• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ჯონ გალიანოს „Met Gala-ს“ გამოფენა გაუქმდა – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

September 2, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის გადაწყვეტილებით, „Met Gala-ს“ გამოფენის თემა, რომელიც ჯონ გალიანოს კარიერას ეძღვნებოდა, გაუქმდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც Metropolitan Museum of Art-ის მიერ ცნობილი დიზაინერისთვის დაგეგმილ რეტროსპექტივას საზოგადოების, ებრაული თემის წარმომადგენლების, ნიუ-იორკელი პოლიტიკოსებისა და მუზეუმის დონორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

 

გალიანოს გამოფენა „John Galliano: Horizons“ 2027 წლის 3 მაისს უნდა გახსნილიყო. დაგეგმილმა ღონისძიებამ მალევე გამოიწვია უკმაყოფილება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გახსნის თარიღი ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, იომ ჰაშოას, ემთხვეოდა. საბოლოოდ, თავად დიზაინერი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი შეთანხმდნენ, რომ მისი კარიერისადმი მიძღვნილი გამოფენა აღარ გაიმართებოდა.

 

მომხდართან დაკავშირებით გალიანომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა:

„უღრმესი მადლობა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს, განსაკუთრებით კი მაქს ჰოლეინს, ენდრიუ ბოლტონსა და ანა ვინტურს. ჩემი შემოქმედებითი გზის განხილვამ იმ დაწესებულებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაფასებდი, იმაზე მეტად აღმაფრთოვანა, ვიდრე ამის გადმოცემა შემიძლია.

ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, დიდი მწუხარებით გადავწყვიტე, რომ უმჯობესია, გამოფენა ამ დროისთვის არ ჩატარდეს.

სრულად ვარ პასუხისმგებელი წარსულში ჩემი სიტყვებით გამოწვეულ ტკივილზე, განსაკუთრებით იმ ტკივილზე, რომელიც ებრაულ და აზიურ თემებს მივაყენე, და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მესმის, რომ ამას გამოფენით, ინსტიტუციური აღიარებით ან ერთი საჯარო ჟესტით ვერ გამოვისყიდი. ეს არის მუდმივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვლინდება მოსმენით, სწავლითა და ქცევით.

არ მინდა, რომ ჩემს გარშემო მიმდინარე დებატებმა მეტროპოლიტენის მუზეუმი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს. ვაღიარებ და პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ჩემი ნამუშევრებისადმი მიძღვნილი გამოფენა ზოგიერთისთვის მტკივნეული იქნებოდა.

ასევე მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ალკოჰოლიზმისა და დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების გზაზე მეხმარებოდა და გვერდით მედგა“, – ნათქვამია დიზაინერის ვრცელ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 2011 წელს გალიანო Dior-ის კრეატიული დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პარიზის ერთ-ერთ ბარში ანტისემიტური და რასისტული განცხადებები გააკეთა. ინციდენტს სასამართლო პროცესი მოჰყვა და დიზაინერი რასისტული და ანტისემიტური შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს. სკანდალის შემდეგ გალიანო გარკვეული პერიოდი მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა, თუმცა მოგვიანებით კარიერა Maison Margiela-ში გააგრძელა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ჯონ გალიანო X Zara – კოლაბორაცია, რომელსაც არავინ ელოდა

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

ასევე გაეცანი

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026
#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?
OK! News

#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?

November 11, 2026
#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს
OK! News

#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები