• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

3 ნოემბერს ამერიკელი მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავი კენდალ ჯენერი 31 წლის გახდა. კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი წლებია მოდის ინდუსტრიის წამყვანი სახეა, თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ პოდიუმებს, კამერებსა და ცნობილ ოჯახს არ უკავშირდება – გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს კენდალ ჯენერის შესახებ.

 

კენდალის სრული სახელია კენდალ ნიკოლ ჯენერი. მისი მეორე სახელი ნიკოლ დედამ, კრის ჯენერმა, ოჯახის მეგობრის, ნიკოლ ბრაუნ სიმპსონის პატივსაცემად შეურჩია.

სამოდელო კარიერა კენდალმა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2009 წელს ის სამოდელო სააგენტო Wilhelmina Models-ს შეუერთდა, პირველი მნიშვნელოვანი სარეკლამო კამპანია კი Forever 21-ისთვის გადაიღო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კამერების წინ იზრდებოდა, კენდალი რეალურად საკმაოდ მორცხვი იყო. ოჯახის რეალითი შოუში მონაწილეობა მისთვის ყოველთვის კომფორტული არ ყოფილა -არაერთხელ უთქვამს, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ უყვარს.

 

ცხენოსნობა კენდალის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა. ჯირითი ძალიან პატარა ასაკში დაიწყო და დღემდე თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ცხენებთან ატარებს. ეს ჰობი მისთვის მხოლოდ გართობა არ არის – თავად ამბობს, რომ ცხენოსნობა ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

 

 

საკუთარი ტეკილას ბრენდის შექმნამდე კენდალმა პროდუქტი ანონიმურად გამოსცადა. 2021 წელს მან 818 Tequila წარადგინა, თუმცა მანამდე სასმელი სხვადასხვა კონკურსზე საკუთარი სახელის გარეშე გაგზავნა. სურდა გაეგო, როგორ შეაფასებდნენ პროდუქტს მხოლოდ გემოს მიხედვით და არა ცნობილი გვარის გამო.

 

 

ბრენდის სახელწოდება 818 შემთხვევითი არ არის. ეს კალიფორნიის სან-ფერნანდოს ველის სატელეფონო კოდია – იმ რეგიონის, სადაც კენდალი გაიზარდა.

კენდალს განსაკუთრებულად აინტერესებს ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. თავისუფალ დროს უყვარს სახლების, ინტერიერებისა და უჩვეულო არქიტექტურული შენობების დათვალიერება. ამ ინტერესის ნაწილი საკუთარ სახლშიც აისახა, რომლის მოწყობაშიც თავად აქტიურად მონაწილეობდა.

 

პირადი სივრცე იმდენად უყვარს, რომ ლოს-ანჯელესის სახლი ოჯახის წევრების საცხოვრებლებისგან მოშორებით შეარჩია. არაერთხელ უთქვამს, რომ მარტო ყოფნა და საკუთარ თავთან დროის გატარება სჭირდება.

 

 

კენდალს საკმაოდ უჩვეულო ჩვევა აქვს – აბაზანის სარკეზე ბავშვობის ფოტოები აქვს გაკრული. როგორც Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს მისთვის ერთგვარი შეხსენებაა, რომ საკუთარი თავის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი უნდა იყოს. როდესაც გარეგნობას ზედმეტად აკრიტიკებს ან რთულ პერიოდს გადის, ბავშვობის ფოტოებს უყურებს და ცდილობს, საკუთარ თავს ისეთივე სიყვარული და მზრუნველობა აჩუქოს, როგორსაც პატარა ასაკში იმსახურებდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა
OK! კულტურა

#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა

November 2, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები
OK! კულტურა

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026
#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

May 5, 2026
#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

April 12, 2021
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

November 4, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები