• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 4, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რედაქტორისგან

მარტი ქალს ჰგავს ხასიათითო, ქალივით ჭირვეულიაო, ამბობენ.

ჭირვეულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქალის ცხოვრებასავით არაპროგნოზირებადი თვე ნამდვილადაა. ჯერ სულ ახალი დაწყებულია იმ საკითხებზე მუშაობა და საუბარი, რაც ქალის თავს რეალურად ხდება.

ძალიან რთულია, გერქვას „ძლიერი ქალი“ და ხანდახან წამოდგომის ძალაც არ გქონდეს. და რას ნიშნავს სიტყვათშეთანხმება „ძლიერი ქალი“? რატომღაც, ხშირად მსმენია, რომ თუ ძლიერი ხარ, მაშინ წარმატებულიც ხარ. წარმატებას რა სჯობს, მაგრამ არ მგონია, ეს ორი რამ ერთმანეთთან აუცილებელ კავშირში იყოს.

ოცდამეერთე საუკუნეშიც გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თანასწორობა დავამტკიცოთ; იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მამებს ვუთხრათ – ქალის და კაცის საქმე ოჯახში ერთნაირია, არ განსხვავდება; რომ შვილებს მამაც ყოველწამს სჭირდებათ; რომ დედაც იღლება სახლის დაუფასებელი საქმეებისგან, იმ საქმეებისგან, რომლის გაკეთებას ვერავინ ამჩნევს, გაუკეთებლობა კი ყველას უკვირს. დიახ, ამისთვის ბრძოლა დღემდე გვიწევს. დღემდე გვიწევს იმის მტკიცება, რომ „არა კაც ჰკლა“ ისევე ეხება ქალს, როგორც კაცს, რომ ქალი არავის საკუთრება არაა და ის, უპირველესად, ადამიანია, რომელსაც საკუთარი სურვილები აქვს.

დიახ, ქალი სულაც არაა სავალდებულო, რომ ერთდროულად იყოს ლამაზი, წარმატებული, კარგი მეოჯახე, კარგი კულინარი, კარგი დამლაგებელი, კარგი დისტრიბუტორი, გამხდარი და უნაოჭო, ჰგავდეს ინსტაგრამის ფილტრით გადაღებულ ფოტოს და არ ჰქონდეს სახესა და ტანზე არცერთი ბუსუსი, არ ჰქონდეს დაშვებული არცერთი შეცდომა, იყოს სულ მოღიმარი და არასდროს ამბობდეს საყვედურს. არა, ეს არ არის ადამიანი.

 

 

დედობის ინსტინქტი – უძლიერესი, უკონტროლო ამბავია. ეს ნამდვილად უანგარო სიყვარულია. დედას შვილი იმიტომ არ უყვარს, რომ „კარგი შვილობა“ გაუწიოს. დედას შვილი იმიტომ უყვარს, რომ შვილი კარგად იყოს. სწორედ დედაშვილობაზე გვინდა გესაუბროთ მარტის თვეში, იმ ყველაზე ძლიერ სიყვარულზე, რომელსაც ყველაფრის პატიება შეუძლია; იმ სიყვარულზე, რომლის სითბოც მთელი ცხოვრება მიგვყვება და ყველაზე დიდხანს აცოცხლებს ჩვენში იმ პატარა ბავშვს, რომელიც მხოლოდ უპირობო სიყვარულისთვის დაიბადა.

დედებო, გილოცავთ გაზაფხულს. ვიცი, რთულია დაიჯერო, რომ შვილი გაიზარდა და უნდა გაუშვა, მაგრამ გაუშვით, თქვენი სიყვარული მათ გზას გაანათებს. გვერდში დაუდექით, მაგრამ გაუშვით.

ქალებო! გისურვებთ, იყოთ ძლიერები იმისთვის, რომ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ; იმისთვის, რომ არ დაგჭირდეთ მოითმინოთ ჩაგვრა, აიტანოთ უმადურობა, ძალადობა; იმისთვის, რომ თავად შეასხათ ხორცი საკუთარ ოცნებებს, ისწავლოთ, განვითარდეთ, იმოგზაუროთ, იპოვოთ სიმშვიდე და ყოველთვის შეგეძლოთ დატკბეთ მზის ყველა სხივით. არ შეგეშინდეთ ჭაღარის, არც ნაოჭის, არც წლებისგან შეცვლილი სხეულის.

 

გისურვებთ, გაზაფხულივით ფერადი და ხალისიანი ცხოვრება გქონოდეთ.

გისურვებთ, რომ სიხარულისა და მადლიერების უნარი არასდროს დაგეკარგოთ.

 

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 7, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

May 18, 2021
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

September 12, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

September 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები