ჯენიფერ ლოურენსი „შიმშილის თამაშების“ ახალ ფილმში, The Hunger Games: Sunrise on the Reaping, კეტნის ევერდინის როლს უბრუნდება. მსახიობმა ამის შესახებ ალექს კუპერის პოდკასტში, Call Her Daddy, ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება მისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოცდილება იყო.

„ეს დაუჯერებელი იყო. ყველაფერი ძალიან უცნაური და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან გადასაღებ მოედანზე იგივე გუნდი დამხვდა – ოპერატორები და ადამიანები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მიმუშავია“, – აღნიშნა ლოურენსმა.
ლოურენსთან ერთად ფილმში ჯოშ ჰატჩერსონი და ვუდი ჰარელსონიც ბრუნდებიან.

The Hunger Games: Sunrise on the Reaping სიუზან კოლინზის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული ფილმია. მისი პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 20 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ფილმის მოქმედება პირველი „შიმშილის თამაშების“ მოვლენებამდე 24 წლით ადრე ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ჰეიმიჩ აბერნატია – პერსონაჟი, რომელიც მაყურებელმა ორიგინალ ფილმებში კეტნისისა და პიტას მენტორის როლით გაიცნო.

ჯენიფერ ლოურენსმა კეტნის ევერდინის როლი პირველად 2012 შეასრულა. პერსონაჟმა მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ახლა, წლების შემდეგ, ლოურენსს თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეულ როლში კვლავ ვიხილავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:










