• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ექიმ-კოსმეტოლოგ ქრისტინა ფხაკაძეს და კატარინა ურთქმელიძეს. მათ ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას დიდი ადგილი უჭირავს, ეს არის სფერო, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობენ. არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით და გეგმავენ ერთად ესთეტიკური კლინიკის გახსნას. მათი მთავარი მიზანი პაციენტებისთვის ბედნიერების მინიჭება და მათთვის საოცნებო შედეგების მიღებაა.

 

უპირველესად გაეცანით მკითხველს, რამ განაპირობა თქვენი კოსმეტოლოგიით დაინტერესება?

ქრისტინა: პატარაობიდან ვხატავ პორტრეტებს, სილამაზის განსაკუთრებული აღქმა მქონდა და ვცდილობდი ეს ჩემი ნამუშევრებით გამომეხატა. ამასთანავე, ჩემი ოჯახის წევრები სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები არიან და ეს სფერო უცხო ჩემთვის არასოდეს ყოფილა. ბავშვობაში დავყვებოდი მათ კლინიკაში და გამოვხატავდი ინტერესს მედიცინის მიმართ. შემდგომ უკვე ეს ორი სფერო თითქოს გავაერთიანე და ავირჩიე ესთეტიკური მედიცინა, რომელიც უზომოდ მიყვარს. ვფიქრობ, პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ და ამ საქმისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ.

კატარინა: წლებია სამედიცინო ესთეტიკურ მედიცინაში ვმუშაობ. ესთეტიკური ინიექციური კოსმეტოლოგია ჩემი ცხოვრების კრედოა. სილამაზის, სახისა და სხეულის დეკორაციის ეს ხელოვნება, როგორც პროფესიული, ასევე ჰობი და ერთი მხრივ მედიტაციაა ჩემთვის. მეცნიერ პარაცელსის პრინციპით „ჰქმენი სიკეთე“. გარდა ამისა, არაერთი წელია მნიშვნელოვნად ძალიან დიდ დროსა და რესურსებს ვუთმობ საქართველოს ფარგლებს გარეთ საკუთარი თავის სწავლა-განვითარებას ახალი ინოვაციური მეთოდების არაერთ ლიდერ პროფესინალთან სხვადასხვა კონგრესზე ქადავერ კურსებზე.

 

 

რა სახის ესთეტიკურ პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს? რომელია ყველაზე მოთხოვნადი?

ქრისტინა: საზოგადოებას ვთავაზობ ინიექციურ კოსმეტოლოგიას, ტრედ-ლიფტინგს (ძაფებით კორექცია) ბოტულინოთერაპიას, კონტურულ პლასტიკას (ფილერის მეშვეობით), ბიორევიტალიზაციასა და პლაზმოლიფტინგს.

ყველაზე ხშირად მომმართავენ იმ ზონების კორექციითა და შელამაზებით, რაც დრომ და ცხოვრებისეულმა სტრესმა გამოიწვია: ნაოჭების გასწორება, მოცულობის აღდგენა, კანის დატენიანება. ასევე მოთხოვნადია გამაახალგაზრდავებელი პროცედურები და სახის ნაკვთების გარკვეულ დონეზე შეცვლა.

აღსანიშნავია, რომ მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

კატარინა: მომხმარებელს ვთავაზობ სხეულის ფილერით კორექციას, რომელიც მოიცავს მკერდის, დუნდულებისა და მუხლების კორექციას ფილერით. ეს არის ოპერაციის ალტერნატივა, რეაბილიტაცია არის მარტივი და ნაკლებად ტრავმული, რადგან კეთდება ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტი პროცედურის შემდეგ აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას. საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა.

 

გვიამბეთ თქვენი ინდივიდუალური მიდგომისა და პაციენტებთან ურთიერთობის შესახებ.

კატარინა: ჩემთვის პაციენტთან ურთიერთობა მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება, ყველა ახალი პაციენტი ახალი გამოწვევაა, რადგან გარკვეული წვლილი შემაქვს მათი კანის გაახალგაზრდავებაში, გაჯანსაღებაში, სილამაზისა და ბუნებრიობის შენარჩუნებაში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თავდაჯერებულობის განსამტკიცებლად.

ქრისტინა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ექიმს ენდობოდეს. თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა მაქვს, რადგან ყოველი მათგანი განსხვავებულია. თავდაპირველად ვუსმენ პაციენტებს, ვიგებ მათ მოლოდინს და ვცდილობ მათი სურვილების გათვალისწინებას. ასე ეტაპობრივად მივდივართ სასურველ შედეგამდე. ამ დროს კი ყველაზე სასიამოვნო პაციენტების რეაქციაა, როდესაც ის კმაყოფილია და გულწრფელად გამოხატავს ბედნეირებას. სწორედ ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივატორი.

 

 

როგორ შევხვდეთ ზაფხულს? რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითველს…

ქრისტინა: უპირველესად ვეტყოდი, რომ ყოველდღიურად გამოიყენონ მზისგან დამცავი საცხი Spf, დაბარებისა და ლაქების საწინააღმდეგოდ.

გარდა ამისა, ზაფხულის სეზონისთვის რეკომენდებულია კანის შემზადება, წინასწარ დატენიანება ბიორევიტალიზანტებით. თავი შეიკავონ ტრედ ლიფტინგის ( ძაფებით კორექციის) პროცედურისგან, რადგან რეაბილიტაციის დროს, სიცხეში შესაძლოა გამოიწვიოს ანთება და შეშუპება. გაზაფხულიდან კი უკვე ბოტულინოთერაპიის ჩატარებას ვურჩევ, რათა შევაჩეროთ მზეზე მიმიკური ნაოჭების წარმოქმნა.

კატარინა: რაც შემიძლია ვურჩიო და რეკომენდაცია გავუწიო თქვენს მკითხველს არის ის, რომ მივიღოთ სწორი რაოდენობით წყალი, სითხე და აქტიურად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი მკვებავი საცხები, რათა შევინარჩუნოთ ეპიდერმისზე არსებული ბალანსი. ასევე ჩემი უდიდესი რეკომენდაცია ინიექციური ბიორევიტალიზანტებით კანის ღრმა დატენიანება, რომელიც ხელს უწყობს კანს ელასტიკურობის შენარჩუნებაში, კოლაგენისა და ჰიალურონის დეფიციტების შევსებაში, ასევე პრევენციული ზომებია ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.

 

გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე…

ქრისტინა: წლებია ერთად ვმუშაობთ და სამომავლოდ ესთეტიკური კლინიკის გახსნას ვგეგმავთ. ის დაგროვილი გამოცდილება, რაც გვაქვს, გვინდა ერთობლივი ძალებით ჩავდოთ აღნიშნულ კლინიკაში. მომხმარებელს ინოვაციურ მეთოდებს ვპირდებით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! Palitra L  20 წელი მკითხველთან ერთად
ინტერვიუ

#OK! Palitra L 20 წელი მკითხველთან ერთად

July 16, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025
მრავალპროფილური კარიერა – მოდელი ნათია შელეგია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე
Uncategorized

მრავალპროფილური კარიერა – მოდელი ნათია შელეგია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! განსაკუთრებული შეთავაზებები „ლისი ტრიოსგან“

#OK! განსაკუთრებული შეთავაზებები „ლისი ტრიოსგან“

September 27, 2024
#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

April 7, 2022
#OK! კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც ინსტაგრამზე 600 მილიონი გამომწერი დააგროვა

#OK! კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც ინსტაგრამზე 600 მილიონი გამომწერი დააგროვა

August 12, 2023
#OK! ტექნოლოგიის გლობალური ტენდენცია

#OK! ტექნოლოგიის გლობალური ტენდენცია

November 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ –  ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ – ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

July 10, 2025
#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

July 14, 2025
#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

July 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები