• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე საზოგადოება თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი – ერთ ნაწილს ასტროლოგიის უპირობოდ სჯერა და სახლიდან არ გავა თუ ნატალურ რუკაში არ ჩაიხედა, მეორე ნაწილი კი ყოველნაირად ცდილობს თავისი ცხოვრებიდან ასტროლოგია და ეზოთერიკა გამორიცხოს. რამდენად გამოსდით არავინ იცის, რადგან ბოლო დროს ციურმა მნათობებმა საზოგადოებაში პოზიციები მყარად გაიმყარეს.

მოდის ინფლუენსერებიც არ არიან ასტროლოგიის წინააღმდეგნი და ხშირად გვთავაზობენ, რა უნდა ჩავიცვათ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. დღეს კი გთავაზობთ გავარკვიოთ, რომელი ნივთები უნდა მოიცილოთ გარდერობიდან.

ვერძი (21 მარტი — 20 აპრილი)

ვერძები სამართლიანად ატარებენ ყველაზე ვნებიანი და იმპულსური ნიშნის ტიტულს, ამიტომ მკვეთრი სამოსი ძალიან უყვართ, თუმცა ხანდახან ავიწყდებათ, როდის უნდა გაჩერდნენ. თუ ამ სიტყვებში საკუთარ თავს ამოიცნობთ, უარი თქვით მანათობელ ფერებსა და გამომწვევ პრინტებზე. თქვენი ქარიზმა იმდენად თვალშისაცემია, რომ დამატებითი მცდელობა აშკარად ზედმეტია.

კურო (21 აპრილი — 21 მაისი)

კუროები კომფორტის სიყვარულით არიან ცნობილნი, თუმცა ეს კომფორტი ისე არ უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს სახლიდან პლედშემოხვეული გამოხვედით. გადახედეთ თქვენს გაწელილ სვიტერებსა და გაცვეთილ სპორტულ შარვლებს და სასწრაფოდ მოიცილეთ. სჯობს ეს ნივთები ტრენდული ტრიკოტაჟის კომპლექტებით ან მყუდრო ნაქსოვი კაბებით ჩაანაცვლოთ.

ტყუპები (22 მაისი — 21 ივნისი)

ტყუპები ნამდვილი ავანტიურისტები არიან, რომლებსაც ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეუძლიათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი მტერი იმპულსური შოპინგია. თუ ახალი სამოსი კარადში უკვე ნახევარი წელია, ჩაუცმელად დევს და „განსაკუთრებულ შემთხვევას“ ელოდება, დროა დაემშვიდობოთ. თქვენი გარდერობი თქვენს პიროვნებას უნდა გამოხატავდეს და არა შემთხვევით განწყობებს.

კირჩხიბი (22 ივნისი — 22 ივლისი)

კირჩხიბები ძალიან ემოციურები არიან და ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამორჩეულობა მოსწონთ, ამის ერთ-ერთი გზა კი ტანსაცმელია. ტანზე ჩამოკიდებული„ოვერსაიზი“ კირჩხიბი სტილი ნამდვილად არ არის. დიდი ზომის ჰუდებსა და მაისურებში ისინი ნაკლებად თავდაჯერებულები არიან და ცდილობენ ტანზე მჭიდროდ მომდგარი სამოსი მოირგონ.

ლომი (23 ივლისი — 21 აგვისტო)

ლომმა გოგონებმა კარგად იციან საკუთარი თავის ფასი და ნაკლებს არასდროს დასჯერდებიან. ისინი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან, იქნება ეს შარვალი-კოსტიუმი თუ რომანტიკული კაბა.  ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებისთვის დაფლეთილი ჯინსები, ნახვრეტებიანი სვიტერები, როკერული მაისურები და მსგავსი ნივთები მიუღებელია. ასეთ სამოსში ლომები არაბუნებრივად და რაც მთავარია, მოუწესრიგებლად გამოიყურებიან.

ქალწული (22 აგვისტო — 23 სექტემბერი)

ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალწული ყველაზე პრაქტიკული, გონიერი და თავშეკავებული ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ემოციებს იშვიათად ავლენენ, მაგრამ გარშემო მყოფებს თავიანთი იდუმალებით აჯადოებენ. მიუხედავად ამისა, უარი უნდა თქვან ზედმეტად მკაცრ კოსტიუმებზე, რომლებიც მათ იმიჯს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. სჯობს ყურადღება თავისუფალ (oversize) სამოსზე გააკეთოთ, რაც თქვენს ხასიათს გააწონასწორებს.

სასწორი (24 სექტემბერი — 23 ოქტომბერი)

სასწორებს რადიკალური ცვლილებების მიღება უჭირთ, რის გამოც მათი კარადა ხშირად „კომპრომისების კოლექციად“ იქცევა ხოლმე. მოიშორეთ ის ნივთები, რომლებიც მხოლოდ დაქალის ან კონსულტანტის რჩევით იყიდეთ. გარდერობი თქვენ უნდა მოგწონდეთ და არა თქვენს მრჩევლებს.

მორიელი (24 ოქტომბერი — 22 ნოემბერი)

მუქი ფერები კლასიკაა, მაგრამ თქვენს კარადას უენსდეი ადამსის გარდერობად ნუ გადააქცევთ. მოიშორეთ სამოსი, რომელიც ვიზუალურად გაბერებთ და ყოველდღიურობას ზედმეტ დრამატიზმს სძენს. რა თქმა უნდა, ყველა შავ ნივთს ნუ გადაყრით, უბრალოდ მათ ნაცრისფერი, შოკოლადისფერი, ცისფერი ან მწვანე ელემენტები დაამატეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი — 22 დეკემბერი)

ქაშმირის კოსტიუმები და თბილი სვიტერები მშვილდოსნის თამამ ხასიათს საერთოდ არ შეეფერება. „შინაურულ სამოსში“ ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები დაახლოებით ისე მოჩანან, როგორც მგელი ცხვრის ტყავში. იქნებ სჯობდეს, ყურადღება უფრო გამბედავ, ანიმალისტური პრინტის მქონე ნივთებზე შეაჩეროთ?

თხის რქა (23 დეკემბერი — 20 იანვარი)

თხის რქები შრომისმოყვარეები, დისციპლინირებულები და მიზანდასახულები არიან, კარიერა კი მათ პრიორიტეტებში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, ბევრი ერთნაირი ნივთი მათ გარდერობს მოსაწყენს ხდის. დაემშვიდობეთ რამდენიმე ერთნაირ თეთრ მაისურს და ადგილი რაიმე უფრო თამამს დაუთმეთ.

მერწყული (21 იანვარი — 19 თებერვალი)

ასტროლოგები მერწყულს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ნიშნად მიიჩნევენ. მათი იძულება შეუძლებელია, რადგან ყველაფერს გულით აკეთებენ. მიუხედავად ამისა, სამოსში ზედმეტად გამომწვევ ნივთებს უნდა მოერიდონ. გამჭვირვალე კაბების, მჭიდრო კორსეტებისა და ზედმეტად მოკლე ქვედაბოლოების გამო, ისედაც ეპატაჟური მერწყულები შესაძლოა, ვულგარულად გამოიყურებოდნენ.

თევზები (20 თებერვალი — 20 მარტი)

თევზები ყველაზე მეოცნებე და კეთილი ნიშანია. ისინი ყველაფერში კარგის დანახვას ცდილობენ, ამიტომ, „გრანჟის“ სტილს უნდა მოერიდონ. უხეშ ტყავის ქურთუკებში, დახეულ ჯინსებსა და დაკემსილ პერანგებში ამ ნიშნის წარმომადგენლები ცოტა უცნაურად გამოიყურებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასევე გაეცანი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
#OK! „ქრისტეს ვნების“ გაგრძელება ორ ნაწილად გამოვა – მელ გიბსონის ახალი ფილმის დეტალები
OK! News

#OK! „ქრისტეს ვნების“ გაგრძელება ორ ნაწილად გამოვა – მელ გიბსონის ახალი ფილმის დეტალები

September 24, 2026
“TRY HARD FISH“ – გიგი ადამაშვილის სადებიუტო ალბომი: “ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ეს ნამდვილი დაბადებაა“
OK! News

“TRY HARD FISH“ – გიგი ადამაშვილის სადებიუტო ალბომი: “ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ეს ნამდვილი დაბადებაა“

September 23, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული
Fashion

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

July 29, 2025
#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

November 24, 2025
#OK! ირინა შეიკი ბრედლი კუპერის ობიექტივში Burberry-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! ირინა შეიკი ბრედლი კუპერის ობიექტივში Burberry-ის ახალი კოლექციისთვის

April 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

September 21, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები