SVR – ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი

გამონაყარის საწინააღმდეგო დამატენიანებელი, გამწმენდი საშუალება. გამოიყენება აკნეს მკურნალობის დროს გამომშრალი და გაუწყლოებული მგრძნობიარე სახის კანისთვის. SEBIACLEAR გამწმენდი კრემი სპეციალურად შექმნილია საპნისა და პარფიუმის გარეშე, რათა ნაზად გაასუფთაოს მგრძნობიარე კანი. გამწმენდი ბაზა შერწყმულია თუთიასა და ნიაცინამიდთან, რათა ეფექტურად გაწმინდოს და დაამშვიდოს კანი დაჭიმვისა და გაღიზიანების გარეშე. დასაბანი კრემი იდეალურად აცილებს კანიდან ჭუჭყსა და ცხიმს. გამდიდრებულია გლიცერინით, ის იცავს კანს, ხელს უწყობს მკურნალობას. რეკომენდებულია მოზარდობის ასაკიდან.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სახეზე /ან სხეულზე, შეიზილეთ ნაზად და ჩამოიბანეთ წყლით. (სააფთიაქო ქსელი PSP)
SVR – ესვიერი ვიტამინ C შრატი Ampoule Anti-Ox

აღმდგენი კონცენტრატი სახის ბრწყინვალებისა და ნაოჭების კორექციისთვის. ოპტიმიზებული 20% ვიტამინი C შრატი მატებს კანს ბრწყინვალებას, ხსნის დაღლილობის ნიშნებს და ასწორებს ნაოჭებს. ვიტამინი C – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აფერხებს დაბერების პროცესს და მატებს კანს ერთგვაროვან ფერს. ახდენს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას კანზე, დღითიდღე კანი იდეალურ მდგომარეობაშია, ტონიზებულია და ბრწყინვალე. ყოველდღიური გამოყენების შემდეგ კანის ტონუსი უფრო მომატებულია, ხოლო დაბერების ნიშნები შემცირებული. ვიტამინი C ათეთრებს კანს, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
არაკომედოგენური.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს, დამოუკიდებლად ან კრემთან ერთად. (სააფთიაქო ქსელი PSP)
ექსფოლიატორი Whitening ფარმაცერისი – Pharmaceris

3 მჟავას (გლიკოლის, რძემჟავას, მანდარინის) მაღალკონცენტრირებული მოქმედებით პილინგი უზრუნველყოფს გამაღიავებელ დადასტურებულ ეფექტურობას, აშორებს კანის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ღრმა ფენებში არსებულ ფერშეცვლილ ლაქებსა და ასტიმულირებს ეპიდერმისის უჯრედულ განახლებას. 20%-იან მჟავებზე დაფუძნებულ ფორმულას მელანოგენეზის პროცესზე მრავალმხრივი ეფექტი აქვს: აქერცლავს კანს, ამცირებს პიგმენტაციის ცვლილებების ხილვადობას, ამავდროულად იცავს კანს არსებული ასაკობრივი ლაქების გაძლიერებისგან და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას. პროდუქტი ამცირებს ნაწიბურებისა და ანთების შემდგომი ლაქების, ასევე, ფორების ხილვადობას. ასწორებს და აძლიერებს კანის ტექსტურას. ნატურალური ბეტაინი და რძემჟავა პასუხისმგებელი არიან კანის ტენიანობის აღდგენაზე და ასევე აძლიერებენ მის დამცავ ბარიერს. განკუთვნილია ყველა ტიპის, განსაკუთრებით პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
გამოყენების წესი: წაისვით კანის გაუფერულებულ ადგილებზე საღამოს, კვირაში 2-3-ჯერ. პირველად გამოყენებისას ჩაატარეთ ტოლერანტობის ტესტი კანის მცირე ფართობზე. მკურნალობა თანდათანობით დაიწყეთ, თავდაპირველად 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, შემდეგ გაზარდეთ გამოყენების დრო. პილინგი თხელ ფენად წაისვით გაწმენდილ კანზე, მოერიდეთ თვალებისა და პირის ირგვლივ არეს. მკურნალობის დროს მოერიდეთ კანზე პირდაპირ მზის სხივებს და გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ძალიან მაღალი ხარისხის დაცვით, მინიმუმ SPF 50. (სააფთიაქო ქსელი PSP)
ოქტომბრის მინიმალისტური მაკიაჟი
ბლაში 030 Baby Got Blush ესენსი – Essence

ბლაში არის კრემოვანი ტექსტურის, რომელიც ადვილად ისმება და ნაწილდება, რაც აძლიერებს ფერს, ანათებს ლოყებს.
არ შეიცავს პარაბენებს, ვეგანური. (სააფთიაქო ქსელი PSP)
ბრონზერი სტიკი Baby Got 40 ესენსი – Essence

კრემისებრი ტექსტურისა და სტიკის ფორმის წყალობით, პროდუქტის ადვილად წასმა და ნაზად შერევა შესაძლებელია თითის წვერებით, მაკიაჟის ღრუბლით ან ფუნჯით. გარდა ამისა, ბრონზერი ხელმისაწვდომია მოსახერხებელი სტიკის ფორმატში, რაც იდეალურია გზაში წასასმელად.
არ შეიცავს პარაბენებს, გლუტენს. ვეგანური. (სააფთიაქო ქსელი PSP)
სახის შეფერილი დამატენიანებელი კრემი 042C Skin კატრისი – Catrice

დამატენიანებელი ინგრედიენტებით გაჯერებული, ის უზრუნველყოფს 24-საათიან დატენიანებას და იცავს კანს SPF 30-ით. ტექსტურა მსუბუქია, სწრაფად შეიწოვება და არასდროს არის ცხიმიანი, რაც მას ყველა ტიპის კანისთვის შესაფერისს ხდის. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ბუნებრივი, ნაზი შედეგის მიღება ერთი მარტივი ნაბიჯით.
არ შეიცავს ზეთებს, მიკროპლასტიკებსა და პარაბენებს. ვეგანური. (სააფთიაქო ქსელი PSP)












