• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თათო გოგოლაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი 2025 წელს დაიწყო, როდესაც საკუთარი მინი-ბრენდი „Sakura“ დააარსა.

მისთვის თავის მოვლა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, სიურპრიზები კი, როგორც თავად ამბობს, ყველას გვიყვარს. სწორედ აქედან დაიბადა „Sakura“-ს მინი ბოქსების იდეაც – პატარა ყუთები, რომლებშიც beauty პროდუქტები გელოდებათ: კორეული სახის მოვლის საშუალებები, ბლაშები, ჰაილაითერები, სარკეები, ბრჭყვიალა აქსესუარები და სხვა საინტერესო ნივთები.

თუმცა ეს მხოლოდ სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტების ერთ ყუთში თავმოყრა არ არის. „Sakura“-ს მთავარი ხიბლი მოულოდნელობაა – მომხმარებელმა წინასწარ არ იცის, რა დახვდება შიგნით და ბოქსის გახსნაც პატარა სიურპრიზად იქცევა.

ბრენდის შექმნის იდეა კი თათო პირად „აყვავების პერიოდსაც“ უკავშირებს – ეტაპს, როცა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა და იდეის რეალობად ქცევა გადაწყვიტა.

რა დგას „Sakura“-ს იდეის უკან, როგორ იქცა ბრენდი თათოსთვის საყვარელ საქმიანობად და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – ამ ყველაფერზე თათო გოგოლაშვილი OK! Magazine-ს ესაუბრა.

 

 

თათო, ბევრმა მკითხველმა ჯერ მოდელობიდან, შემდეგ კი ინფლუენსერობიდან გაგიცნოთ. როდის გაგიჩნდათ სურვილი, საკუთარი იდეა რეალურ ბრენდად გექციათ და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაგედგათ?

როცა ასაკი მომემატა, გამიჩნდა სურვილი, რაღაც საკუთარი გამეკეთებინა – ბავშვობიდან მქონდა სხვადასხვა იდეა და ვფიქრობდი, რომ ოდესმე მათგან რაღაცას აუცილებლად შევქმნიდი.

მინდოდა, ეს გემოვნებიანი და ხარისხიანი ყოფილიყო. ისეთი, რაც ადამიანებს სიამოვნებას მიანიჭებდა. საბოლოოდ, სწორედ ამ სურვილმა მიმიყვანა „Sakura“-ს შექმნის იდეამდე.

 

„Sakura“ თქვენთვის უბრალოდ ბრენდის სახელწოდება არ არის, ის თქვენს პირად „აყვავებასთანაა“ დაკავშირებული. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ეტაპი და როგორ აისახა ის ბრენდის შექმნის იდეაზე?

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა – უფრო მეტად დავფიქრდი საკუთარ შესაძლებლობებზე, სურვილებსა და იმაზე, რისი გაკეთება შემიძლია. ამ დროს ბევრი რამ სხვანაირად დავინახე და საკუთარ თავშიც ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

მგონია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ეტაპს ვეძახი „აყვავების პერიოდს“. „Sakura“-ს იდეაც ამ განცდას უკავშირდება – სურვილს, აღმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები, შევქმნა რაღაც ახალი და ეს ემოცია სხვებსაც გავუზიარო.

 

 

ამბობთ, რომ ადამიანების გახარება ყოველთვის გიყვარდათ და კარგი გემოვნება ბავშვობიდანვე გამოგარჩევდათ. ეს თვისებები რამდენად დაგეხმარათ საკუთარი ბრენდის შექმნაში?

ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით იმაში, რომ შეფუთვა დახვეწილი და ორიგინალური ყოფილიყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოქსში აღმოჩენილი პროდუქტები მხოლოდ იმ მომენტისთვის არ იყოს საინტერესო – მინდა, მომხმარებელმა მათი გამოყენება მომავალშიც შეძლოს და ხარისხით კმაყოფილი დარჩეს. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ლამაზი და განსაკუთრებული შეფუთვაც ემატება.

 

რა ფასის დიაპაზონშია ბოქსები და რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ხელმისაწვდომი ყოფილიყო?

თითოეული ბოქსის სტანდარტული ფასი 50 ლარია. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი მოგება კი არა, გამოცდილებაა – მინდა, ადამიანებს ხარისხიანი და სასიამოვნო პროდუქტი შევთავაზო და თავადაც ვისწავლო, როგორ განვავითარო ბრენდი.

 

 

თუ „Sakura“-ს ბოქსს პირველად ხსნის ადამიანი, რომელსაც თავის მოვლა და beauty პროდუქტები უყვარს – რა გინდათ, რომ იმ წამს იგრძნოს?

ის, რომ არჩევანში არ შეცდა. ჩემი აზრით, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა რაღაცას საკუთარი შრომითა და შენით გამომუშავებული ფულით ყიდულობ. ამ დროს სიამაყისა და ბედნიერების განცდა განსაკუთრებით დიდია.

 

თქვენი აზრით, რით განსხვავდება „Sakura“ მსგავსი beauty box-ებისგან?

პირველ რიგში, კორეული ხარისხის პროდუქტებით, ხელმისაწვდომი ფასითა და ორიგინალური შეფუთვით.

 

„Sakura“ უკვე თქვენი საყვარელი საქმე და ერთგვარი ჰობი გახდა. ახლა რას ეტყოდით იმ თათოს, რომელმაც ეს იდეა პირველად მოიფიქრა და ჯერ კიდევ არ იცოდა, სადამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი?

ალბათ ვეტყოდი, რომ უფრო ალალი იყოს და ხარისხზე იფიქროს. არ ინერვიულოს გამომწერების ზრდაზე – მთავარია, მომხმარებელს კარგი პროდუქტი და ხარისხიანი გამოცდილება შესთავაზოს.

 

 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რას უნდა ელოდონ „Sakura“-ს მომხმარებლები და გაქვთ თუ არა ისეთი იდეა, რომლის განხორციელებაც განსაკუთრებით გინდათ?

ვაპირებ, გადაღება გავაკეთო, დიდი ბოქსები გამოვუშვა და ერთი პატარა, საინტერესო იდეაც მაქვს: „Sakura“-ს ბოქსი როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის იქნება. ასევე მინდა, სპეციალური გამოშვება შევქმნა ლგბტქ+ ადამიანებისთვის, სადაც ისინი თავად შეძლებენ მათთვის საინტერესო პროდუქტების არჩევას.

ვფიქრობ ადამიანის ორიენტაცია არ უნდა განსაზღვრავდეს და არ უნდა ფარავდეს მის მთავარ დადებით თვისებებს. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში ეს ადამიანები საკმაოდ ხშირად იჩაგრებიან, ამიტომ მეტი მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს.

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები