• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რატომ ხარჯავს ლებრონ ჯეიმსი საკუთარი სხეულისთვის მილიონობით დოლარს და რატომ არის ძილი კალათბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

January 21, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

იცოდით, რომ NBA-ის ლეგენდა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წამყვანი მოთამაშე, “მეფედ” წოდებული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ყოველწლიურად 1.5 მილიონ დოლარს ხარჯავს საკუთარი სხეულის მოვლისთვის? საერთაშორისოდ აღიარებული მოთამაშის საიდუმლო ჯანსაღ კვებაში, ყოველდღიურ ვარჯიშსა და რაც ყველაზე მთავარია ძილის დარეგულირებულ რეჟიმში მდგომარეობს.

“საუკეთესო საშუალება, იყოს თქვენი ორგანიზმი ისევე როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად ჯანმრთელი, არის დასვენება და ძილი. თუ გინდათ, რომ გაღვიძებისთანავე იგრძნოთ სიძლიერე და გქონდეთ მოტივაცია, შეძლოთ წარმოუდგენელი, აუცილებლად უნდა იძინოთ 8-10 საათი დღე-ღამეში.”

ლეგენდარული კალათბურთელის პირადი გამოცდილებით, 10 საათიანი ძილი მისთვის საუკეთესო გამოსავალია ძალების აღსადგენად და შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად. ვარსკვლავი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ახერხებს ძილის დარეგულირებას, ამიტომაც ასეთ დღეებში ცდილობს შუადღეს 2-3 საათი გამოყოს და დანაკლისი აინაზღაუროს.

“როდესაც გაქვს ნორმალური გრაფიკი და თითქმის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს იძინებ, მაღვიძარას დაყენება აღარც გჭირდება, უბრალოდ შესანიშნავად გრძნობ თავს და დილითაც ენერგიულად იღვიძებ, რაც მთავარია გაქვს მოტივაცია, რომელიც გეუბნება, რომ იმ დღეს გააკეთებ მაქსიმუმს და დაიხარჯები ბოლომდე.”

ლებრონის პერსონალურ მწვრთნელსა და ინსტრუქტორს მაიკ მანჩიასს დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთელის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში. მაიკი ეთანხმება ლებრონის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ძილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტული, უფრო მეტიც, ის გვთავაზობს რამდენიმე ხრიკს, რომელიც უზრუნველყოფს ღამის მშვიდ ძილს.

“ჩვენი პატარა საიდუმლოებების გაცემის გარეშე მარტივად გეტყვით, რომ, პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის კომფორტი საძინებელ ოთახში. შექმენით შესაფერისი გარემო, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ტემპერატურა შესაბამისად დარეგულირებული. აუცილებელია ოთახში იყოს სრული სიბნელე, არანაირი სმარტფონი და ტელევიზორი, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, 45 წუთით ადრე გამორთეთ ყველანაირი ტექნიკა და შეეცადეთ არ შეხედოთ კომპიუტერის და ტელეფონის ეკრანს ნაძინებამდე ერთი საათით ადრე მაინც.”

ჯეიმსი აღნიშნავს, რომ ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით მისი ძილის რეჟიმი შესანიშნავად რეგულირდება, რაც შეეხება, დამატებით ხრიკებს, ის ხშირად იყენებს Calm Sleep აპლიკაციას, რომელიც სხეულის და გონების მოდუნებაში ეხმარება, სპორტსმენი ფავორიტ მელოდიასაც ასახელებს, რომელიც Rain On Leaves-ია.

რა თქმა უნდა, საინტერესოა NBA-ის წამყვანი მოთამაშის ძილის გრაფიკი, თუმცა ასევე ძალიან საყურადღებოა მისი კვების რაციონი, რაც მისი ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

“თამაშის დაწყებამდე ჩემთვის ქათმის ფილე და ცოტაოდენი პასტა შესანიშნავი არჩევანია. ცილები და ნახშირწყლები მეხმარება ვიყო ენერგიულად მთელი თამაშის განმავლობაში. ასევე მივირთმევ ხოლმე ბოსტნეულს, სალათს და ცოტაოდენ ხილს. პროტეინების გარეშე რთულია ძალების მოკრება… რაც შეეხება პიცას, სენდვიჩებსა და კარტოფილი ფრის. რა თქმა უნდა, ამ საკვებზე უარის თქმა რთულია, თუმცა მათ თამაშის დაწყებამდე არასდროს მივირთმევ, თუ შეჯიბრება წარმატებულად სრულდება, საკუთარ თავს ვანებივრებ და ხშირად ასეთი სახის საჭმელებსაც მივირთმევ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე.”

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წამყვანი მოთამაშე ზოგჯერ კვირაში ხუთი დღე, გადატვირთული სეზონის პერიოდში კი შვიდი დღე ვარჯიშობს. მისი თქმით, დასვენება ფორმიდან ამოვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს, ამიტომ ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავი მაქსიმალურად დატვირთოს.

“ხშირად ვერ ვისვენებ, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ, ხანდახან ყოველდღიურადაც კი. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის გამო ხშირად დრო არ მრჩება ვარჯიშისთვის, სხეულს არ ვადუნებ არცერთი დღით. არის დღეები, როდესაც სახლში ვრჩები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, ზოგჯერ კი სპორტდარბაზში მივდივარ ამისთვის.”

ლებრონ ჯეიმსის პერსონალური მწვრთნელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, წარმატებული თამაშოს შემდეგ ხშირად აძლევს სპორტსმენს უფლებას მიიღოს ნახშირწყლები გადაჭარბებული რაოდენობით.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამოვიღეთ ზედმეტი ნახშირწყლები ყოველდღიური რაციონიდან, ასევე ზედმეტი შაქარი, ეს აუცილებელია წონის შენარჩუნებისთვის. რაც მეტ “წონას ატარებს” მისი ორგანიზმი მით უფრო მეტ სტრესშია მისი სხუელი.”

“რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, წარმატებული თამაშის შემდგომ ხშირად ანებივრებს თავს ტკბილეულით, თუმცა რა თქმა უნდა მცირე რაოდენობით. მესმის, რთულია, როდესაც ვარჯიშის დროს ენერგიას ხარჯავ ამ ყველაფერს ანაზღაურება სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს თამაშის დასრულებისთანავე, ამ დროს ორგანიზმი დაღლილია და პირველი ოცი წუთის განმავლობაში მტვერსასრუტივით იღებს ყველანაირ საჭმელს.”

“გრანდიოზული დღეების გარდა ჯეიმსის ყოველდღიურ რაციონში ყოველთვის არის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. რაც შეეხება, კონკრეტულად საჭმელებს, მას ძალიან უყვარს ომლეტი და მოხარშული ორაგული, ჭიქა ღვინო, ქათმის მკერდის სალათი და პროტეინის კოქტეილი.”

გაიგე მეტი: NBAკალათბურთილებრონ ჯეიმსისპორტიჯანსაღი ცხოვრების წესი

ასევე გაეცანი

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 21, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები