• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

January 27, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

 

კიჩისა და ავანგარდის მეფემ, ბრიტანელმა დიზაინერემა ჯონ გალიანომ სახელი თავისი ეპატაჟური კოლექციებით გაითქვა. მისი კარიერა მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დრამატულია.
ჯონ გალიანო პარიზის მაღალი მოდის სახლების Givenchy-ს, Christian Dior-ის და საკუთარი ბრენდის, John Galliano-ს მთავარი მხატვარ-მოდიელი იყო, თუმცა 2011 წელს მოდის სამყაროში პერსონა ნონ გრატად გამოცხადეს და რასისტული შენიშვნების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2015 წელს მან პარიზის მოდის სახლის Maison Margiela-ს კრეატიულ დირექტორად დაიწყო მუშაობა, რომელიც 2024 წელს დატოვა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ სადაც  არ უნდა იყოს, ჯონ გალიანო რჩება დიზაინერად, რომელმაც მაღალი მოდის განმარტება სამუდამოდ შეცვალა.

გთავაზობთ ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

Les Incroyables, 1984

გალიანოს დებიუტი მოდაში მისი სადიპლომო პროექტით – „Les Incroyables (and Merveilleuses)“ შედგა, რომელიც შთაგონებული იყო საფრანგეთის რევოლუციითა და მოდის მოყვარული როიალისტი ახალგაზრდებით, რომლებიც თავიანთი მანერებითა და პროვოკაციული ტანსაცმლით გამოირჩეოდნენ.

Givenchy, Couture 1996 წელი

ბრიტანელი დიზაინერის დებიუტი ფრანგული მოდის სახლში  ანდერსენის „პრინცესა მუხუდოს მარცვალზე“-ს გალიანოსეული ინტერპრეტაცია გახდა.

ჯონ გალიანო, 1997 წლის შემოდგომა

გალიანოს კოლეგებმა Vogue-დან შემოდგომა/ზამთრის კოლექცია აღწერეს, როგორც „ჰოლივუდის თვალით დანახული ძველი ეგვიპტის პაროდია“, სადაც გალიანოს სცენარით კლეოპატრა სიდისა და ნენსის ხვდება.

კრისტიან დიორი, 2000 წლის შემოდგომა

რეპ-შემსრულებლის სტილით შეზავებული გლამურის გზამკვლევი, სადაც სიასამური შინშილას ხვდება, ლეოპარდი – ჯინსს, ტრენჩქოტები კი გაზეთის პრინტიან საკულტო კაბებს.

კრისტიან დიორი, 2003 წლის შემოდგომა

სექს-რობოტებმა და ფეტიშის დედოფლებმა მეთვრამეტე საუკუნის ფერადი აზიური სამოსი კაბუკის მაკიაჟით წარმოადგინეს – კრისტალებითა და ორგანზას ფენებით მორთული ვარდისფერი ატლასის პალტო, ტანზე მომდგარი შარვალი ატმისფერ ჟაკეტთან ან  ბეწვის მოკლე კაბასთან ერთად.

Christian Dior, Couture, 2005 წლის შემოდგომა

გალიანო მორიგ მოგზაურობას იწყებს, მაგრამ ამჯერად ფრანგული ბრენდის მდიდარ ისტორიაში, სადაც თითოეული ლუქი პრინცესა მარგარეტთან და ფრანგული მიუზიკ-ჰოლის ერთ-ერთ სიმბოლოსთან, ზიზი ჟანმერთან შეხვედრაა. ეს მე-20 საუკუნის გენიალური ფოტოგრაფის, ირვინგ პენის და დიდი ინგლისელი ფოტოგრაფის სესილ ბიტონის სამყაროში მოგზაურობაა, რომლებმაც მოდის ეპოქა აღბეჭდეს.

ჯონ გალიანო, 2007 წლის შემოდგომა


კოლექცია-ომაჟი საკუთარ თავსა და ვინტაჟთან ურთიერთობაზე. ეს არის კოლექცია, რომელიც იხსენებს ყველაფერს, რაც დიზაინერმა პარიზში ცხოვრების პირველ წლებში გააკეთა.

ჯონ გალიანო, 2009 წლის შემოდგომა

ექსპედიცია რუსეთ-ბალკანეთის ფოლკლორში – პოდიუმზე ქარბუქი მძვინვარებს, ლაზერული განათება კი ქმნის ილუზიას, რომ მოდელები გვირაბს გადიან და დღევანდელი ცხოვრების მკაცრ რეალობას გაურბიან.

Maison Margiela, 2015 წლის გაზაფხული


ეს ჩვენება გალიანოსა და მარტინ მარჯიელას მიდგომებს ერთმანეთთან აკავშირებს – ორივეს უყვარდა ძველმანების ბაზრობები და მეორადი ნივთების მაღაზიები, სადაც თავიანთი კოლექციებისთვის მასალებს პოულობდნენ.

Maison Margiela, 2020 წლის გაზაფხული

პოლიტიკური აქტივიზმი, თავისუფლება და იმედი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამი საფუძველია, სადაც სამხედრო უნიფორმები და ექთნის ქუდები ტყავის ქურთუკებს, მეზღვაურის საყელოებს და პარაშუტის მსგავს კაბებს ეხამება. ჩვენება ლეონ დამის ენერგიული სიარულის წყალობით ვირუსულად გავრცელდა.

Maison Margiela, 2024 წლის გაზაფხული

გალიანოს ბოლო ჩვენებამ დიზაინერის გენიალურობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და გვაჩვენა რატომ გვიყვარს ის. ალექსანდრე III-ის ხიდის ქვეშ მან პარიზული ღამის ცხოვრების ატმოსფერო შექმნა, სადაც შუქები ოდნავ ბჟუტავს, იატაკი ჭრიალებს და ჭრელი საზოგადოება მჭიდროდ შეკრულ კორსეტებში, დახეულ პალტოებში და დახეული წინდებში გამოწყობილა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! პიკასოს მუზეუმში JACQUEMUS -ის ჩვენება გაიმართა

გაიგე მეტი: ჯონ გალიანო

ასევე გაეცანი

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები
OK! კულტურა

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026
ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები