• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ანა გოგიშვილი ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრია და იმ ქალებს შორისაა, რომელთა პროფესიული და პიროვნული გზა ორგანიზაციის მთავარ ღირებულებებს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოხატავს. მისი საქმიანობა აერთიანებს ბიზნესს, სოციალურ პასუხისმგებლობას, ადამიანების მხარდაჭერასა და მუდმივი განვითარების სურვილს. ანა არაერთხელ ყოფილა ლიდერ ქალთა საზოგადოების აქტივობების ნაწილი, მისი ისტორია და პროფესიული გზა კი საზოგადოების ჟურნალშიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის „BUSINESS WOMEN MAGAZINE”-ს გარეკანის ერთ-ერთი გმირიც იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მრავალმხრივ საქმიანობას, გავლენასა და იმ როლს, რომელსაც იგი თანამედროვე ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მისთვის ლიდერ ქალთა საზოგადოება მხოლოდ პროფესიული კავშირების სივრცე არ არის, არამედ გარემოა, სადაც წარმატებული ქალების გამოცდილება, ურთიერთმხარდაჭერა და საერთო ღირებულებები ერთიან ძალად იქცევა.

 

 

ანა გოგიშვილი მრავალმხრივი პროფესიონალია, რომლის კარიერული გზა გამორჩეული ენერგიით, შრომითა და მასშტაბური ხედვით არის სავსე. პროფესიით ინჟინერ ეკონომისტია, თუმცა ბოლო შვიდი წელია სამშენებლო ბაზარზე, დეველოპერულ სფეროში საქმიანობს და დღეს მმართველი პარტნიორია კომპანია Next Door-ში. სხვადასხვა პერიოდში იყო კომპანია „ბიზნეს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, არის არაერთი ბიზნესფორუმის, ბიზნეს ტურისა და ჟურნალის ავტორი, ასევე კულტურულ საგანმანათლებლო გამოცემების შემქმნელი.

მისი პროფესიული გზა 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველი ბიზნესი წამოიწყო, ესპანელი დიზაინერების ჩანთების მიმართულებით. თავიდანვე აშკარა იყო, რომ მხოლოდ ერთი სფეროთი დაკმაყოფილება არ შეეძლო. 23 წლის ასაკში უკვე ჰქონდა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისში 18 რესტორანს ამარაგებდა. ამასთან ერთად, მუშაობდა რუსულ კომპანიაში დირექტორის პოზიციაზე, სადაც გაყიდვების მენეჯერებს ამზადებდნენ სხვადასხვა ტიპის ბიზნესებისთვის. პარალელურად შექმნა კომპანია „ლანჩ თაიმი“, იმ პერიოდში, როცა ორგანიზაციებისთვის ლანჩსერვისი ჯერ კიდევ იშვიათი და ახალი მიმართულება იყო.

 

26 წლიდან მისი კარიერა კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა. უცხოელ პარტნიორებთან ერთად „ბიზნეს ჯორჯია ჰოლდინგში“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ეს იყო ფართო მიმართულებების მქონე საქმიანობა, რომელიც აერთიანებდა ბიზნესფორუმებს, ბიზნეს ჟურნალს, ბიზნეს ტურებს, სტამბას, საინვესტიციო პროექტებს მშენებლობაში და სხვა მრავალ აქტივობას. ამავე დროს ანა არის კულტურულ საგანმანათლებლო ჟურნალ „თბილისის ისტორიების“ ავტორიც, რაც მის მრავალფეროვან ინტერესებსა და შემოქმედებით ბუნებას კიდევ უფრო გამოკვეთს.

 

დაგროვილი ცოდნისა და კონტაქტების საფუძველზე, მოგვიანებით თავადაც გახდა დეველოპერი. როგორც საინვესტიციო, ისე ტექნიკური და კონსტრუქციული მიმართულებით მისმა გამოცდილებამ საფუძველი შეუქმნა ახალ, კიდევ უფრო დამოუკიდებელ და ძლიერ ეტაპს. მისთვის ის ფაქტი, რომ ქალია, არასოდეს ყოფილა დაბრკოლება, ღრმად სცოდნოდა სამშენებლო სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. პირიქით, სწორედ ამ სფეროში დაამტკიცა, რომ პროფესიონალიზმს სქესი არ განსაზღვრავს.

 

 

ანა გოგიშვილის კარიერა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა პერიოდში მას სილამაზის სალონიც ჰქონია, აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, ასევე ხატავს მოყვარულის დონეზე. სტამბოლში მისი ნამუშევრების ორდღიანი გამოფენაც გაიმართა. სამომავლოდ გეგმავს, რომ ცხოვრების ერთ ეტაპზე ბიზნესიდან უფრო მეტად კულტურულ, საგანმანათლებლო და ხელოვნების მიმართულებით გადაინაცვლოს. მის ინტერესებშია წერაც, ხელოვნება, კულინარია და ისეთი საქმეები, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებას, არამედ შინაგან სიხარულსაც უკავშირდება.

 

მისი წარმატების უკან დგას არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება, არამედ ხასიათი. ბავშვობიდან ბევრ წრეზე დადიოდა და ყოველთვის მაქსიმუმს სთხოვდა საკუთარ თავს. ეს მოთხოვნილება შემდგომ კარიერაშიც გაჰყვა. მის ცხოვრებაში არაერთი გარდამტეხი მომენტი ყოფილა, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ კეთილსინდისიერ ბიზნესს ხშირად არაკეთილსინდისიერი დიდი მოთამაშეები უპირისპირდებიან. სწორედ ამ დროს გაიაზრა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა მისთვის მხოლოდ პროფესიული პრინციპი კი არა, შინაგანი ვალდებულებაც იყო.

განსაკუთრებული ადგილი მის საქმიანობაში სოციალურ მშენებლობებს უჭირავს. მისთვის ეს სფერო მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების, ოჯახების და მათი მომავლის წინაშე. ამბობს, რომ როცა გასაღებებს ხალხს გადასცემს, ეს იქნება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. სწორედ ასეთ პროექტებში ხედავს საკუთარი საქმის ღრმა მნიშვნელობას.

 

 

 

ანა გოგიშვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა სამი წლის წინ დადგა, როდესაც ნევროლოგიური პრობლემები შეექმნა და შვიდი თვე თითქმის თურქეთში მოუწია ცხოვრება. 36 წლის ასაკში ნახევარი სახე პარალიზებული ჰქონდა, თუმცა არც ამ დროს დაუხევია უკან. სამუშაო პროცესი ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა და ბიზნესპასუხისმგებლობა არც კლინიკიდან მიუტოვებია. იმ მდგომარეობაშიც კი, როცა ჯანმრთელობა სერიოზულ გამოწვევას უქმნიდა, საქმეს ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა. სწორედ ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ მისთვის პასუხისმგებლობა სიტყვა კი არა, ცხოვრების წესია.

მისი მთავარი მოტივაცია შვილები, ადამიანების ნდობა და სიყვარულია. განსაკუთრებით დიდი ადგილი მის ცხოვრებაში უკავია შვილს, ნიკას, რომელსაც აუტიზმი აქვს. სწორედ ამ რეალობამ ბევრ რამეზე სხვაგვარად დააფიქრა. როგორც თავად ამბობს, წარმატებული იყო, მაგრამ ადრე დიდი ბიზნესის ამბიცია არ ჰქონია. მერე მიხვდა, რომ რაც მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, ფინანსური თუ ადამიანური კონტაქტების კუთხით, მით მეტის გაკეთებას შეძლებდა არა მხოლოდ საკუთარი შვილისთვის, არამედ სხვისი შვილებისთვისაც. დღეს ძალიან ბევრ ოჯახს ეხმარება და ამას საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მისიად მიიჩნევს.

მისი პიროვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა განსაკუთრებული პატივისცემა ქალ სპორტსმენების მიმართ. ანა გოგიშვილს კარგად ესმის სპორტის ფასი, რადგან თავადაც სინქრონული მოცურავე იყო. მოგვიანებით მისი ცხოვრების გზა ოჯახისკენ, დედობისკენ და ბიზნესისკენ წავიდა, თუმცა სპორტთან შინაგანი კავშირი და სპორტსმენების მიმართ დაფასება ყოველთვის შეინარჩუნა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო ეთერ ლიპარტელიანისთვის ბინის ჩუქებაც, ჟესტი, რომელიც არა მხოლოდ მხარდაჭერას, არამედ იმ დიდ პატივისცემას ასახავს, რასაც ანა იმ ქალების მიმართ გრძნობს, ვინც საკუთარი ცხოვრება სპორტს, დისციპლინას და ქვეყნის ღირსეულ წარმოჩენას მიუძღვნა.

 

ანა გოგიშვილი ძალიან აქტიურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს სხვების დასახმარებლად. როგორც თავად ამბობს, დღე არ გავა, სრულიად უცხო სოციალურად დაუცველი ადამიანი არ სწერდეს დახმარების თხოვნით. მისთვის ბიზნესი მხოლოდ შემოსავალი არ არის. ეს არის ზრუნვა, მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ბევრ ადამიანს რეალურად შეუცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომაც ამბობს, რომ ბიზნესი მისი მესამე შვილია, საქმე, რომელშიც ზრუნვა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.

მისთვის წარმატება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ არის. უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ მხოლოდ ფინანსური სარგებელი ნამდვილი წარმატების საზომი ვერასოდეს იქნება. მისთვის წარმატებაა საზოგადოების სიყვარული, ბევრი სტერეოტიპის დანგრევა, შვილებისთვის გაღებული დროის ღირებულების გაცნობიერება და, რაც მთავარია, ბევრი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება.

მისი მთავარი გზავნილიც სწორედ ასეთია: თუ მართლა გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. ამბობს, რომ გზაზე ბევრი ირონიული „კეთილის მსურველი“ გამოჩნდება, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო. კარიერულ გზაზე ყოველი ხელოვნურად შექმნილი სირთულე უნდა მიიღო, როგორც განვითარების გამოცდა. ის გაძლიერებს, გაწვრთნის და წინ წაგიყვანს.

 

 

 

მომდევნო წლებში ანა გოგიშვილს კვლავ დიდი სამშენებლო პროექტები აქვს დაგეგმილი. თუმცა ამის შემდეგ საკუთარ თავს უფრო მეტად კულტურულ, საგანმანათლებლო და ხელოვნების სფეროებს მიუძღვნის. მას ადრე საკუთარი ნახატები გობელენად გადაჰქონდა, კერავდა კიდეც, წერს სხვადასხვა გამოცემისთვის და მომავალშიც სურს, რომ სწორედ ეს შემოქმედებითი მხარე განავითაროს.

ანა გოგიშვილის ისტორია არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შრომა, სიმართლე, პასუხისმგებლობა და ბრძოლა ერთიან ძლიერ გზად იქცეს. ეს არის ქალის ისტორია, რომელმაც არაერთ სირთულეს გაუძლო, არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და საკუთარი საქმე ადამიანების სიყვარულსა და რეალურ სარგებელზე ააგო.

 

პარტნიორის კონტენტი

ასევე გაეცანი

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანის და 9 წლის ნორთ უესტის ექსცენტრული სტილი – დედა-შვილი პარიზში Jean Paul Gaultier-ის ჩვენებას დაესწრო

#OK! კიმ კარდაშიანის და 9 წლის ნორთ უესტის ექსცენტრული სტილი – დედა-შვილი პარიზში Jean Paul Gaultier-ის ჩვენებას დაესწრო

July 7, 2022
#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
#OK! Retro Bazaari – ანტიკვარული ავეჯისა და ნივთების სახლი

#OK! Retro Bazaari – ანტიკვარული ავეჯისა და ნივთების სახლი

May 5, 2022
#OK! მიმდინარე წლის შეჯამება – 2023 წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენება

#OK! მიმდინარე წლის შეჯამება – 2023 წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენება

February 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ ქერი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული, რომელთან ურთიერთობასაც წლების განმავლობაში მალავდა

#OK! ჯიმ ქერი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული, რომელთან ურთიერთობასაც წლების განმავლობაში მალავდა

October 1, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

October 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები