• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ეპოქალური ექსპედიციის წინ

September 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ძალიან მალე, ნოემბერ-დეკემბერში დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ და ყველაზე ცივ კონტინენტზე – ანტარქტიდაზე სამი ქართველი დაადგამს ფეხს და ქართულ დროშას ააფრიალებს.

გეოგრაფი, გლაციოლოგი და მთამსვლელი, გიორგი გოცირიძე, დოკუმენტალისტი და მთამსვლელი, ნიკა ლებანიძე და ქართული ალპინიზმის ცოცხალი ლეგენდა, ბიძინა გუჯაბიძე უდიდესი და ურთულესი ექსპედიციისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან.

რამდენად მნიშვნელოვანია და რას მოიცავს ექსპედიციისთვის მზადება, როდის მოდის დიდი ბრძოლის შემდეგ მწვერვალზე ასვლის ბედნიერების წამი და რა მნიშვნელობა ექნება მთელი საქართველოსთვის უდიდეს კომბინირებულ ექსპედიციას ანტარქტიდაზე, სახელწოდებით მისია „ცისკარი“ – წაიკითხეთ გიორგი გოცირიძესა და ნიკა ლებანიძესთან ქართული OK!-ს ინტერვიუში.

 

 

 

თქვენ საკმაოდ სახიფათო და სარისკო პროფესია გაქვთ, როგორ ემზადებით ექსპედიციების წინ? ალბათ სათანადო მომზადებას დიდი ყურადღება ექცევა.

გიორგი: ჩვენი პროფესიის წარმომადგენელი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. საუკეთესო ვარჯიში ცოცვაა, მთაში სიარული სიმაღლეებზე. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს დამატებითი მხარდაჭერაც სჭირდება. პირადად მე სწორად ვიკვებები, უმნიშვნელოვანესია კარგი, ხარისხიანი ძილი, დარბაზში ვარჯიში და მთაში სიარული. ჩემთვის მხოლოდ მთაში სიარული არაა საკმარისი, აუცილებლად დარბაზშიც უნდა ვივარჯიშო. მთაში სიარული დიდი ენერგიის დახარჯვას გულისხმობს და იქ წასვლამდე, როგორც ელემენტი, ისე უნდა დაიტენო კარგი ძილით, სრულფასოვანი კვებით, გამაგრებული უნდა გქონდეს კუნთოვანი და სახსრების სისტემები, გაჭიმვის ვარჯიშებს უნდა აკეთებდე, რომ ორგანიზმი გახსნილი იყოს. მერე გადიხარ ფრონტზე და ამ მომზადებას იქ იყენებ. ასევე, მნიშვნელოვანია, რამხელა მარშრუტზე მიდიხარ. ახლა დიდი ექსპედიციისთვის ვემზადებით და მთელი გაზაფხული ვვარჯიშობდი. დარბაზში სულ დავდივარ და კვირაში მხოლოდ 2 დღეს ვისვენებ, მთაშიც დავდივარ 3 000-4 000 მეტრ სიმაღლეებზე, ვიკვებები კარგად, პროტეინით მდიდარი საკვებით, რომ არ გავხდე და კუნთოვანი მასა შემინარჩუნდეს და რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხიან ძილს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, სიმშვიდეს.

 

ნიკა: ჩემთვის მთავარი მომზადება მთაზე სიარულია. ცხოვრების წესია ასეთი. პრაქტიკულობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე გვიწევს ასე ცხოვრება. აი, ბიძინა (ბიძინა გუჯაბიძე) დღეს უშბაზეა, მაგალითად, ჩვენზე კარგ ფორმაშია, მისი საქმეა ეს, ვარჯიშთან ერთად. ყველასთვის ინდივიდუალურია ექსპედიციისწინა მომზადების წესი, თუმცა მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ყველანი ერთ სისტემაში ვექცევით, რომ საერთო მიზანი შევასრულოთ. მე მქონდა შემთხვევა, პირველ 7000-მეტრიან ექსპედიციაზე რომ მივდიოდი, ძალიან აჟიტირებული ვიყავი და იმდენად ინტენსიურად ვვარჯიშობდი, იქ რომ წავედი, უკვე გადამწვარი ვიყავი. მომზადებას სტრატეგია სჭირდება. მთელი პროცესია, რომელიც ჩვენი ყოვედღიური ცხოვრების ნაწილია.

 

 

თქვენ ემზადებით საქართველოში უპრეცედენტო, უდიდესი ექსპედიციისთვის ანტარქტიდაზე. მოგვიყევით თქვენს გეგმებსა და ამ დიდ მოგზაურობაზე, რომელიც წინ გაქვთ.

გიორგი: ეს ექსპედიცია ძალიან საინტერესო და ერთგვარი ინტრიგის მატარებელია, რადგან ისეთ ადგილას მივდივართ, რომელიც რთულად მისაღწევია. საკმაოდ დიდი სამეცნიერო ინტერესის მატარებელია ანტარქტიდა, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები ხდება. ის არის კლიმატის შესახებ ინფორმაციის მემატიანე, ყინულის დიდი საფარის გამო, რომელსაც ბურღავენ და დიაგნოსტიკას უტარებენ. ასე იღებენ ადრეული პერიოდების კლიმატის შესახებ ინფორმაციას და მის საფუძველზე განსაზღვრავენ მომავალში კლიმატის ცვლილების ვერსიებს. ანტარქტიდა განსაზღვრავს ოკეანეების დინებას და მსოფლიო გარემოს მდგომარეობაზე 30-40%-იანი გავლენა აქვს. ამის გარდა ეს არის წარმოუდგენელი ესთეტიკის, უნიკალური ბუნებრივი გარემოს, უდიდესი მნიშვნელობის არეალი, რომელიც ბოლო 120 წელია მეტ-ნაკლებად ათვისებულია და მიმდინარეობს კომპლექსური კვლევები. ეს ექსპედიცია საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია. ლოგისტიკა და უსაფრთხოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველაზე დიდი სირთულე უკავშირდება დაბალ ტემპერატურას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანტარქტიდაზე ზაფხულში მივდივართ, მინუს 35-55 გრადუსი ტემპერატურა დაგვხვდება. იქ წასულები იმ გარემოს ნაწილები ვიქნებით, არ გვექნება ელემენტარული კომფორტიც კი და მხოლოდ კარვის და შესაბამისი სამოსის ფარგლებში მოგვიწევს მისი სტუმრობა. ეს ექსპედიცია, სხვა დანარჩენთან ერთად, მოითხოვს სიარულის დროს სითბოს გადანაწილების ცოდნას.

 

რა არის ამ ექსპედიციის მიზანი?

გიორგი: ჩვენი ფსიქომენტალური განწყობა და სწრაფვები ჩვენს საქმეზეა კონცენტრირებული. ვიღაცას ჭადრაკის თამაში უყვარს, ვიღაცას – თევზაობა. ჩვენი ინტერესი კი არის შემეცნება მთამსვლელობით. ეს ექსპედიცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის, კლიმატთან დაკავშირებით და გვინდა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მეტი ინფორმაციის მიღება და მისი კონსოლიდაცია, რომ ეს გამოწვევა გადაილახოს. ვაპირებთ, რომ ამ ექსპედიციის შესახებ ციფრული მედიასაშუალებებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას. გამოვიყენებთ იუთუბს, ინსტაგრამს და სხვა არხებს, დისკუსიებს, ლექციებს, ბეჭდურ მედიას, სადაც  ამ საკითხის მნიშვნელობას წამოვწევთ: როგორ გადაურჩეს საქართველოს მოსახლეობა კლიმატისა და გარემოს დრამატულ გამოწვევებს და როგორ ადაპტირდეს ისე, რომ არ მოხდეს ჩვენი ეთნოკულტურული დეგრადაცია და მოსახლეობის მიგრაცია. იმ ადგილის დალაშქვრით, სადაც ეს პრობლემები იწყება, ჩვენს პერსონალურ წვლილს შევიტანთ მის გადაჭრაში. მე 30 წელია კლიმატის ცვლილებების საკითხს ვემსახურები, ნიკა დოკუმენტალისტია და ალბათ ბევრი ადევნებთ თვალს იმ არაჩვეულებრივ მასალებს, რომელსაც აზიარებს სხვადასხვა უნიკალური ადგილიდან, ბიძინა გუჯაბიძეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით აქვს მიღწევები. ანტარქტიდის ვინსონის მასივის დალაშქვრის შემდეგ, ბიძინას დარჩება ორ შედარებით მარტივ მწვერვალზე ასვლა და მოხვდება მსოფლიოს 500-დან 700-მდე ადამიანში, რომელსაც 7 მწვერვალი ექნება დაპყრობილი. მისი მონაწილეობა კლიმატის ცვლილების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ქართული კომბინირებული ექსპედიცია ანტარქტიდაზე, ქართული დროშა ანტარქტიდაზე, საქართველოს ხმა ყველაზე რთულ, შორ, აუთვისებელ და მკაცრ გარემოში.

 

ნიკა: ეს იქნება ისტორიული ფაქტი, თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ ექსპედიციაში მონაწილეობა, რადგან პირველად ხდება კომბინირებულ ექსპედიციაში ქართული კვალის დატოვება. მსოფლიოში დაახლოებით 150 ადამიანია, ვინც ეს შეძლო და ახლა ჩვენც დავემატებით ამ რიცხვს. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს სფეროში. თვითონ მწვერვალი არ არის ძალიან მაღალი, ზღვის დონიდან 4892 მეტრია, მაგრამ გარემო პირობებია იმდენად მკაცრი და ექსტრემალური, რომ ჯამში ძალიან რთული, ძნელად განსახორციელებელი ექსპედიციაა. მივდივართ ადგილზე, რომელზეც მსოფლიო შეთანხმებულია, რომ არავინ შეეხება. დედამიწის ხელშეუხებელ კონტინენტზე მოვხვდებით.

 

თუ ყოფილა ისეთი მომენტები ექსპედიციის დროს, როცა გაგიფიქრიათ: „მორჩა, აღარ შემიძლია“?

ნიკა: რამდენჯერაც გინდათ. ზოგადად, ექსპედიციის დროს შინაგანი ბრძოლები ძალიან ორგანული და ინდივიდუალურია. ყოველ ნაბიჯზე რაღაც ფიქრი გიტრიალებს გონებაში. ყოფილა მომენტი, მიფიქრია, ნეტავ ამინდი გაუარესდეს, რომ არსებობდეს მიზეზი, რის გამოც გზას აღარ გავაგრძელებთ და დავბრუნდებით-მეთქი. ალპინიზმის მთელი შინაარსი და იდეა ესაა, რომ გადააბიჯო საკუთარ თავს, მასზე გაიმარჯვო და წინ წახვიდე. ძლიერი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორია.

 

როგორია მწვერვალზე ფეხის დადგმის, გამარჯვების ბედნიერების შეგრძნება?

გიორგი: ბედნიერების შეგრძნება ჩემთვის შეიძლება იყოს წამში, როცა დგახარ ძალიან მაგარ ადგილას ან მოვიდეს ეს განცდა გვიან. შეიძლება ახვიდე მწვერვალზე, ჩამოხვიდე, გაიარო ურთულესი გზა, მთელი კვირა მხოლოდ ამ სირთულეებში გაატარო. მერე, რომ ჩამოხვალ და მეორე დილას გაიღვიძებ, მაშინ შეიძლება მოვიდეს ბედნიერების წამი, რომლის ფასი იმ გაჭირვებების ჯამი იყო.

 

როგორ, ნუთუ მწვერვალზე ასვლის მომენტში, ფეხს რომ დაადგამთ, არ ჩნდება ეს ბედნიერების განცდა?

გიორგი: იცით, როგორ გარემოში ავსულვართ მწვერვალზე? ქარბუქში, არაფერი რომ არ ჩანს გარშემო და ერთი სული გაქვს, გამობრუნდე, რომ იქ არ მოკვდე. მანამდე გავლილი გაქვს ურთულესი გზა, გათოშილი ხარ, ხელ-ფეხს ძლივს ამოძრავებ და ეს გზა ისევ უკანაა გასავლელი. ჩამოდიხარ, ფეხები გაქვს გადატყავებული, თითი მოყინული, სახეზე კანი გძვრება და თავი საშინლად გტკივა, დაფლეთილი ჩამოდიხარ. რომ ჩამოხვალ, მეორე დღეს, რომ ინათებს და დაინახავ, სად იყავი, აი, მაშინ ხარ ისეთი ბედნიერი… ერთხელ, უშბაზე რომ ვიყავი, ომში მეგონა თავი, ისეთი ქვათაცვენა იყო მთელი სამი დღე. არ ვიცოდით, გადავრჩებოდით თუ დავიხოცებოდით. ქვემოთ ჩამოსულებს სვანები რომ დაგვხვდნენ და უშბა მოგვილოცეს, აი, მანდ იყო ის ბედნიერების წამი.

 

ნიკა: ყველას ჰგონია, როცა მწვერვალზე ავალთ, დროშას დავიჭერთ საოცარ მზიან ამინდში და იქნება ჰეროიკული კადრი დროშით ხელში. ძირითადად ეს წარმოდგენა აქვთ მთაში წასვლაზე. ჩემი პირადი გამოცდილებით, ექსპედიციების 50%-ში მწვერვალიდან არაფერი დამინახავს. ძირითადად ცუდ ამინდში, ღრუბელში ადიხარ და ერთი სული გაქვს, ამ ღრუბელს გამოექცე, რადგან უკან იგივე გზა გაქვს გამოსავლელი. მწვერვალზე არ გაქვს კმაყოფილების განცდა, ომში ხარ და ცოცხალი უნდა დაბრუნდე. რომ დაბრუნდები, მერე მოდის ბედნიერების განცდა. ასვლით არ ხარ ბედნიერი, რომ ჩამოდიხარ, მერე ხარ ბედნიერი. ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ არა მწვერვალზე ასვლას, არამედ მწვანე ბალახზე ფეხის დადგმას ჩამოსვლის შემდეგ. ტრაგიკული შემთხვევების ნახევარზე მეტი დაშვებების დროს ხდება. გზაში ბევრი გაუთვალისწინებელი მომენტია: გეგმები იცვლება, საზვავეა, ნაპრალია, ქვები ცვივა, ცუდი გასასვლელია, ამინდი იცვლება, პროცესია, რომელიც უკან გაქვს გამოსავლელი ნახევარი ენერგიით.

 

 

 

თქვენ თავად როგორ დაახასიათებდით თქვენს პროფესიას და მის დანიშნულებას?

გიორგი: ეს არის ჩვეულებრივი პროფესია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით. რომანტიზება მისი ნაწილია, ეს გარედან თუ შევხედავთ. მაგრამ შიგნით ჩვეულებრივი საქმიანი რუტინაა, შრომაა. მას აქვს დანიშნულება და მოაქვს სარგებელი. ალპინიზმი თავისი რომანტიზებული, ჰეროიკული მხარისა და სიამოვნების, გამარჯვებების მიღმა არის მთიანი ქვეყნის ცხოვრების თავისებურებების შესწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტი. როგორია შენი მთა? როგორ იცვლება? როგორ უნდა დაიცვას ის საზღვარზე ჯარისკაცმა? როგორ უნდა ავიდეს გეოლოგი, რომ მეწყერი განსაზღვროს? როგორ უნდა გამოიკვლიონ კლდის ფლორა და ფაუნა? როგორ უნდა დააყენო უსაფრთხოების სისტემები? ამ და ბევრ კითხვაზე პასუსის გასაცემად არსებობს მთამსვლელობა. მთა ჩვეულებრივი ფიზიკური გარემოა, რომელსაც კარგად შესწავლა სჭირდება. ის, რომ ჩვენ, მთამსვლელებს, სპორტულად გვიყვარს სიგიჟეების კეთება, ამ საქმის ერთი ნაწილია და მეორეა ის სარგებელი, რაც ამ პროფესიას საზოგადოებისთვის მოაქვს.

იგივე გეგმები გვაქვს ახლაც, როცა ანტარქტიდაზე ავალთ. შევეცდებით გავხსნათ ჰორიზონტი. საქართველოს გამოადგება ანტარქტიდაგამოვლილი ქართველი მთამსვლელები, რომლებიც გააზიარებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და შემდეგ მათ გზას სხვებიც გაიმეორებენ. როცა გლაციოლოგი, რომელიც მხოლოდ გერგეტის მყინვარზე ადის, ანტარქტიდაზეც მოხვდება, შეადარებს მას ჩვენს მყინვარს და ქვეყანას მისი ცოდნა და პროგნოზები უფრო გამოადგება. მთიანი ქვეყნის შვილებმა მთასთან თანაარსებობა არ იცოდნენ, იგივეა, არ იცოდნენ წერა-კითხვა.

 

ნიკა: დღეს გლობალური დათბობის, კატასტროფების, კატაკლიზმების პირობებში ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მეტად ვიცნობდეთ ბუნებას და გარემოს, უკეთ შევისწავლოთ, რას გვეუბნება ბუნება. ის ყველაფერს გკარნახობს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვკითხულობთ მისგან ყოველთვის. ჩვენი საქმის ნაწილია, ვისწავლოთ ამ გარემოში უსაფრთხოდ ცხოვრება, რაც აბსოლუტურად ყველას ინტერესშია.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება
ინტერვიუ

#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება

September 10, 2026
#OK! ბედნიერების ძიებაში – ნინი ელიაშვილი
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ძიებაში – ნინი ელიაშვილი

September 10, 2026
#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა
OK! კულტურა

#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა

September 10, 2026
#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს
ინტერვიუ

#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

May 26, 2022
#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

May 25, 2021
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

September 4, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

September 7, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები