• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როგორ უნდა ჩაიცვას მამაკაცმა ისე, რომ მისი სტილი ერთდროულად ელეგანტური და თავისუფალი იყოს? ამ კითხვაზე პასუხს Backstage Store მომხმარებლებს უკვე შვიდი წელია სთავაზობს. იტალიური მულტიბრენდული კონცეპტუალური სივრცე ინდივიდუალური სტილის შექმნაზეა ორიენტირებული. როგორც მისი დამფუძნებელი, ქრისტინა მუშკუდიანი, განმარტავს, კოლექციები უშუალოდ იტალიაში შეირჩევა და ყურადღება ექცევა ქსოვილს, კონსტრუქციას, ფორმას, ხარისხსა და იმას, რამდენად მარტივად ერგება თითოეული ნივთი თანამედროვე მამაკაცის ყოველდღიურ ცხოვრებას. სივრცეში შეხვდებით ისეთ საერთაშორისო და იტალიურ ბრენდებს, როგორებიცაა 7 For All Mankind, Jeordie’s და Takeshy Kurosawa. ბრენდების პორტფელს ასევე ავსებს Vittorio Virgili, Fabi, Roberto Serpentini, Iceberg, QB24, Why Not Brand და სხვა ბრენდების კოლექციები. ამასთან, არჩევის პროცესი მხოლოდ პროდუქტის შეძენით არ სრულდება: მომხმარებელი იღებს პერსონალურ კონსულტაციას და დახმარებას ზომის, ნივთებისა და მათი კომბინაციების შერჩევაში. სწორედ ხარისხზე, პრაქტიკულობასა და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული ეს კონცეფცია განსაზღვრავს Backstage Store-ის შვიდწლიან ისტორიას.

 

 

 

 

ქალბატონო ქრისტინა, რა იყო მთავარი მიზანი, როცა Backstage Store-ის შექმნა გადაწყვიტეთ და რა პრობლემის გადაჭრა გინდოდათ ქართულ პრემიუმ მამაკაცის მოდის ბაზარზე?

თავიდანვე მინდოდა ისეთი სივრცე შემექმნა, სადაც მამაკაცი არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ სტილსაც იპოვიდა. შვიდი წლის წინ ქართულ ბაზარზე პრემიუმ მამაკაცის ტანსაცმლის არჩევანი ისეთი მრავალფეროვანი არ იყო, როგორიც დღეს არის. ჩემი მიზანი იყო ხარისხიანი ევროპული და, განსაკუთრებით, იტალიური მოდის ნივთები შემომეტანა, რომლებიც კარგად გამოიყურება, კომფორტულია და დროს უძლებს. Backstage Store სწორედ ამ იდეით დაიწყო და დღემდე ამ პრინციპით მუშაობს.

 

Backstage Store იტალიურ მულტიბრენდულ კონცეპტუალურ სივრცედ პოზიციონირდება. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და რით განსხვავდება ის კლასიკური მულტიბრენდული მაღაზიისგან?

ჩვენთვის მულტიბრენდულობა უბრალოდ სხვადასხვა ბრენდის ერთ სივრცეში განთავსებას არ ნიშნავს. თითოეულ კოლექციას თავისი მიზეზით ვარჩევთ, მაგალითად, რასთან შეიძლება მისი შეხამება და კონკრეტულ მომხმარებელს რას მისცემს. Backstage Store-ში ვცდილობთ, ადამიანს მზა სტილი კი არ მოვახვიოთ თავს, არამედ არჩევანში დავეხმაროთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრენდი, არამედ საერთო კონცეფცია, ხარისხი, ქსოვილი, ფერი, ფორმა და ის, რამდენად პრაქტიკულია ნივთი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 

როგორ არჩევთ ბრენდებსა და კოლექციებს, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ?

არჩევის დროს, პირველ რიგში, ვუყურებთ ხარისხს, ქსოვილს, დამუშავებას, ფორმას და იმას, რამდენად კარგად ჯდება კონკრეტული ნივთი თანამედროვე მამაკაცის გემოვნებაში. კოლექციებს პირადად, იტალიაში ვარჩევთ, რადგან მნიშვნელოვანია ნივთის ხელში დაჭერა და დეტალების ნახვა. მინდა, რომ ის, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ჩვენ თვითონაც მოგვწონდეს.

დღეს Backstage Store საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო და იტალიურ ბრენდებს, როგორებიცაა 7 For All Mankind, Jeordie’s და Takeshy Kurosawa. ასევე, მაღაზიაში წარმოდგენილია Vittorio Virgili, Fabi, Roberto Serpentini, Iceberg, QB24, Why Not Brand და სხვა ბრენდების კოლექციები. თითოეული მათგანის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება კონკრეტული ბრენდი და მისი კოლექცია Backstage Store-ის კონცეფციასა და ჩვენს მომხმარებელს.

 

რა ტიპის მამაკაცისთვის არის შექმნილი Backstage Store და როგორია თქვენი მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა?

ჩვენი მომხმარებელი ძალიან განსხვავებულია. ზოგი ყოველდღიური ჩაცმულობისთვის მოდის, ზოგი ბიზნესსტილისთვის, ზოგი კი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ეძებს სამოსს. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – არ სურთ უბრალოდ „კარგი ტანსაცმელი“. მათ უნდათ, რომ ტანსაცმელი ხასიათსა და ცხოვრების სტილს შეესაბამებოდეს. დღეს მამაკაცი უფრო თავისუფლად იცვამს და სწორედ ინდივიდუალური სტილის შექმნაა მთავარი მოთხოვნა.

 

 

რა ხარისხობრივ მახასიათებლებს ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქსოვილია. კარგი ქსოვილი სხეულზე სხვანაირად „ჯდება“ და ეს განსხვავება ხშირად პირველივე ჩაცმისას იგრძნობა. შემდეგ მოდის კონსტრუქცია, ნაკერები, ფურნიტურა, ფორმა და საბოლოო დამუშავება. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხიან ტანსაცმელზე, სადაც მთავარი ქსოვილი, შესრულება და ნივთის ხასიათია. ეს არის Old Money-ის მშვიდი ესთეტიკა, ყოველდღიური კომფორტი და იტალიური ხასიათი, ზედმეტი დემონსტრირების გარეშე.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კონსულტაციის პროცესი. ეხმარებით თუ არა მომხმარებელს კონკრეტული ნივთის არჩევაში, ზომის შერჩევასა და პერსონალური ლუქის შექმნაში?

ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანი მაღაზიაში შეიძლება კონკრეტული ნივთის საყიდლად შემოვიდეს, მაგრამ საბოლოოდ ისეთი კომბინაცია იპოვოს, რომელიც თავიდან საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი. ვაკვირდებით ადამიანის სტილს, აღნაგობას, საქმიანობას და იმას, როგორ ცხოვრობს. ზოგჯერ ერთი სწორი პერანგი, შარვალი ან მოსაცმელი მთელ გარდერობს ცვლის. ამიტომ კონსულტაცია ჩვენთვის გაყიდვის ნაწილი კი არა, მომსახურების ნაწილია.

 

დღეს მამაკაცის მოდა უფრო ინდივიდუალური და ნაკლებად ფორმალურია, ვიდრე წლების წინ. როგორ იცვლება თქვენი მომხმარებლის გემოვნება და როგორ პასუხობს ამ ცვლილებებს Backstage Store?

ცვლილება ძალიან აშკარაა. მამაკაცები დღეს ბევრად თავისუფლად აერთიანებენ კლასიკურ და ყოველდღიურ სტილს. მაგალითად, კარგი შარვალი შეიძლება სპორტულ ფეხსაცმელთან ან თავისუფალ პერანგთან ჩაიცვან. ჩვენც ამ ცვლილებას მივყვებით. კოლექციებში ვეძებთ ნივთებს, რომლებიც ერთმანეთთან მარტივად კომბინირდება და ადამიანს ერთი სეზონისთვის კი არა, ყოველდღიური გარდერობისთვის გამოადგება.

 

 

რა არის ის დეტალი ან მიდგომა, რომლის გამოც მომხმარებელმა Backstage Store სხვა მაღაზიებთან შედარებისას უნდა აირჩიოს?

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის დამოკიდებულება. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანი მაღაზიიდან უბრალოდ ჩანთით გავიდეს. გვინდა, რომ კმაყოფილი იყოს იმით, რაც შეარჩია და შემდეგ ისევ დაბრუნების სურვილი ჰქონდეს. შვიდი წლის განმავლობაში სწორედ ურთიერთობა და ნდობა გახდა ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება. ვფიქრობ, Backstage Store-ს სწორედ ეს განასხვავებს. აქ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ნივთს, არამედ ადამიანს, რომელიც მას ყიდულობს.

 

როგორია Backstage Store-ის განვითარების შემდეგი ეტაპი. აპირებთ ბრენდების პორტფელის გაფართოებას, ახალი სერვისების დამატებას ან კონცეპტუალური სივრცის კიდევ უფრო განვითარებას?

განვითარება ჩვენთვის, პირველ რიგში, ხარისხის შენარჩუნებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, გვინდა საინტერესო ბრენდებისა და ახალი კოლექციების დამატება, თუმცა რაოდენობის გაზრდა თვითმიზანი არ არის. მინდა, Backstage Store კიდევ უფრო მეტად გახდეს ადგილი, სადაც მამაკაცი მოვა არა მხოლოდ ტანსაცმლის საყიდლად, არამედ სტილისა და ხარისხისთვის. შვიდი წლის შემდეგაც სწორედ ეს რჩება ჩვენს მთავარ მიმართულებად.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები