• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სახელმწიფო სამსახურში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნტბეტენ–ვინძორი თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

სამეფო ოჯახის წევრის დაკავება ტემზის ველის პოლიციამ (Thames Valley Police) განახორციელა. სამართალდამცავების განცხადებაში წერია, რომ 19 თებერვალს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეჭვით, ნორფოლკში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი აიყვანეს. ცნობისთვის, 19 თებერვალი ყოფილი პრინცის დაბადების დღეა.

„გამოძიების ფარგლებში, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. მის ვინაობას ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, არ დავასახელებთ. ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ“, – ვკითხულობთ ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის უფროსის თანაშემწემ, ოლივერ რაიტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება გარემოებათა „საგულდაგულო შეფასების“ შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, სამართალდამცავებს გაცნობიერებული აქვთ საქმის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი და პირობას დებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 თებერვალს დილით, ნორფოლკში მდებარე სანდრინგემის მამულთან, სადაც ენდრიუ ვინძორი რეზიდენციის დატოვების შემდეგ ცხოვრობს, პოლიციის ავტომობილები შენიშნეს.

ეს ყოფილი პრინცის დაკავების პირველი შემთხვევა იყო იმ მრავალწლიანი ბრალდებების ფონზე, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებს ეხება.  ყოფილი პრინცი აქამდე ყოველგვარ სამართალდარღვევას უარყოფდა. პოლიციის ცნობით, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ენდრიუ და ეპშტეინის საქმე

2022 წლის იანვარში, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირებისა და აშშ-ში აღძრული სამოქალაქო სარჩელის გამო აგორებული სკანდალების შემდეგ, დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინც ენდრიუს სამხედრო ტიტულები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლობის უფლება ჩამოართვა. ის აღარ იყენებს ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და მას შემდეგ ყოფილ პრინცად ითვლება.

2025 წელს ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩარლზ III-მ თავის უმცროს ძმას, ყოფილ პრინც ენდრიუს, ბოლო სამეფო საპატიო წოდებებიც ოფიციალურად ჩამოართვა.

მეფე ჩარლზ III-მ თავისი ძმისა და ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა:
“ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ამბავი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების ეჭვის შესახებ. ახლა დაიწყება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ საკითხის სათანადო გამოძიება შესაბამისი ორგანოების მიერ. ამ მხრივ, როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ.” – განაცხადა მეფე ჩარლზ III-მ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

#OK! მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა და სასახლიდან გააძევა

გაიგე მეტი: ენდრიუ მაუნტბეტენ-ვინძორი

ასევე გაეცანი

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს
OK! News

ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

November 4, 2026
#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია
OK! News

#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

November 4, 2026
#OK! რატომ არ გამოჩნდა მირანდა კერი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე? – მოდელი მიზეზებზე საუბრობს
OK! News

#OK! რატომ არ გამოჩნდა მირანდა კერი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე? – მოდელი მიზეზებზე საუბრობს

November 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

May 5, 2026
#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

April 12, 2021
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

November 4, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები