• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

November 24, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ემოცია, რაც კარგი მუსიკის მოსმენის შემდეგ გვრჩება, ყველაზე დასამახსოვრებელია. ხშირ შემთხვევაში ამ ემოციის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. მის შექმნაში კი ხმის ხარისხსა და ტექნიკურ გამართულობას ხშირად იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ასეთ სერვისებს გვთავაზობს ქართული კომპანია Studio Sound, რომელიც სცენის კონსტრუქციით, საუნდ სისტემით, სასცენო განათებითა და LED ეკრანებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.

კომპანიის დამფუძნებლის, ალექს სამუშიას თქმით, ღონისძიების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორი და პროფესიონალური ხედვა, რაშიც კომპანია Studio Sound მომხმარებლებს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. მისთვის კონკრეტული ღონისძიებისთვის მომზადება მხოლოდ გარკვეული მუსიკალური ტრეკების შერჩევას არ გულისხმობს, მთავარი მაინც ადგილზე აუდიტორიის შეგრძნება, სწორი მომენტის დაჭერა და იმ ენერგიის პოვნაა, რომელიც კონკრეტულ საღამოს სჭირდება.

 

 

რამ განაპირობა მუსიკალური აპარატურის გაქირავების ბიზნესის შექმნა?

სხვადასხვა ღონისძიებაზე მუშაობისას ძალიან ახლოს გავიცანი ამ სფეროს ყველა დეტალი – რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ხმას, სწორ განათებასა და ტექნიკურ გამართულობას. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ საქართველოში იზრდებოდა მოთხოვნა პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებაზე, თუმცა ხშირად კლიენტებს სრულყოფილი სერვისის მიღება ერთ სივრცეში უჭირდათ.

ამ ყველაფერმა მიბიძგა, 2015 წელს დამეარსებინა კომპანია „სტუდიო საუნდი“, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე და სანდო ტექნიკური მომსახურების შეთავაზება. თავიდან ყველაფერი მცირე მასშტაბით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში გამოცდილებამ, პროფესიონალურმა გუნდმა და მომხმარებლების ნდობამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთ-ერთ სტაბილურ და მოთხოვნად კომპანიად ვქცეულიყავით ამ სფეროში.

 

რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებლებს და რით განსხვავდებით ბაზარზე?

„სტუდიო საუნდი“ მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის ღონისძიების სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

პროფესიონალურ საუნდ სისტემებს, სასცენო განათებას, LED ეკრანებს, სცენის კონსტრუქციასა და გადახურვას, ტექნიკურ დაგეგმვასა და ადგილზე მართვას.

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხზე ორიენტირება, პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აპარატურის მიწოდება, არამედ ის, რომ ღონისძიებამ იდეალურად ჩაიაროს ტექნიკური თვალსაზრისით.

ბაზარზე გამოგვარჩევს გამოცდილება, თანამედროვე ტექნიკური ბაზა და გუნდი, რომელიც თითოეულ ღონისძიებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება – იქნება ეს მცირე კერძო ივენთი თუ მასშტაბური კონცერტი.

 

რა ტიპის მუსიკალურ ღონისძიებებზე მუშაობთ ყველაზე ხშირად?

ვმუშაობთ პრაქტიკულად ყველა ტიპის ღონისძიებაზე. მათ შორის: კორპორაციული ღონისძიებები, კონცერტები და ფესტივალები, ქორწილები და კერძო წვეულებები, სახელმწიფო და მუნიციპალური ღონისძიებები, ბრენდული პრეზენტაციები, კლუბური და გასართობი ივენთები.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მასშტაბურ ღია სივრცის ღონისძიებებზე, სადაც ტექნიკურ სიზუსტესა და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

 

 

როგორ არჩევთ მუსიკას კონკრეტული საღამოსთვის? და ზოგადად თქვენი სტილი როგორია?

ჩემთვის მუსიკის არჩევა ყოველთვის დამოკიდებულია კონკრეტულ ღონისძიებაზე, ადამიანებსა და იმ გარემოზე, სადაც ვუკრავ. წინასწარ შეიძლება მქონდეს გარკვეული მუსიკალური მიმართულება და მომზადებული ტრეკები, თუმცა საბოლოო არჩევანს ხშირად ადგილზე ვაკეთებ, ვაკვირდები აუდიტორიას და ვგრძნობ, რა ენერგია აქვს კონკრეტულ მომენტს.

ჩემი აზრით, კარგი DJ-ს მთავარი უნარი მხოლოდ კარგი მუსიკის ცოდნა არ არის. მნიშვნელოვანია ადამიანების ემოციის შეგრძნება და იმის მიხვედრა, თუ რა მუსიკა სჭირდება მათ კონკრეტულ მომენტში. რაც შეეხება ჩემს სტილს, მიყვარს მრავალფეროვნება.

 

რამდენად შეუძლია კარგ ტექნიკურ უზრუნველყოფას შეცვალოს ის ემოცია, რომელსაც ადამიანი ღონისძიებიდან იღებს?

ტექნიკურ უზრუნველყოფას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გვყავდეს შესანიშნავი DJ, არტისტი ან ბენდი, მაგრამ თუ ხმა სწორად არ არის აწყობილი, განათება არ ქმნის შესაბამის გარემოს ან ტექნიკური ნაწილი გამართულად არ მუშაობს, ეს საბოლოოდ აუცილებლად აისახება ღონისძიების საერთო ემოციაზე.

 

სამომავლო გეგმები

ახლო მომავალში ვგეგმავ Studio Sound-ის გაფართოებას, ახალი ტექნიკის შეძენას. ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც დიდ ფესტივალებსა და საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე
OK! News

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

November 24, 2026
#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გახადეთ თქვენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი უფრო თვალშისაცემი OCEAN JEWELRY-სთან ერთად

#OK! გახადეთ თქვენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი უფრო თვალშისაცემი OCEAN JEWELRY-სთან ერთად

April 4, 2021
OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK!  „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
#OK! 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის ახალი ფოტოები And Just Like That-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის ახალი ფოტოები And Just Like That-ის გადასაღები მოედნიდან

November 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

November 19, 2026
#OK! მედიცინის სიყვარულით  დაწყებული ისტორია – ოთარ წიქარიშვილის პროფესიული გზა

#OK! მედიცინის სიყვარულით დაწყებული ისტორია – ოთარ წიქარიშვილის პროფესიული გზა

November 21, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები