• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანების, ბიზნესების, ინვესტორებისა და საერთაშორისო ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირება. სწორედ ამ იდეას აერთიანებს Global Tech Weekend, რომელიც 2027 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 5 დეკემბერს თბილისში Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელიც ერთი მხრივ გასულ პერიოდს შეაჯამებს, მეორე მხრივ კი მომავალი წლის ხედვას, ახალ ინიციატივებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს გააცნობს საზოგადოებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტარტაპებსა და საერთაშორისო ინვესტორებს, რომლის შესახებ უფრო ვრცლად მარიამ ჭიკაძე – Global Tech Weekend-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და მედეა ჯანჯღავა – Global Tech Weekend-ის CEO გვიყვებიან.

 

 

 

მარიამ ჭიკაძე: ჩვენი მიზანია, ერთ სივრცეში გავაერთიანოთ ტექნოლოგიური ეკოსისტემის ლიდერები და შევქმნათ პლატფორმა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო შესაძლებლობებთან დააკავშირებს. გახსნის ცენტრალური ნაწილი იქნება ექსკლუზიური ფორმატი, რომელსაც მთაწმინდის პარკის პანორამულ ბორბალზე განვახორციელებთ. შერჩეულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდნენ ღონისძიებისთვის ჩამოსულ საერთაშორისო ინვესტორებს და საკუთარი ბიზნესის შესახებ ექვსწუთიანი პრეზენტაცია, ე.წ. pitch, ბორბლის ერთი ბრუნის განმავლობაში წარუდგინონ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ტრადიციული საპრეზენტაციო სივრცის ფარგლებს სცდება და დამფუძნებლებს საერთაშორისო კაპიტალთან წვდომის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

 

როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა გამოცდილების შექმნა გსურთ?

მარიამი: გვინდოდა შეგვექმნა ფორმატი, რომელიც სტარტაპის პრეზენტაციას სტანდარტული ბიზნესშეხვედრის ჩარჩოებიდან გამოიყვანდა და ამავდროულად რეალურ ბიზნესშესაძლებლობად აქცევდა. ერთი ბრუნი, ექვსი წუთი და ახალი შესაძლებლობები – კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იმყოფებიან. ამ დროს ინვესტორის თვალწინ მთაწმინდიდან მთელი თბილისის ხედი იშლება: ის სტარტაპის ისტორიას ისმენს და, ამავდროულად, ქალაქსა და ქვეყანას ფართო პერსპექტივიდან ხედავს.

მთელი პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რომელიც გამარჯვებულის გამოცხადებით დასრულდება. ამგვარად, თითოეული ფიჩი ხილული ხდება არა მხოლოდ კაბინაში მყოფი ინვესტორებისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც.

 

ჩვენი მიზანია: სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ამავდროულად, ამ მიდგომით გვინდა ტრადიციულ pitching ფორმატს ახალი განზომილება შევძინოთ და ვაჩვენოთ, რომ ინოვაცია მხოლოდ იმ ბიზნესებში არ უნდა ვეძებოთ, რომლებსაც სტარტაპები ქმნიან. ინოვაციური შეიძლება იყოს ის გზაც, რომლითაც ამ ბიზნესებს შესაძლებლობებს ვუხსნით. ასევე, შესაძლებლობები ისეთ ადგილას შეიძლება იმალებოდეს, სადაც მას ნაკლებად ელოდები – მათ შორის პანორამულ ბორბალშიც კი.

 

 

ღონისძიება საერთაშორისო ინვესტორებს, სპიკერებსა და გლობალური ქსელის წარმომადგენლებს გააერთიანებს. რა მნიშვნელობა აქვს მათ მონაწილეობას ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის და რა უნდა დაინახოს საერთაშორისო ინვესტორმა საქართველოში?

მედეა ჯანჯღავა: სტარტაპებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საერთაშორისო კაპიტალთან, გამოცდილებასა და შესაბამის ბიზნესქსელებთან წვდომაა. საერთაშორისო ინვესტორების თბილისში ჩამოსვლა ამ კავშირის შექმნის შესაძლებლობას ქმნის: დამფუძნებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნესები წარადგინონ, მიიღონ პროფესიული უკუკავშირი და დაამყარონ ურთიერთობები, რომლებიც მომავალში პარტნიორობაში ან საინვესტიციო შესაძლებლობაში შეიძლება გადაიზარდოს. თუმცა საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობა მხოლოდ ინვესტიციის მოზიდვით არ შემოიფარგლება. გლობალურ ქსელებთან წვდომა კომპანიებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები, გააფართოონ პარტნიორობები და ზრდის უფრო ამბიციური გეგმები დასახონ.

საერთაშორისო ინვესტორმა საქართველოში უნდა დაინახოს არა მხოლოდ საინტერესო იდეები, არამედ მათი განხორციელებისთვის საჭირო პოტენციალიც: ნიჭიერი დამფუძნებლები, მოქნილი და ამბიციური გუნდები, საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული ბიზნესები და ეკოსისტემა, რომელიც გლობალურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც დამატებით შესაძლებლობას ქმნის. უკვე არსებობს მაგალითები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებისა და ანგელოზი ინვესტორების აქტივობისა და ინვესტირების ქართულ სტარტაპებში, თუმცა მნიშვნელოვანია ეს რიცხვი გაიზარდოს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები სტარტაპებს უხსნის შესაძლებლობას სხვადასხვა ბაზრებზე მარტივად გაფართოებაში, რაც სწრაფად მზარდი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Global Tech Weekend-ის ამოცანაა, ეს პოტენციალი საერთაშორისო აუდიტორიისთვის უფრო ხილული გახადოს და შეხვედრები რეალურ თანამშრომლობად აქციოს. ჩვენ არ გვინდა, საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის აღიქმებოდეს მხოლოდ ისეთ ადგილად, სადაც საინტერესო ბიზნესები იქმნება, იზრდება და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებას აღწევს.

 

 

რა ძირითად ინიციატივებსა და სიახლეებს უნდა ველოდოთ Global Tech Weekend-ისგან მომდევნო წელს?

მედეა: 5 დეკემბერს Global Tech Weekend 2027-ის წლის სრულ კალენდარს, კონცეფციასა და განვითარების ხედვას წარვადგენთ. 2027 წელს ჩვენი მიზანია, Global Tech Weekend-ის საერთაშორისო მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, გავაფართოოთ პარტნიორთა ქსელი და გავაძლიეროთ კავშირები იმ ქალაქებსა და ეკოსისტემებს შორის, სადაც ტექნოლოგიური ინოვაცია და ბიზნესის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. გვინდა GTW-ის პლატფორმა უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნიდეს სტარტაპებისთვის, ინვესტორებისთვის, კომპანიებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ახალი სტრატეგიული პარტნიორობების ოფიციალური წარდგენაც. ამ თანამშრომლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი გრძელვადიანი ხედვისთვის, რადგან Global Tech Weekend-ის განვითარება მხოლოდ საკუთარი ღონისძიებების მასშტაბის ზრდას არ გულისხმობს. ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო ქსელს, რომლის ღირებულებაც პარტნიორებს შორის უწყვეტ კავშირში, ცოდნის გაცვლასა და ახალი ბაზრებზე წვდომაშია.

 

რა არის თქვენი მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც GTW 2027-ის გახსნაზე შეიკრიბებიან?

მედეა: 5 დეკემბერი მხოლოდ ახალი წლის გახსნას არ ნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა, ერთად დავიწყოთ ახალი ეტაპი, რომელშიც სტარტაპებს, საერთაშორისო ინვესტორებსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლებს უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა შეეძლებათ. გვინდა, რომ ამ დღის მონაწილეებმა ღონისძიება მხოლოდ შთაბეჭდილებებით არ დატოვონ. მათ უნდა წაიღონ ახალი კონტაქტები, კონკრეტული იდეები და თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომელთა განვითარებაც GTW 2027-ის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი პრინციპიც ესაა: შევქმნათ გარემო, სადაც შეხვედრები შესაძლებლობებად იქცევა, შესაძლებლობები კი კონკრეტულ შედეგებს იძლევა.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას
OK! Business

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

November 24, 2026
#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე
OK! News

#OK! “მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე, მამაზე და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე

November 24, 2026
#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქერი ბრედშოუმ ვერსაჩეს საკულტო კაბა გააცოცხლა

#OK! ქერი ბრედშოუმ ვერსაჩეს საკულტო კაბა გააცოცხლა

April 6, 2022
#OK! ყველაზე მოდური საახალწლო GIFT GUIDE

#OK! ყველაზე მოდური საახალწლო GIFT GUIDE

December 14, 2022
#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

August 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები