• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყოველი წლის 31 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰელოუინს აღნიშნავენ – ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს ირგებენ, სახლებს გოგრის ფარნებით აფორმებენ, ბავშვები კი მეზობლების კარზე აკაკუნებენ და ტკბილეულს ითხოვენ. ერთი შეხედვით, ჰელოუინი მხოლოდ მხიარული გართობის დღეა, თუმცა მის უკან მრავალსაუკუნოვანი ისტორია და არაერთი საინტერესო ტრადიცია დგას.

 

 

ჰელოუინის ისტორია კელტურ დღესასწაულ სამჰეინს (Samhain) უკავშირდება. კელტები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მათ შორის დღევანდელი ირლანდიის, შოტლანდიისა და ბრიტანეთის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. მათთვის 1 ნოემბერი ახალი წლის დასაწყისს აღნიშნავდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მოსავლის აღება სრულდებოდა, თბილი სეზონი მთავრდებოდა და ზამთარი იწყებოდა.

კელტურ წარმოდგენებში წელიწადი ორ ნაწილად იყოფოდა – ნათელ და ბნელ პერიოდებად. სამჰეინი ზამთრის, სიცივისა და სიბნელის დაწყებას აღნიშნავდა. ამასთან, არსებობდა რწმენა, რომ 31 ოქტომბრის ღამეს ცოცხლებისა და გარდაცვლილთა სამყაროებს შორის საზღვარი განსაკუთრებით თხელდებოდა და მიცვალებულთა სულებს დედამიწაზე დაბრუნება შეეძლოთ.

 

ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ ღამეს მათთან ერთად სხვადასხვა ზებუნებრივი არსებაც გამოჩნდებოდა. ამიტომ სამჰეინის აღნიშვნა მხოლოდ მოსავლის დასრულების დღესასწაული არ ყოფილა – მას განსაკუთრებული რელიგიური და მისტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ოჯახები საკვებს ამზადებდნენ, ზოგიერთ ტრადიციაში გარდაცვლილთა სულებისთვისაც ტოვებდნენ შესაწირს, ხალხი კი დიდ კოცონებს ანთებდა – ცეცხლს დამცავი ძალა მიეწერებოდა: მიიჩნევდნენ, რომ ის ბოროტ სულებს განდევნიდა.

ადამიანები ამ ღამეს ნიღბებს იყენებდნენ – ამით ცდილობდნენ თავადაც სულებს დამსგავსებოდნენ და ყურადღება არ მიექციათ.

 

 

საუკუნეების შემდეგ ეს ტრადიცია სხვა ფორმით გაგრძელდა. შოტლანდიასა და ირლანდიაში გავრცელებული იყო ე.წ. guising – კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები სახლიდან სახლში დადიოდნენ, სიმღერას მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, ხუმრობებსა და პატარა წარმოდგენებს მართავდნენ და სანაცვლოდ საკვებს ან სხვა საჩუქრებს იღებდნენ.

როგორ იქცა სამჰეინი ჰელოუინად?

 

დროთა განმავლობაში კელტურ ტერიტორიებზე ქრისტიანობა გავრცელდა და ადგილობრივი ტრადიცია დავიწყებას მიეცა. VIII საუკუნეში დასავლურმა ეკლესიამ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის ხსენების დღედ დააწესა. ამ დღეს All Saints’ Day ან All Hallows’ Day ეწოდება. მის წინა საღამოს კი All Hallows’ Eve.

დროთა განმავლობაში ეს სახელწოდება შემოკლდა და დღევანდელი Halloween მივიღეთ.

მოგვიანებით, 2 ნოემბერს, გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი დღე – All Souls’ Day – დამკვიდრდა. ამ პერიოდში ადამიანები გარდაცვლილ ახლობლებს ლოცვით იხსენებდნენ. ასე ჩამოყალიბდა სამდღიანი პერიოდი, რომელიც წმინდანებისა და მიცვალებულთა ხსენებას უკავშირდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ჰელოუინი მხოლოდ ერთი უძველესი დღესასწაულის უცვლელი გაგრძელება არ არის. მისი დღევანდელი ტრადიციები სხვადასხვა ეპოქაში ჩამოყალიბებული კელტური, ქრისტიანული და ევროპული ხალხური წეს-ჩვეულებების ნაზავია.

რატომ არის ჰელოუინის მთავარი სიმბოლო გოგრა?

 

ჰელოუინის წარმოდგენა გოგრის გარეშე თითქმის შეუძლებელია. თუმცა თავდაპირველად ამ ტრადიციის მთავარი ატრიბუტი გოგრა სულაც არ ყოფილა.

ირლანდიასა და შოტლანდიაში ადამიანები საშიშ სახეებს თალგამსა და სხვა ძირეულ ბოსტნეულზე ჭრიდნენ, შიგნით კი ანთებულ სანთელს ათავსებდნენ. ასეთ ფარნებს სახლების კარებთან ან ფანჯრებთან დგამდნენ, რათა ბოროტი სულები დაეფრთხოთ.

როდესაც XIX საუკუნეში ირლანდიელი ემიგრანტები ამერიკაში გადავიდნენ, ეს ტრადიციაც თან წაიღეს. ჩრდილოეთ ამერიკაში კი გოგრა გაცილებით ხელმისაწვდომი და გამოსაკვეთად მოსახერხებელი აღმოჩნდა, ამიტომ თანდათან თალგამი გოგრამ ჩაანაცვლა. ასე იქცა განათებული გოგრა ჰელოუინის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ.

რიტუალები

ვაშლით მკითხაობა – Apple Bobbing

 

ჰელოუინის ერთ-ერთი ძველი გასართობი ვაშლით მკითხაობაა. წყლით სავსე დიდ ჭურჭელში ვაშლებს ყრიან, მონაწილეები კი ხელების დაუხმარებლად, მხოლოდ პირით ცდილობენ მათ დაჭერას. ტრადიცია ბრიტანეთისა და ირლანდიის ხალხურ თამაშებს უკავშირდება. ვაშლი სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ამიტომ თამაშს ზოგჯერ მომავალი მეუღლის გამოცნობასაც უკავშირებდნენ.

სარკეში მომავალი მეუღლის დანახვა

 

ძველ შოტლანდიურ და ირლანდიურ ხალხურ რწმენებში არსებობდა წარმოდგენა, რომ ჰელოუინის ღამეს გაუთხოვარ ქალებს შეეძლოთ სარკეში მომავალი მეუღლის სახე დაენახათ. ამისთვის ისინი გარკვეულ რიტუალებს ასრულებდნენ:

  • სანთლის შუქზე სარკეში ჩახედვა – გოგონა ბნელ ოთახში, ანთებული სანთლით ხელში, სარკეში იყურებოდა. ხალხური რწმენით, თუ რიტუალი სწორად შესრულდებოდა, სარკეში მისი მომავალი მეუღლის სახე გამოჩნდებოდა.
  • კიბეზე სარკით ჩასვლა – ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სანთლით ხელში ჩადიოდა კიბეზე და სარკეში იყურებოდა. სჯეროდათ, რომ ასე მომავალი ქმრის სახეს დაინახავდა.
  • ვაშლის რიტუალი – გოგონა ვაშლს სანთლის შუქზე აცლიდა კანს ისე, რომ ერთი გრძელი ნაჭერი გამოსულიყო, შემდეგ მხარზე გადაიგდებდა. კანის ფორმაში კიმომავალი მეუღლის სახელის პირველი ასოს ამოკითხვას ცდილობდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები