ამერიკელი მსახიობი ნოა უაილი People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად (Sexiest Man Alive) დაასახელა. 55 წლის მსახიობი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ცნობილია სამედიცინო სერიალებით ER და The Pitt.

პირველში ის ექიმ ჯონ კარტერს განასახიერებდა, მეორე სერიალში კი მთავარი პერსონაჟის, ექიმ მაიკლ „რობი“ რობინავიჩის როლს ასრულებს. The Pitt-ში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ზედიზედ ორჯერ, 2025 და 2026 წლებში, დრამატულ სერიალში საუკეთესო მთავარი მსახიობის კატეგორიაში „ემის“ ჯილდო მიიღო.
ტიტულის მიღების შემდეგ უაილი სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

საზოგადოების ნაწილი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ტიტულს სხვა კანდიდატი იმსახურებდა.
People-თან საუბრისას უაილიმ აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო და თავდაპირველად ხუმრობაც კი ეგონა.

აღსანიშნავია, რომ People ამ ტიტულს 1985 წლიდან გასცემს. გასულ წელს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობი ჯონათან ბეილი დასახელდა, წელს კი არჩევანი ნოა უაილიზე შეჩერდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! People-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა











