• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო – ვიდეოს მთავარი გმირი 23 წლის გიორგი ნონიაშვილია, სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მოცეკვავე, რომლისთვისაც ცეკვა ბავშვობიდან ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

როგორ დაიწყო გიორგის გზა ქართულ ცეკვაში, ვინ დგას სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიღმა და როგორ შეხვდა მოულოდნელ პოპულარობას? ამ და სხვა საკითხებზე გიორგი OK! Magazine-ს ესაუბრა.

 

 

პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ გაეცნობოდით ჩვენს მკითხველს და რას გვეტყოდით საკუთარ თავზე?

გამარჯობა, მე ვარ გიორგი ნონიაშვილი, 23 წლის, სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მოცეკვავე. ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ.

ეს პროფესია დიდ შრომას, დისციპლინასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს, თუმცა ჩემთვის ცეკვა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და რომლის გარეშეც ჩემი ყოველდღიურობა რთულად წარმომიდგენია.

 

რამდენი წელია, რაც ცეკვავთ და როგორ მოხვედით ამ სფეროში?

ცეკვაზე დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის ასაკში დედამ შემიყვანა. ძალიან პატარა ვიყავი და ახლაც მახსოვს, როგორ მერეოდა მარჯვენა და მარცხენა მხარე. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ცეკვა ჩემი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა.

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო და დროთა განმავლობაში ეს გატაცება ჩემს ყოველდღიურობად იქცა. სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთში“ კი სამი წლის წინ მივედი და დღემდე აქ ვარ. ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ცეკვა ის სფეროა, რომელშიც განვითარება და ახლის სწავლა არასდროს სრულდება.

 

 

ცეკვის გარდა, რით ხართ დაკავებული? გვიამბეთ თქვენი საქმიანობის, ინტერესებისა და იმ ყოველდღიურობის შესახებ, რომელსაც მაყურებელი სოციალური ქსელების მიღმა ვერ ხედავს.

ჩემი ყოველდღიურობა ძირითადად ცეკვასა და ვარჯიშს უკავშირდება, რადგან ეს პროფესია დიდ ფიზიკურ მომზადებას, გამძლეობასა და მუდმივ შრომას მოითხოვს. მოცეკვავისთვის მნიშვნელოვანია, ფორმაში იყოს და საკუთარ შესაძლებლობებზე ყოველდღიურად იმუშაოს.

მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად დროის გატარება. ოჯახი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია და მათთან ყოფნა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სწორედ ოჯახთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა ბედნიერმა დღემ დაუდო საფუძველი იმ ვიდეოს, რომელიც დღეს უკვე ბევრისთვის არის ცნობილი.

 

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც მოულოდნელად ხდება პოპულარული. თქვენი ვიდეოს შემთხვევაში როგორ დაიწყო ყველაფერი – თავად ელოდით ასეთ გამოხმაურებას თუ თქვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა?

მსგავს გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. მით უმეტეს, ეს ვიდეო პირველად მე არ ამიტვირთავს – ის ჩემმა მეგობარმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ყველაფერი ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანის, დავითისა და თამუნას ქორწილიდან დაიწყო. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან და ეს ბედნიერი დღე ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო. ცეკვაც  სწორედ მათ მივუძღვენი. ეს უბრალოდ ოჯახური სიხარულის ერთი მომენტი იყო, რომელიც მეგობარმა გადაიღო და გააზიარა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ ვიდეოს ამდენი ადამიანი ნახავდა და ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

 

 

სასიამოვნოა, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანების სიხარულთან დაკავშირებული მომენტი სხვებისთვისაც საინტერესო და ემოციური ხდება. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ ზოგჯერ სრულიად უბრალო, გულწრფელ მომენტებს ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს.

 

 

რამდენად დიდ ადგილს იკავებს ცეკვა თქვენს ცხოვრებაში? სამომავლოდაც ამ მიმართულებით აპირებთ განვითარებას თუ სხვა პროფესიული მიზნებიც გაქვთ?

ცეკვა ჩემი ყოველდღიურობაა და დღის დიდ ნაწილს სწორედ დარბაზში ვატარებ. ეს არის სფერო, რომელშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარება მსურს. ვფიქრობ, მოცეკვავისთვის მნიშვნელოვანია, არასდროს დაკმაყოფილდეს უკვე მიღწეულით, რადგან ყოველი ახალი დღე გამოცდილებასა და წინსვლის შესაძლებლობას გაძლევს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავაგრძელო ამ მიმართულებით განვითარება, დავაგროვო მეტი გამოცდილება და კიდევ უფრო დავიხვეწო, როგორც მოცეკვავე. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ცეკვაში წინსვლა და იმ საქმის კეთებაა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

ასევე გაეცანი

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   
OK! News

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან
OK! News

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

November 2, 2026
#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს
OK! News

#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს
OK! News

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები