• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველა ექიმის ინტერვიუ შემდეგნაირად იწყება: „იყო ექიმი, არ არის მარტივი. ამ გზის არჩევით შენ უარს ამბობ ბევრ ყოველდღიურ სიამოვნებაზე და გამოთქვამ მზადყოფნას, რომ სრული პასუხისმგებლობით ემსახურო სხვების სიცოცხლეს“. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩემი რესპონდენტი, ნეიროქირურგი თორნიკე კლდიაშვილია, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლიდნენ, რომ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ტკივილის შემსუბუქება ყველაზე დიდი ღირებულებაა. ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრი გამოწვევისა და მრავალწლიანი შრომის შემდეგ დღეს უკვე ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად გვევლინება.

 

თორნიკე, რით გამოირჩევა ნეიროქირურგია და რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ მედიცინის ეს მიმართულება?

ნეიროქირურგია ჩემთვის განსაკუთრებული იმით არის, რომ ის პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ორგანოს: ნერვულ სისტემას. ასეთ დროს თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ ქმედებას შეუძლია ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. განცდა, რომ შენი ცოდნა და შრომა ვიღაცის ცხოვრებას უკეთესს ხდის, არის ის, რაც ამ არჩევანს ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს.

ხომ არ გახსენდებათ ოპერაცია, რომელიც თავისი სირთულითა და სპეციფიკით განსხვავდებოდა სხვებისგან?

დიახ, მახსენდება შემთხვევა 11 წლის პაციენტისა, რომელიც კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შემოვიდა. ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა არტერიო-ვენური მალფორმაცია სისხლჩაქცევით. ეს არის საკმაოდ რთული და მაღალრისკიანი პათოლოგია, რომელიც გადაუდებელ და ძალიან ფრთხილ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ასეთი შემთხვევები ნეიროქირურგიაში განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, რადგან საქმე ეხება როგორც სიცოცხლის გადარჩენას, ისე შემდგომი ნევროლოგიური ფუნქციების მაქსიმალურად შენარჩუნებას. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტი კლინიკიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე გაეწერა. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის იყო, რომ ბავშვი საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო სწავლა.

 

რა ეტაპები გაიარეთ, სანამ პროფესიულ აღიარებასა და წარმატებას მოიპოვებდით?

მედიცინაში წარმატება სწრაფად არ მოდის, მას წინ უძღვის მრავალწლიანი შრომა, უამრავი მორიგეობა, პრაქტიკა და რთულ შემთხვევებთან შეხება. როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება უკრაინაში მივიღე. ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, 6 წლის განმავლობაში გამოვიარე დატვირთული დღეები, უძილო ღამეები, რთული შემთხვევები და დიდი ემოციური თუ პროფესიული გამოწვევები. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული განვითარება ჯერაც პროცესშია, რადგან სწავლა არასდროს სრულდება და მეც მუდმივად ვცდილობ ავიმაღლო კვალიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეს, ასე ახალგაზრდა, უკვე ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ხართ. როგორ მოიპოვეთ ნდობა და რას მოითხოვს თქვენგან ეს პოზიცია?

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიცია ჩავიბარე, გავაცნობიერე, რომ ეს არა მხოლოდ პროფესიული წინსვლა, არამედ ნდობაა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავამართლო. ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელობა ნიშნავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ პაციენტების, არამედ გუნდისა და მთლიანად პროცესის მართვის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ამ პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი ვარ. ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, ვიყო კიდევ უფრო მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და მუდმივად განვვითარდე.

 

როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?

ჩემი სამუშაო დღე უმეტესად ძალიან ადრე იწყება და ხშირად საკმაოდ გვიან სრულდება. დღის გეგმა საკმაოდ ინტენსიურია და რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ის მოიცავს როგორც ამბულატორიულ და სტაციონარულ კონსულტაციებს, ასევე დაგეგმილ თუ გადაუდებელ ოპერაციებს. ამ ყველაფერთან ერთად ჩემს ყოველდღიურობაში ყოველთვის არსებობს მოულოდნელობის ფაქტორი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გადაუდებელი პაციენტი შემოვიდეს და დაუყოვნებლივ გახდეს საჭირო ოპერაციის ჩატარება. ჩემი ერთი სამუშაო დღე არასდროს ჰგავს წინას, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო – სრული პასუხისმგებლობა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

თორნიკე, რა მიგაჩნიათ თქვენს ძლიერ მხარეებად?

ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი – ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტებშიც კი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციამ არ იმოქმედოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ასევე, ვფიქრობ, დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა ყოველთვის მეხმარებოდა პროფესიულ გზაზე და დღესაც ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

პროფესიული კარიერის განმავლობაში რას თვლით თქვენს მნიშვნელოვან მიღწევად?

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა არ არის მხოლოდ სტატუსი, თანამდებობა ან პროფესიული აღიარება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ნდობა, რომელსაც პაციენტები და კოლეგები მიცხადებენ. როდესაც ვხედავ, რომ პაციენტი რთული დიაგნოზისა და მკურნალობის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

დღესდღეობით ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ემპათიის ნაკლებობა. როგორ წარმოგიდგენიათ ჯანსაღი კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის?

ყოველთვის ვცდილობ, პაციენტთან კომუნიკაცია იყოს მარტივი და გულწრფელი. მან და მისმა ოჯახის წევრებმა ზუსტად იცოდნენ, რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და რა არის მკურნალობის გეგმა. ყოველთვის მახსოვს, რომ მათ სამედიცინო განათლება არ აქვთ, ამიტომ ვცდილობ ინფორმაცია მივაწოდო გასაგებ ენაზე. თითოეული დიაგნოზის მიღმა დგას ადამიანი თავისი ემოციებით, შიშებითა და კითხვებით, რასაც ყურადღება და სწორი მიდგომა სჭირდება.

თორნიკე, რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ პაციენტებმა დასახმარებლად?

პაციენტებმა უნდა მომმართონ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები დაკავშირებულია თავის ტვინთან ან ხერხემალთან. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილები თავის, კისრისა და წელის არეში, კიდურების დაბუჟება ან სისუსტე და სიარულის გაძნელება. მნიშვნელოვანია ტრავმების შემდგომი კონსულტაციაც, რადგან ასეთ დროს ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევები და სწორი მართვა.

 

ნეიროქირურგია დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როგორ ახერხებთ პირადი ცხოვრებისა და პროფესიული პასუხისმგებლობების ერთმანეთთან შეთავსებას?

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეუღლის მხარდაჭერა. ისიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ამიტომ ესმის, რას ნიშნავს ექიმის პასუხისმგებლობა, გადაუდებელი შემთხვევები და ის რეალობა, როცა პროფესია პირად გეგმებზე წინ დგება. ამის ძალიან კარგი მაგალითია ისიც, რომ ჩვენი ქორწილის წინა და მომდევნო დღესაც კი ოპერაციაზე ვიყავი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც ამ ყოველივეს გულწრფელად გაიგებს. სწორედ მსგავსი მხარდაჭერა და ურთიერთგაგება მაძლევს საშუალებას, პირადი ცხოვრება და პროფესიული პასუხისმგებლობები ერთმანეთთან შევათავსო.

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები