• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

90-იან წლებში სუპერმოდელების – ქეით მოსის, სინდი კროუფორდის, კლაუდია შიფერისა და სხვათა სახელები მთელ მსოფლიოში ქუხდა. მათი სახეები ჟურნალების გარეკანებიდან არ ჩამოდიოდა, მათ სტილს კი მილიონობით ადამიანი ბაძავდა. გავიდა წლები და პოდიუმები სუპერმოდელების შვილებმა დაიპყრეს, რომლებსაც ხშირად „ნეპო-ბეიბი“-ს (ცნობილების შვილებს) უწოდებენ. ვნახოთ, ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები.

კაია გერბერი – სინდი კროუფორდის ქალიშვილი

Кайя Гербер - дочь Синди Кроуфорд.

სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რენდი გერბერის ქალიშვილი, კაია 2001 წელს დაიბადა. მისი დებიუტი Versace-ს პოდიუმზე, 10 წლის ასაკში შედგა. წლების მატებასთან ერთად, გოგონას მსგავსება დედასთან თვალშისაცემი გახდა, თუმცა, კაია მხოლოდ დედის ასლი კი არა, მემკვიდრეცაა, რომელიც მის  საქმეს აგრძელებს.

Кайя Гербер повторила культовый образ своей матери Синди Кроуфорд 30-летней давности

2024 წლის შემოდგომაზე კაია ტორონტოს კინოფესტივალზე Herve Leger-ის კაბის ზუსტი ასლით გამოჩნდა, რომელიც სინდის 1993 წლის „ოსკარზე“ ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ კაიას საკუთარი მენეჯერთა გუნდი და მოდისა და კინოს სფეროში წარმატებული კარიერა აქვს, მისი მთავარი დამრიგებელი მაინც დედაა.

ლენი კლუმი – ჰაიდი კლუმის ქალიშვილი

Лени Клум - дочь Хайди Клум.

ჰაიდი კლუმი დიდი ხანია პოდიუმზე აღარ გამოდის, მაგრამ მისი სახელი მოდის ინდუსტრიაში ყველას ახსოვს. დღეს 51 წლის ვარსკვლავი უპირატესობას სატელევიზიო პროექტებსა და ბიზნესს ანიჭებს, თუმცა, მაღალი მოდის სამყაროში მისი ადგილის დაკავებას ჰაიდის 21 წლის ქალიშვილი ლენი კლუმი, აპირებს. ლენი დედის გზას თავდაჯერებულად მიჰყვება – მან უკვე რამდენიმე ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და პოდიუმზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა. ჯერჯერობით შვილის კარიერას დედა ხელმძღვანელობს, თუმცა ლენი უბრალოდ „გერმანელი ვარსკვლავი“ არაა – მისი სახელი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ჟღერს.

Как выглядит дочь Хайди Клум: Лени вышла на красную дорожку в Венеции и затмила маму - 29 августа 2025 | 60.ру

ცოტა ხნის წინ, 51 წლის სუპერმოდელი და მისი ქალიშვილი ერთობლივი სარეკლამო კამპანიისთვის ქვედა საცვლებში გამოჩნდნენ. ამ კადრებმა სოციალურ ქსელში აღშფოთება  გამოიწვია.
„ეს ბრენდის უცნაური გარიგებაა დედასთან…“, „მათ შეეძლოთ ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა, სიგიჟემდე უცნაურია, როცა ამას 20 წლის ქალიშვილთან აკეთებ“, „ეს არასწორია მრავალი თვალსაზრისით…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

კლემენტინა ვონი – კლაუდია შიფერის ქალიშვილი

Клементина Вон – дочь Клаудии Шиффер.

სანამ სხვა სუპერმოდელების ქალიშვილები პოდიუმებს იპყრობენ, კლაუდია შიფერის მემკვიდრემ სხვა გზა აირჩია. კლემენტინა ვონი, რომელიც 2004 წელს, ლეგენდარული მოდელისა და არისტოკრატი კინოპროდიუსერ მეთიუ ვონის ოჯახში დაიბადა, დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე მიუწვდომელი „ნეპო-ბეიბი“ იყო. დედა დიდხანს იცავდა შვილებს პრესის ყურადღებისგან, მაგრამ გოგონა გაიზარდა და 2024 წლის ზაფხულში Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც შოტლანდიის იმ ციხესიმაგრის ბაღებში გაიმართა, რომელიც მამამისს ეკუთვნის.

Сегодня Клементине исполнилось 20 лет»: Клаудиа Шиффер показала трогательные фото с дочерью

ადგილის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: მეთიუ ვონი (ნამდვილი გვარი – დე ვერ დრამონდი) დიდგვაროვანი ოჯახიდანაა, შესაბამისად, კლემენტინა მხოლოდ ვარსკვლავის ქალიშვილი კი არა, არისტოკრატული გვარის წარმომადგენელიცაა. თანატოლებისგან განსხვავებით, კლემენტინა სამოდელო სააგენტოებთან ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს.

ლილა მოსი – ქეით მოსის ქალიშვილი

Лила Грейс Мосс - дочь Кейт Мосс.

90-იანების საკულტო მოდელის, ქეით მოსის ქალიშვილი ლილა მოსი მშვენიერი კონტრარგუმენტია ყველასთვის, ვისაც ჰგონია, რომ მოდელი აუცილებლად ორმეტრიანი უნდა იყოს. გოგონას სიმაღლე (168 სმ) მისი გამორჩეული სტილის ნაწილად იქცა. ქეით მოსისა და ჯეფერსონ ჰეკის 22 წლის ქალიშვილმა დაამტკიცა, რომ დღეს სიმაღლეზე მნიშვნელოვანი ქარიზმა და ცნობადობაა. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში „დედის პროტექციაზე“ ჩურჩულებენ, ლილამ შთამბეჭდავი პორტფოლიო დააგროვა: პოდიუმზე დებიუტი 18 წლის ასაკში, Vogue-ის გარეკანი, კონტრაქტები Fendi-სთან და Maje-სთან, ასევე თამამი, გამჭვირვალე კაბა პარიზის მოდის კვირეულზე.

Кейт Мосс и ее дочь снялись для новой коллекции одежды вместе | BURO.

2024 წლის შემოდგომაზე ლილა დედასთან ერთად Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გამოვიდა, რითაც წარმატებული მოდელის სტატუსი საბოლოოდ მიიღო. ქერათმიანი, სიფრიფანა და გამჭოლი მზერის მქონე გოგონა 90-იანი წლების ქეით მოსის ასლია. როგორც ტაბლოიდები წერენ, დედა-შვილის მსგავსება მხოლოდ გარეგნობით არ შემოიფარგლება. მასში ისეთივე მეამბოხე სული, რომელმაც ოდესღაც დედამისი თაობის ხატად აქცია.

გრეის ბერნსი – კრისტი ტარლინგტონის ქალიშვილი

Грейс Бернс – дочь Кристи Тарлингтон.

90-იანი წლების სუპერმოდელის, კრისტი ტარლინგტონისა და რეჟისორ ედვარდ ბერნსის უფროსი ქალიშვილი, გრეის ბერნსი 2003 წელს დაიბადა. მისი სამოდელო კარიერა „ნეპო-ბეიბის“ ჩვეული სცენარით ვითარდება: ჯერ გადაღება Carolina Herrera-სთვის, შემდეგ კი დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე (2023 წელს). 2025 წლის აგვისტოში გრეისი დედასთან ერთად ვენეციაში, პრესტიჟულ DVF Awards-ის დაჯილდოებაზე  გამოჩნდა.

Дочь Кристи Тарлингтон дебютировала на подиуме на Неделе моды в Милане

გრეის ბერნსის სტილია თავშეკავებული ელეგანტურობა, რომელიც დედისგან მიიღო, თუმცა, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, სადაც სიკაშკაშე და თამამი სტილი ფასობს, ეს ნამდვილი გარღვევისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. ჯერჯერობით გრეისი დედის ჩრდილში რჩება, და მისი წარმატებები უფრო გვარისადმი პატივისცემად აღიქმება, ვიდრე პირად მიღწევად.

ლილი მაკმენამი – კრისტენ მაკმენამის ქალიშვილი

Лили Макменами - дочь Кристен Макменами.

90-იან წლებში კრისტენ მაკმენამიმ მოდის სამყარო თავისი არტისტულობით, გამჭოლი მზერითა და თამამი გადაწყვეტილებებით დაიპყრო. ის პირველი მოდელი გახდა, რომელიც i-D-ის გარეკანზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. კარიერის დასრულების შემდეგ, კრისტენმა თავი ოჯახსა და ქალიშვილის, ლილის აღზრდას მიუძღვნა. ლილი მაკმენამი, რომელიც ახლა 31 წლისაა, დედის კვალს გაჰყვა, მაგრამ მისი გზა განსხვავებულია. გოგონამ მამისგან, ტუნისელი ბიზნესმენი იუბერ ბუკობზასგან მემკვიდრეობით უჩვეულო, გარეგნობა მიიღო და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, სადაც ინდივიდუალურობა და „არასრულყოფილება“ ფასობს, ეს მის უპირატესობად იქცა.

ლილის კარიერა სწრაფად ვითარდება – მას ხშირად იწვევენ ჩვენებებსა და გადაღებებზე. კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, ჩურჩულებენ, რომ ეს გავლენიანი დედის დამსახურებაა, მაგრამ ლილი ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და მუშაობას აგრძელებს.

სატინ სედნუი – ლეტიცია კასტას ქალიშვილი

სატინ სედნუი ლეტიცია კასტასა და რეჟისორ სტეფან სედნუის ქალიშვილია. 24 წლის გოგონას დედის გარეგნობა და აღნაგობა აქვს, მაგრამ თითქმის არ იყენებს. ოჯახი ყოველთვის კარჩაკეტილად ცხოვრობდა და სატინი კამერებისგან მოშორებით გაიზარდა. მცდელობა ჰქონდა – Elle-სთვის გადაიღეს და Miu Miu-ს პოდიუმზე გამოვიდა, მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა.

Сатин Седнуи — дочь Летиции Касты.

ახლა მის შესახებ არაფერი ისმის – არც ურთიერთობები, არც სკანდალები, არც ახალი გადაღებები. ის პარიზში, კამერებისა და პაპარაცებისგან მოშორებით, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ბევრისთვის უცნაურია – როდესაც ლეტიცია ასტას შვილი ხარ და ასეთი შესაძლებლობები გაქვს, მოდის სამყაროსთვის „არას“ თქმა ნამდვილად იშვიათი საქციელია.

კოსიმა აუერმანი – ნადია აუერმანის ქალიშვილი

Косима Ауэрманн - дочь Нади Ауэрманн.

ნადია აუერმანს ოდესღაც ყველაზე გრძელი ფეხების მქონე მოდელს უწოდებდნენ. პოდიუმიდან მისი წასვლა მოდის  ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. ის წავიდა, რათა თავი ქალიშვილისთვის, კოსიმასთვის, მიეძღვნა, დღეს კი კოსიმა პოდიუმებზე დამაჯერებლად მიაბიჯებს და დედის გზას იმეორებს, მაგრამ ამას თავისებურად აკეთებს. კოსიმა დედის ზუსტი ასლი არაა, თუმცა არანაკლებ მიმზიდველი გარეგნობა აქვს. მის ანგარიშზე უკვე არის კონტრაქტი პრესტიჟულ სააგენტო Viva Paris-თან, მონაწილეობა ჩვენებებსა და სარეკლამო გადაღებებში.

2024 წლის ზაფხულში ის დედასთან ერთად პოდიუმზე გამოვიდა, სადაც Marc Cain Glam-ის ახალი კოლექცია წარადგინა. მისი კარიერა ძალებს ახლა იკრებს, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კოსიმამ დედისგან მხოლოდ გრძელი ფეხები კი არა, მისი თვისებებიც მიიღო და თუ ნადიამ ოდესღაც პოდიუმი ოჯახის გამო დათმო, ახლა მისი ქალიშვილი აუერმანის გვარს მოდის ბიზნესში აბრუნებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა

გაიგე მეტი: კაია გერბერიკლაუდია შიფერიკლემენტინა ვონილენი კლუმილეტიცია კასტასინდი კროუფორდიქეით მოსიჰაიდი კლუმი

ასევე გაეცანი

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 21, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები