• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჯონ გალიანო მოდის ინდუსტრიაში ახალი პროექტით ბრუნდება – დიზაინერი Zara-სთან თანამშრომლობას აგრძელებს – „Re{form} Zara“ 1 ოქტომბერს გამოვა.

კონცეფცია თავად გალიანოს ხედვას ეფუძნება და მისი მთავარი გზავნილია: „Authored by Couturier John Galliano. Built from our Memory, Made for Now“. დიზაინერი Zara-ს არქივს გადაავლებს თვალს და ბრენდის წარსულიდან შერჩეულ ელემენტებს საკუთარი ხედვით წარმოგვიდგენს.

 

სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა დიზაინერის კარიერის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე – გალიანო კვლავ საერთაშორისო მოდის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც MET GALA-მ მისი კარიერისადმი მიძღვნილი გამოფენა გააუქმა.

გამოფენა ნიუ-იორკის Costume Institute-ში 2027 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. პროექტის გაუქმების შესახებ მუზეუმმა და დიზაინერმა აგვისტოს ბოლოს ერთობლივად განაცხადეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კრიტიკა, რომელიც გალიანოს 2011 წლის ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებებს უკავშირდება.

 

„უღრმესი მადლობა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს, განსაკუთრებით კი მაქს ჰოლეინს, ენდრიუ ბოლტონსა და ანა ვინტურს. ჩემი შემოქმედებითი გზის განხილვამ იმ დაწესებულებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაფასებდი, იმაზე მეტად აღმაფრთოვანა, ვიდრე ამის გადმოცემა შემიძლია.

ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, დიდი მწუხარებით გადავწყვიტე, რომ უმჯობესია, გამოფენა ამ დროისთვის არ ჩატარდეს.

სრულად ვარ პასუხისმგებელი წარსულში ჩემი სიტყვებით გამოწვეულ ტკივილზე, განსაკუთრებით იმ ტკივილზე, რომელიც ებრაულ და აზიურ თემებს მივაყენე, და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მესმის, რომ ამას გამოფენით, ინსტიტუციური აღიარებით ან ერთი საჯარო ჟესტით ვერ გამოვისყიდი. ეს არის მუდმივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვლინდება მოსმენით, სწავლითა და ქცევით.

 

არ მინდა, რომ ჩემს გარშემო მიმდინარე დებატებმა მეტროპოლიტენის მუზეუმი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს. ვაღიარებ და პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ჩემი ნამუშევრებისადმი მიძღვნილი გამოფენა ზოგიერთისთვის მტკივნეული იქნებოდა.

ასევე მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ალკოჰოლიზმისა და დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების გზაზე მეხმარებოდა და გვერდით მედგა“ – ნათქვამი იყო გალიანოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2011 წელს ჯონ გალიანო Dior-ის კრეატიული დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პარიზის ერთ-ერთ ბარში ანტისემიტური და რასისტული განცხადებები გააკეთა. ინციდენტს სასამართლო პროცესი მოჰყვა და დიზაინერი რასისტული და ანტისემიტური შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს. სკანდალის შემდეგ გალიანო გარკვეული პერიოდი მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა, თუმცა მოგვიანებით კარიერა Maison Margiela-ში გააგრძელა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

ჯონ გალიანოს „Met Gala-ს“ გამოფენა გაუქმდა – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

ასევე გაეცანი

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 21, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები