• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქუთაისში მოგზაურობა მხიარული ქუჩების, ძველი ეზოებისა და იმერული მასპინძლობის აღმოჩენით იწყება, თუმცა დღის ბოლოს ყველას სჭირდება ადგილი, სადაც უბრალოდ თავს შინ იგრძნობს. სწორედ ასეთ სივრცედ იქცა Hotel Honey Kutaisi – პატარა ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს, თუმცა მშვიდ და მყუდრო გარემოში მდებარეობს. სასტუმროში ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, ბუნებრივ გარემოზე, განათებასა და იმ პატარა ელემენტებზე, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. თუმცა Honey-ის მთავარი ღირებულება მაინც ადამიანური ურთიერთობაა. თბილი სტუმარმასპინძლობა და სურვილი, სტუმარმა თავი უბრალოდ ვიზიტორად კი არა, ნამდვილ სტუმრად იგრძნოს, სასტუმროს კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც Hotel Honey Kutaisi სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც მოგზაურობისას მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი კი არა, ქალაქთან ახლოს ყოფნა და სასიამოვნო, ადამიანური გამოცდილება სურს. ვრცლად ინტერვიუში სასტუმროს გენერალური მენეჯერი სოფო ლომთათიძე გვესაუბრება.

 

 

რამდენიმე სიტყვით მოგვიყევით Honey Kutaisi-ის შესახებ და რა ტიპის ნომრებს სთავაზობთ სტუმრებს?

მოგზაურობისას სასტუმრო მხოლოდ ღამის გასათენებელი ადგილი არ არის. ის ქალაქის შესახებ სტუმარზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის და ამასთან, სივრცეა, სადაც დღის ბოლოს საკუთარ თავს უბრუნდები. სწორედ ამ იდეით შეიქმნა Hotel Honey Kutaisi – პატარა, თბილი და ხასიათიანი ბუტიკ-სასტუმრო ქუთაისში.

გვინდოდა, სასტუმროს ნომრები კომფორტული, თბილი და მყუდრო ყოფილიყო. ინტერიერში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ დეტალებს, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს და სტუმარს შინაურ გარემოს უქმნის.

როგორია ნომრების სტილი და რა დეტალებზე გააკეთეთ აქცენტი, რომ სივრცე კომფორტული და მყუდრო იყოს?

ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ ლამაზი ინტერიერის შექმნა არ ყოფილა. გვინდოდა ისეთი სივრცე მიგვეღო, სადაც სტუმარს ყოფნა ნამდვილად სიამოვნებს. Honey-ში ინტერიერი ზედმეტი ფუფუნებით არ ცდილობს სტუმრის მოხიბვლას, აქ მთავარი აქცენტი სიმყუდროვეზე, ბუნებრივ დეტალებზე, სინათლესა და იმ პატარა ელემენტებზეა გაკეთებული, რომლებიც ოთახს „საკუთარ ადგილად“ აქცევს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ტურისტისთვის არა მხოლოდ განთავსება, არამედ სრულფასოვანი და კომფორტული გამოცდილების შექმნა?

ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. სასტუმროს სტუმართმოყვარეობა მხოლოდ სუფთა ოთახითა და კომფორტული საწოლით არ სრულდება. ადამიანებს ქალაქისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ: ვიღაცას ახალი ადგილების აღმოჩენა უნდა, ვიღაცას სიმშვიდე და დასვენება, ვიღაცას კი ისეთი გარემო, სადაც ადგილობრივი ცხოვრების სტილს შეიგრძნობს.

ამიტომ ვცდილობთ, Honey-ში სტუმარმა მიიღოს არა მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი, არამედ პატარა, სასიამოვნო მოგზაურობის გამოცდილებაც.

 

 

 სასტუმროს ადგილმდებარეობა ქუთაისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – რა უპირატესობას აძლევს სტუმარს Honey Kutaisi-ის მდებარეობა?

ქუთაისის ერთ-ერთი განსაკუთრებული ხიბლი ის არის, რომ ქალაქის ისტორიული და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან შორს არ არის. Honey-ის მდებარეობაც ამ გამოცდილებას კარგად ერგება. სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოსაა და, ამავდროულად,  მდებარეობს მშვიდ ქუჩაზე, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს, მყუდრო გარემოშ დაისვენოს.

სასტუმრო მოსახერხებელია როგორც იმ ადამიანებისთვის, ვინც ქუთაისს პირველად სტუმრობს, ისე მათთვის, ვისაც ქალაქის საკუთარი ტემპით აღმოჩენა სურს.

რა არის ის დეტალები მომსახურებაში, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ, რათა სტუმრებისთვის სასტუმროში ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული იყოს?

ჩვენ გვჯერა, რომ სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ფორმალური თავაზიანობა არ არის, ეს ყურადღების კულტურაა. ზოგჯერ სტუმრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პატარა რამ შეიძლება აღმოჩნდეს: დროულად მიცემული რჩევა, მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ან უბრალოდ თბილი დახვედრა. Honey-ში ვცდილობთ, მომსახურება ინდივიდუალური იყოს. სტუმარმა არ უნდა იგრძნოს, რომ მას როგორც „ჯავშანს“ უყურებ. გვინდა, თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული მასპინძლობა გავუწიოთ.

სასტუმროს ნომრების გარდა, არის თუ არა სივრცეები ან სერვისები, რომლებსაც სტუმრებს განსაკუთრებით ურჩევთ?

დიახ. გვაქვს ტერასა და საერთო სივრცეები, სადაც სტუმარს შეუძლია დღის განმავლობაში უბრალოდ შეისვენოს, ყავა დალიოს ან საღამო მშვიდად გაატაროს.

და კიდევ ერთი პატარა რჩევა: ქუთაისში ჩამოსულმა სტუმარმა სასტუმროს გარეთ გასვლასაც აუცილებლად უნდა დაუთმოს დრო. ქალაქის ნამდვილი ხასიათი ქუჩებში, ეზოებში, ბაზარში, პატარა კაფეებსა და ადამიანებთან ურთიერთობაში იკითხება.

 

 

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან Honey Kutaisi-ში და რამდენად განსხვავდება მათი მოთხოვნები?

ქუთაისი სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვის საინტერესო ქალაქი და ეს Honey-ის სტუმრების მრავალფეროვნებაშიც იგრძნობა. ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნის სტუმრები ჩამოდიან და სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი.

რა თქმა უნდა, კულტურული განსხვავებები მათ მოლოდინებსა და მოთხოვნებზეც აისახება, თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: სისუფთავე, სიმშვიდე, კარგი მომსახურება, კომფორტი და გულწრფელი დამოკიდებულება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის კი საინტერესო გამოწვევაა, ამ განსხვავებული მოლოდინების მიღმა თითოეულ სტუმარში ინდივიდუალური ადამიანი დავინახოთ.

რას ეტყოდით სტუმრებს, რომლებიც ქუთაისში პირველად ჩამოდიან – როგორ ურჩევდით მათ ქალაქის აღმოჩენას და რა გამოცდილებას შესთავაზებდით?

ქუთაისის სანახავად ერთი კონკრეტული მარშრუტი არ არსებობს, და ალბათ, სწორედ ეს არის მისი სილამაზე. პირველივე დღეს აუცილებლად გირჩევდით, უბრალოდ გაისეირნოთ ქალაქის ცენტრში, იგრძნოთ ძველი ქუთაისის რიტმი, მოინახულოთ ბაგრატის ტაძარი, კოლხეთის შადრევანი და ქალაქის ისტორიული ნაწილი. შემდეგ კი უკვე ქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლაც საინტერესოა – გელათის მონასტერი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე და იმერეთის სხვა ადგილები. ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის ასეთია: ქუთაისი მხოლოდ სანახაობების ჩამონათვალი არ არის. მიეცით თავს დრო, რომ ქალაქი ნელა აღმოაჩინოთ. დალიეთ ყავა, ესაუბრეთ ადგილობრივებს, გასინჯეთ იმერული სამზარეულო და იგრძენით ქალაქის განსაკუთრებული ხასიათი.

რა ტიპის სტუმარს ურჩევდით Honey Kutaisi-ს და რა შეიძლება გახდეს მისთვის სასტუმროს არჩევის მთავარი მიზეზი?

ალბათ, ყველაზე მარტივად ასე ვიტყოდით: Honey იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც მოგზაურობისას სასტუმროში მხოლოდ ღამის გათევა არ სურს. მათთვის, ვინც აფასებს მყუდრო გარემოს, ადამიანურ ურთიერთობას, ქალაქთან სიახლოვეს და იმ განცდას, რომ რამდენიმე დღით მართლაც სადღაც „ცხოვრობს“. თუ Honey-ის არჩევის ერთ მთავარ მიზეზს გამოვყოფდით, ეს იქნებოდა განცდა, რომ აქ სტუმარს უბრალოდ არ იღებენ – აქ მასპინძლობენ.

 

 

1 of 10
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

📍როძევიჩის ქ. #3/ Kutaisi, Georgia

📞555 99 33 38

📩[email protected]

 

გაიგე მეტი: honey hotel kutaisi

ასევე გაეცანი

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

January 30, 2023
#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

February 7, 2023
#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

January 9, 2023
#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

September 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

November 4, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები