• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დავიწყებული ქართული ხალხური დღესასწაულები და ტრადიციები

June 29, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საუკუნეების წინ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს საკუთარი, განსაკუთრებული რიტუალები და სახალხო ზეიმები ჰქონდა. ზოგი მათგანი გაზაფხულის მოსვლას ეძღვნებოდა, ზოგი უხვი მოსავლის იმედით იმართებოდა, ზოგიც ადამიანებისა და პირუტყვის კეთილდღეობის სურვილს უკავშირდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ტრადიციები ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა და დღეს მათი უმეტესობა მხოლოდ ისტორიულ წყაროებსა და ეთნოგრაფიულ ჩანაწერებშია შემორჩენილი.

ლამპრობა

ლამპრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხური დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში — სვანეთსა და რაჭაში — იყო გავრცელებული. მისი ფესვები ქრისტიანობამდელ ეპოქას უკავშირდება.

ეს რიტუალი ძირითადად ზამთრის მიწურულს ან გაზაფხულის დასაწყისში იმართებოდა და სიმბოლურად სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას აღნიშნავდა. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც — „ლამპრობა“.

მისი მთავარი მიზანი მომავალი წლის კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო — მოსავლიანობის გაზრდა, საქონლის გამრავლება, ადამიანთა ჯანმრთელობა.

ქვემო სვანეთში ლამპრობისთვის წინასწარ ამზადებდნენ არყისა და მუხის გამხმარი ტოტებისგან გაკეთებულ ე.წ. „ლამპრებს“. ეს იყო სპეციალური ჩირაღდნები, რომლებიც დღესასწაულის ღამეს ინთებოდა. ლამპრების რაოდენობა ოჯახის შემადგენლობას შეესაბამებოდა — რაც უფრო დიდი იყო ოჯახი, მით მეტი „ლამპარი“ ინთებოდა.

რიტუალი ხშირად ეკლესიაში იწყებოდა. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახირში მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ სპეციალური კვერები და იმართებოდა ზედაშეს (ღვინის) რიტუალური სმა. შემდეგ ხალხი თემის მასპინძლის — ე.წ. „მესვიმნიშის“ სახლში მიდიოდა, სადაც დღესასწაულის ძირითადი ნაწილი ტარდებოდა.

ბატონის კვირა

ძველ საქართველოში ინფექციურ დაავადებებს ხშირად „ბატონებს“ ეძახდნენ.

სწორედ აქედან მოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხალხური წარმოდგენა — „ბატონები“, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვთა ინფექციურ დაავადებებს (როგორიცაა წითელა, ყვავილი და სხვა) უკავშირდებოდა.

ამ რწმენაზე იყო დაფუძნებული „ბატონის კვირა“ — ამ დროს სახლში ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება თითქმის ჩერდებოდა. ოჯახის წევრები ცდილობდნენ სიჩუმისა და სიმშვიდის შენარჩუნებას, არ იყო ხმაური, კამათი ან მძიმე სამუშაო. მიიჩნეოდა, რომ სიმშვიდე „ბატონებს“ აწყნარებდა და ავადმყოფის მდგომარეობას აუმჯობესებდა.

რიტუალს თან ახლდა განსაკუთრებული დამოკიდებულება ავადმყოფის მიმართ. მას ხშირად უკეთებდნენ ტკბილ საკვებს, სახლში ინახავდნენ ფერად ქსოვილებს, ყვავილებს და სანთლებს. ეს ყველაფერი სიმბოლურად კეთილგანწყობის გამოხატვას ემსახურებოდა — ხალხს სჯეროდა, რომ „ბატონებს“ ლამაზი და მშვიდი გარემო უნდა მოსწონებოდათ.

ატოცობა

წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული ტრადიციული რელიგიური დღესასწაული, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში იმართებოდა. დღესასწაული ოქტომბრის პირველ ნახევარში იწყებოდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად შაბათ-კვირის დღეებში.

ატოცის წმინდა გიორგის ეკლესია ისტორიულად მნიშვნელოვანი სალოცავი ცენტრი იყო, რომლის მრევლსაც  ქართლის დასავლეთ მუნიციპალიტეტებისა და ზემო იმერეთის მცხოვრებნი წარმოადგენდნენ.

ზღუდრობა

ძველი ხალხური დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად იმართებოდა აღდგომიდან მეოთხე კვირას სოფელ კოტეხში (დღევანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია), ხოლო მეხუთე კვირას — ცხინვალში.

ცხინვალის ზღუდრის წმინდა გიორგის ტაძრის კარზე, ისტორიული გადმოცემების მიხედვით, ძველად ტარდებოდა როგორც მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ისე ღამისთევის წეს-ჩვეულებაც. დღესასწაული დაკავშირებული იყო წმინდა გიორგის კულტთან და ადგილობრივ ხალხურ რელიგიურ ტრადიციებთან.

კოჭაობა

„კოჭაობა“ ძველი ქართული ხალხური ტრადიციაა, რომელიც განსაკუთრებით მთიან რეგიონებში იყო გავრცელებული და ზამთრის მიწურულს იმართებოდა. ერთი შეხედვით ეს უბრალო ბავშვური თამაში,  ზამთრის დასრულების, ბუნების „გაღვიძებისა“ და გაზაფხულის მოახლოების სიმბოლოს წარმოადგენდა.

თამაშისას ცხოველის ფეხის პატარა ძვლებს — ე.წ. კოჭებს იყენებდნენ.

ხალხური წარმოდგენით, ზამთრის ბოლო პერიოდში ხმაური, მოძრაობა და თამაში სიმბოლურად „აღვიძებდა“ მიწას და ბოროტ ძალებს აფრთხობდა. ამიტომ კოჭაობას ერთგვარი რიტუალური დატვირთვაც ჰქონდა — ითვლებოდა, რომ რაც უფრო აქტიური და ხმაურიანი იქნებოდა თამაში, მით უფრო მალე დადგებოდა თბილი სეზონი.

ბერიკაობა

ბერიკაობა ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, რომელიც განაყოფიერებისა და შვილიერების კულტთან იყო დაკავშირებული.

ბერიკაობას ასრულებდნენ ბერიკები — მსახიობები, რომლებიც ნიღბების საშუალებით სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებდნენ. წარმოდგენები მკაცრად დადგენილ სცენარს არ ემყარებოდა და თაობიდან თაობას ზეპირი ტრადიციით გადაეცემოდა.

დროთა განმავლობაში ბერიკაობამ დაკარგა რელიგიურ-კულტური დატვირთვა და უფრო სოციალურ-კრიტიკულ სანახაობად გადაიქცა. წარმოდგენებში უკვე აისახა ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, სოციალური უთანასწორობა და პოლიტიკური სატირა. ბერიკები ხშირად დასცინოდნენ თავადებს, მოსამართლეებს, სასულიერო პირებს და უცხოელ დამპყრობლებსაც კი, რითაც ბერიკაობა ერთგვარ ხალხურ სატირად იქცა.

დიდ ბერიკაობაში მონაწილეობდნენ მხოლოდ მამაკაცები, ხოლო ცალკე იმართებოდა ქალებისა და მოზარდების წარმოდგენებიც. სპექტაკლი, როგორც წესი, იწყებოდა სოფლის „აწიოკების“ ან ხარკის აკრეფის იმიტაციით და თან ერთვოდა სიმღერა და მუსიკა.

თარჩია

დღეს საქართველოში ცხენოსნურ ტრადიციებზე საუბრისას ყველაზე ხშირად დოღი ან მარულა გვახსენდება, თუმცა წარსულში არსებობდა კიდევ ერთი თამაში — თარჩია, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებში სარგებლობდა დიდი პოპულარობით. დღეს ეს ტრადიცია თითქმის მთლიანად დავიწყებულია.

თარჩია ღია მინდორზე ან დიდ მოედანზე იმართებოდა და მასში ოთხი მხედარი მონაწილეობდა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეები დამსწრე ქალიშვილებიდან ირჩევდნენ მსაჯს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა. სწორედ ის განსაზღვრავდა თამაშის დაწყებას და ერთ-ერთ მხედარს მკლავზე ან საყელოზე ფერად მანდილს ამაგრებდა. ამ მომენტიდან მანდილის მფლობელი „თარჩია“ ხდებოდა.

თუ თარჩია მდევრებს გაექცეოდა და მანდილს წარმატებით მიიტანდა მსაჯთან, გამარჯვებულად სწორედ ის ცხადდებოდა.

თუმცა, თუ რომელიმე მხედარი მას დაეწეოდა და მანდილს წაართმევდა, თამაში არ სრულდებოდა. ახალი მფლობელი თავად ხდებოდა „თარჩია“, დანარჩენი მონაწილეები მას 50 მეტრით სცილდებოდნენ და მსაჯის სიგნალის შემდეგ დევნა თავიდან იწყებოდა. ეს თამაშს დინამიკურსა და სანახაობრივს ხდიდა.

ასევე გაეცანი

ომს შეწირული ნიჭი –  ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან
OK! კულტურა

ომს შეწირული ნიჭი – ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

August 17, 2026
„სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება“ – ნიკოლ კიდმანი განქორწინებაზე, სიყვარულსა და ტომ კრუზთან ქორწინებაზე საუბრობს
OK! News

„სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება“ – ნიკოლ კიდმანი განქორწინებაზე, სიყვარულსა და ტომ კრუზთან ქორწინებაზე საუბრობს

August 14, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები
OK! კულტურა

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
#OK! კარა დელევინი – დეპრესია, დამოკიდებულება და ბრძოლა საკუთარ თავთან
OK! კულტურა

#OK! კარა დელევინი – დეპრესია, დამოკიდებულება და ბრძოლა საკუთარ თავთან

August 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

August 20, 2021
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები