• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 15-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ – თაკო მექვაბიძის ახალი ნაბიჯი სილამაზის ინდუსტრიაში

July 26, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წლებია, თაკო მექვაბიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა. მისი ნამუშევრები არაერთ ქართველ თუ უცხოელ ცნობილ ადამიანს მოურგია.

თუმცა, 15-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, დიზაინერმა საკუთარი საქმიანობის ახალი მიმართულება აირჩია – სილამაზის ინდუსტრიაში გადაინაცვლა და თმის მოვლის საკუთარი ხაზი შექმნა.

როგორ დაიბადა ახალი ბრენდის იდეა, რას სთავაზობს მომხმარებელს, რატომ არის მისთვის ხარისხი მთავარი ღირებულება და რა გეგმები აქვს საერთაშორისო ბაზარზე – ამ თემებზე თაკო მექვაბიძე OK! Magazine Georgia-ს ესაუბრა:

 

 

მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ სწორედ თმის მოვლის ხაზის შექმნა?

სილამაზე ჩემთვის ყოველთვის უფრო ფართო ცნება იყო, ვიდრე მხოლოდ სამოსი. წლების განმავლობაში ვქმნიდი ქალის სრულ ვიზუალურ სახეს და მივხვდი, რომ ჯანსაღი და მოვლილი თმა ამ სილამაზის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქალებს ყოველდღიურად დაეხმარებოდა თავის მოვლაში.

როგორ გაჩნდა ამ ბრენდის იდეა და რამდენ ხანს მუშაობდით მასზე?

იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა აქტიური მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ. ფორმულების, დიზაინისა და კონცეფციის შექმნას დიდი დრო და ყურადღება დავუთმეთ, რადგან მინდოდა შედეგი სრულყოფილი ყოფილიყო.

რას მოიცავს ახალი ხაზი და ვისზეა გათვლილი?

პირველ ეტაპზე ხაზი მოიცავს შამპუნს, კონდიციონერსა და თმის ზეთს. ის გათვლილია ადამიანებისთვის, რომლებიც თმის ჯანმრთელობასა და ხარისხიან მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

რა განასხვავებს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან?

მთავარი განსხვავება არის ხარისხზე ორიენტირება, ფორმულებისადმი განსაკუთრებული მიდგომა და დეტალებზე ზრუნვა. თითოეული პროდუქტი შექმნილია ისე, რომ არა მხოლოდ ვიზუალურად იყოს მიმზიდველი, არამედ რეალურ შედეგსაც იძლეოდეს.

რა მოლოდინი გაქვთ  თმის მოვლის ხაზთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბრენდი საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეს. ჩვენი მიზანი თავიდანვე  ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

რამდენად იყავით ჩართული თითოეული პროდუქტის შექმნის პროცესში — ფორმულებიდან დაწყებული, შეფუთვის დიზაინით დასრულებული?

პროცესის ყველა ეტაპში ვიყავი ჩართული. დაწყებული ფორმულების შერჩევით, დასრულებული შეფუთვის თითოეული დეტალით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ზუსტად ასახავდეს იმ ღირებულებებს, რასაც ჩემი ბრენდი წარმოადგენს.

 

დღეს სილამაზის ინდუსტრიაში კონკურენცია ძალიან დიდია. რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა სწორედ თქვენი ბრენდი?

იმიტომ, რომ ამ პროდუქტებში დიდი შრომა, გამოცდილება და სიყვარულია ჩადებული. მომხმარებელს ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქტს, ასევე ულამაზეს შეფუთვას. ესთეთიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან და ეს ამ პროდუქტშიც იგრძნობა.

თავად რამდენად მკაცრი ხართ საკუთარი თავის მიმართ, როდესაც საქმე ხარისხს ეხება?

ძალიან მკაცრი ვარ. ხშირად ყველაზე დიდი კრიტიკოსი საკუთარი თავისთვის თავად მე ვარ. თუ რამე ჩემს სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ის მომხმარებლამდე არ მიდის. მაქსიმალისტი ვარ, რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს – ისე ვერ განვითარდები, მაგრამ ამ შეცდომებით ვსწავლობ და ვვითარდები!

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამ თმის მოვლის ხაზს პირველად გამოიყენებენ?

პირველ რიგში, მინდა, რომ იგრძნონ სიყვარული და ზრუნვა, რაც ამ პროდუქტის შექმნაში ჩავდეთ. დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მალე დაინახავენ.

თმის მოვლის ხაზის შემდეგ, აპირებთ თუ არა სილამაზის სფეროში კიდევ სხვა მიმართულების განვითარებას?

დიახ, რამდენიმე საინტერესო იდეა უკვე გვაქვს და ეტაპობრივად აუცილებლად გავაფართოებთ მიმართულებებს.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალ  პროექტებზე და საერთაშორისო მიმართულებების განვითარებაზე. დეტალების გამხელა ჯერ ადრეა, თუმცა ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება.

 

 

1 of 10
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

 

წლებია, თქვენი დიზაინი არაერთი ცნობილი ადამიანის არჩევანია. როგორ შეიცვალა თაკო მექვაბიძე, როგორც დიზაინერი?

გამოცდილებამ უფრო თავდაჯერებული და მომთხოვნი გამხადა. თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა –   ემოცია, რომელსაც თითოეული ახალი პროექტის დაწყებისას ვგრძნობ.  სულ მინდა რაღაც ახალი შევქმნა.

რა არის ის მთავარი პრინციპი, რომელსაც მუშაობისას არასდროს ღალატობთ?

ხარისხი და გულწრფელობა. მჯერა, რომ დრო გადის, ტენდენციები იცვლება, მაგრამ ხარისხი ყოველთვის ფასობს.

არის თუ არა კაბა, რომელიც თქვენს კარიერაში ყველაზე გამორჩეულად მიგაჩნიათ?

რამდენიმე განსაკუთრებული ნამუშევარი მაქვს, თუმცა ყველაზე გამორჩეულად მაინც ის კაბები მიმაჩნია, რომლებმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და ქართული დიზაინი მსოფლიოს გააცნო. მაგალითად ჩემი ნეონის პერანგი, რომელიც კენდელ ჯენერმა მოირგო. ეს ძალიან მეამაყება.

 

თარგამაძის შვილის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე განხილული მოვლენა იყო. თქვენთვის რას ნიშნავდა ეს?

საოცარი ქორწილი იყო. ვიმუშავე სტაფის ჩაცმულობაზე. ეს ჩემთვის დიდი ნდობის გამოხატულება იყო. სასიამოვნოა, იმ ხალხის გალამაზება, ვინც სტუმრებს მასპინძლობს.

 

 

1 of 4
- +

1.

2.

3.

4.

 

რამდენი კაბა შექმენით ამ ღონისძიებისთვის?

ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე კაბა შევქმენით. ძირითადად ჩემი ერთგული მომხმარებლები იყვნენ. დაახლოებით – 10, შეიძლება მეტიც. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. მეგონა, კოლექციაზე ვმუშაობდი.

 იყო თუ არა ამ კაბებიდან რომელიმე სპეციალურად ამ ქორწილისთვის შექმნილი ექსკლუზიური დიზაინი?

დიახ, რამდენიმე კაბა სრულად ექსკლუზიურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა და თითოეული მათგანი კონკრეტულ ადამიანს მოერგო.


ცოტა ხნის წინ ბრენდის იუბილე აღნიშნეთ, მოგვიყევით ამის შესახებ:

ცოტა ხნის წინ ჩემი ბრენდის 15 წლის იუბილე აღვნიშნეთ, რომელიც ძალიან გრანდიოზული ღონისძიება იყო. გაიმართა დიდი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო  წლების განმავლობაში შექმნილი კოსტიუმები და ნამუშევრები – როგორც ძველი კოლექციები, ასევე ბრენდის საწყის ეტაპზე შექმნილი ნივთები, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ცნობილ ადამიანს ეცვა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა
OK! News

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK! ტომ ჰოლანდი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა
OK! News

#OK! ტომ ჰოლანდი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა

September 16, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები
OK! News

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
OK! News

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები