმღერა „Say My Name“, რომელმაც მათ პირველი გრემის ჯილდოები მოუტანა.

სიმღერის წარმატება მხოლოდ ჯილდოებით არ შემოიფარგლა – „Say My Name“ ჩარტების სათავეში მოექცა და ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტად იქცა. მოგვიანებით Destiny’s Child-მა მსმენელებს კიდევ არაერთი პოპულარული სიმღერა შესთავაზა, მათ შორის „Survivor“, „Bootylicious“, „Lose My Breath“, „Independent Women Part I“ და „Jumpin’, Jumpin’“.

სოლო კარიერა

 

2003 წელს ბიონსემ პირველი სოლო ალბომი Dangerously in Love გამოუშვა – ნამუშევარი, რომელმაც დაამტკიცა, რომ Destiny’s Child-ის წარმატების მიღმა დამოუკიდებელი სუპერვარსკვლავიც იდგა.

2006 წელს ბიონსემ მეორე სტუდიური ალბომი B’Day გამოუშვა. ალბომი მის 25-ე დაბადების დღეს გამოვიდა და Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა.

შემდეგ წლებში მისი კარიერა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. გამოვიდა ალბომები I Am… Sasha Fierce, 4, Beyoncé, Lemonade, Everything Is Love, Renaissance და Cowboy Carter.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2013 წელს გამოშვებული Beyoncé – ალბომი წინასწარი სარეკლამო კამპანიის გარეშე, მოულოდნელად გამოჩნდა.

2016 წელს ბიონსემ ვიზუალური ალბომი Lemonade გამოუშვა — ნამუშევარი, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიის ფარგლებს გასცდა და ერთგვარ მხატვრულ განცხადებად იქცა. ალბომში ბიონსე სიყვარულზე, ღალატზე, ტკივილზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, ქალის ძალასა და აფროამერიკულ იდენტობაზე საუბრობს.

Lemonade-მა განსაკუთრებული ყურადღება ბიონსესა და ჯეი-ზის ურთიერთობის კონტექსტში მიიპყრო.

 

წლების განმავლობაში მათი ქორწინების შესახებ სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა, ხოლო ალბომის ტექსტებმა და ვიზუალურმა ნამუშევრებმა ამ თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ბიონსეს ურთიერთობის ყველა დეტალი პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, მსმენელებმა Lemonade პირადი კრიზისის, ტკივილისა და საბოლოო შერიგების ემოციურ ისტორიად აღიქვეს.

ბიონსესა და რეპერ ჯეი-ზის ურთიერთობა ჰიტით „Crazy in Love“ დაიწყო, თუმცა მათი შემოქმედებითი კავშირი დროთა განმავლობაში რომანტიკაში გადაიზარდა.

წყვილმა 2008 წელს იქორწინა და მუსიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ ოჯახად ჩამოყალიბდა.

ბიონსესა და ჯეი-ზის სამი შვილი ჰყავთ – ბლუ აივი, რუმი და სერ კარტერი.

ბლუ აივიმ მშობლების მუსიკალური გზა ადრეული ასაკიდანვე გაიზიარა და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა. ის დედასთან ერთად სცენაზეც გამოჩნდა და საკუთარი ნიჭითა და თავდაჯერებულობით მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ბიონსეს კარიერის მასშტაბი განსაკუთრებით კარგად Grammy Awards-ის სტატისტიკაში ჩანს.

2023 წელს „Renaissance“-ის გამარჯვების შემდეგ ბიონსე გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე არტისტი გახდა – 32 გამარჯვებით. 2025 წლის ცერემონიის შემდეგ კი მისი ჯილდოების რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, ხოლო ნომინაციების – 99-მდე. ამ მონაცემებით ის როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი, ისე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული არტისტია Grammy-ის ისტორიაში.

 

2025 წელი ბიონსეს კარიერაში კიდევ ერთი ისტორიული ეტაპი აღმოჩნდა – Cowboy Carter-მა მას წლის ალბომის კატეგორიაში პირველი Grammy მოუტანა. ამასთან, ბიონსე პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც Best Country Album-ის ჯილდო მოიპოვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK!BusinessCelebrity Cécred – ბიონსეს მილიარდ დოლარიანი იმპერია

#OK! ბიონსე მილიარდერი გახდა

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები