• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “მამებს სიყვარულს არ უხსნიან” – 21 ივნისი მამების დღეა

June 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საშინლად მიყვარს მამაჩემი.

მთელი დღეა, ეს აზრი ამეკვიატა.

უფრო სწორად,

მთელი ცხოვრებაა, ეს აზრი მაქვს აკვიატებული,

მაგრამ

მამამ არ იცის, როგორ მიყვარს,

მამებს სიყვარულს არ უხსნიან…

(ლაშა მარგიანი, „შენ მარტი არ ხარ“)

 

ეს სიტყვები ბევრისთვის ნაცნობი სიმართლეა. ალბათ იმიტომ, რომ მამასთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი გრძნობები ხშირად ჩუმად, სიტყვების გარეშე არსებობს.

დედებს სიყვარულს ხშირად უხსნიან. მამების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა — თითქოს არსებობს უხილავი შეთანხმება, რომ გრძნობები სიტყვების გარეშე უნდა გაიგონ. ამიტომაც ვტოვებთ ბევრ რამეს უთქმელს: მადლობას, სიამაყეს, სიყვარულს…

ბავშვობაში გვგონია, რომ მამას ყველაფერი შეუძლია. შეუძლია ველოსიპედის შეკეთება, გატეხილი სათამაშოს გამთელება, ნებისმიერი სირთულის გადალახვა ისე, თითქოს ეს ყველაზე მარტივი საქმე იყოს.

მაგრამ მერე ვიზრდებით და ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია — თავისი შიშებით, ტკივილითა და დაუცველობით.

ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ მისი ხელები თითქოს სხვანაირად დაღლილა. რომ თმაში უფრო ბევრი ჭაღარა გაჩნდა, ვიდრე გახსოვდა. რომ ნაბიჯი ოდნავ შენელდა. და მაშინ, თითქმის მოულოდნელად, ხვდები, რამდენად ჩუმად გადის დრო და რამდენი სიტყვა დარჩა უთქმელი.

ალბათ ბევრ მამას აქვს განცდა, რომ შვილისგან საკმარის სიყვარულს ვერ იღებს. ეს ყველაზე დიდი სიცრუეა. შეუძლებელია არ არსებობდეს სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც „მამა“ ჰქვია. თუმცა, სხვა სიყვარულისგან განსხვავებით, ეს გრძნობა ყველაზე ჩუმი, მაგრამ ყველაზე მტკიცეა.

ლაშა მარგიანი, პოეტი

„მამებს სიყვარულს არ უხსნიან“ — ეს აზრი ერთ დღეში არ გაჩენილა. ის წლების განმავლობაში დაგროვილი განცდების შედეგია.

ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემი ემიგრაციაში წავიდა. ოჯახის გადასარჩენად, ჩვენი მომავლისთვის, მან საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა და სამწუხაროდ, დღემდე ასეა. ბავშვობაში ამის გაგება მიჭირდა. იყო პერიოდები, როცა მის მიმართ გაუცხოებასაც ვგრძნობდი, პროტესტსაც, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო ჩემ გვერდით, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

სპორტით ვიყავი დაკავებული, შეჯიბრებებზე დავდიოდი და ხშირად ვხედავდი მამებს, რომლებიც შვილებს გულშემატკივრობდნენ. ამ დროს განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობდი მის არყოფნას. დედაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს დანაკლისი არ მეგრძნო, მაგრამ მაინც მახსოვს მისი დაღლილობა, მისი ტკივილი და ის ძალა, რომლითაც ოჯახს უძღვებოდა.

იმ წლებში მამასთან ურთიერთობაც რთული იყო. დღეს რომ ჩვეულებრივად ვრეკავთ და ვწერთ ერთმანეთს, მაშინ ასე არ ხდებოდა. ზოგჯერ კვირები გადიოდა ისე, რომ მხოლოდ ერთხელ ვახერხებდით საუბარს. დროის გასვლასთან ერთად, მით უფრო მიძლიერდებოდა სურვილი, მამასთან ახლოს ვყოფილიყავი, მისთვის ჩემი სიხარული და ტკივილი გამეზიარებინა.

ერთხელ, უკვე სტუდენტობის ასაკში, ვთხოვე, ჩამოსულიყო. ვიცოდი, რომ ეს მარტივი არ იყო, მაგრამ მან შეძლო. მეორე დღესვე ბილეთი აიღო და ჩამოვიდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო — თითქოს პირველად ვიგრძენი მამასთან ის ემოციური სიახლოვეს, რომელიც მთელი ბავშვობა მაკლდა.

მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობად გადაიქცა. დღეს ერთმანეთს ყოველდღიურ ამბებს, სიხარულს, პრობლემებს ვუზიარებთ. ეს ჩემთვის უდიდესი სიმდიდრეა.

მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ მამებს სიყვარულს იშვიათად ვუხსნით. არა იმიტომ, რომ არ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ამის თქმა ხშირად რთულია. სიტყვებზე მეტად ამას ქმედებებით გამოვხატავთ — ყურადღებით, ზრუნვით, ერთმანეთის გვერდით დგომით.

ალბათ ამიტომაც დავწერე, რომ „მამებს სიყვარულს არ უხსნიან“. ეს უფრო იმ უხილავ გრძნობაზეა, რომელსაც ხშირად ვერ ვამბობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება თან დაგვაქვს.

რაც შეეხება მამების მიმართ სიყვარულის გამოხატვას, მგონია, რომ ეს მხოლოდ სიტყვების თქმის სირთულე არ არის. ხშირად ეს მოლოდინებთანაც არის დაკავშირებული. ყოველთვის გაინტერესებს, რას გიპასუხებს მამა, როგორ შეხვდება შენს ემოციას, შენს ფიქრებს. შვილს ხშირად აქვს სურვილი, რომ მამამ იამაყოს მისით, მოიწონოს, გაამხნეოს.

ჩემს შემთხვევაში ამას კიდევ ერთი გარემოება ემატებოდა. ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი და მას შემდეგ, რაც მამა ემიგრაციაში წავიდა, გარკვეული პასუხისმგებლობები უნებლიეთ ჩემზეც გადმოვიდა. ეს შეიძლება პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც ასე ხდება. ბავშვობიდანვე გიჩნდება განცდა, რომ უფრო დიდი ხარ, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

მამასთან საუბრის დროსაც ხშირად მქონდა ეს შეგრძნება. როცა რაიმეზე ველაპარაკებოდი, თითქოს ყოველთვის მახსენებდნენ, რომ უკვე დიდი ვიყავი. დღეს ამას სხვაგვარად ვუყურებ, მაგრამ იმან, ბუნებრივია, თავისი კვალი დატოვა ჩვენს ურთიერთობაში.

არ ვამბობ, რომ ეს კარგი იყო ან ცუდი. უბრალოდ ასეთი იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა. როდესაც ემოციების პირდაპირ გამოხატვას ნაკლებად ეჩვევი, დროთა განმავლობაში გარკვეული უხილავი ბარიერებიც ჩნდება. არც მამას გამოსდის ყოველთვის ყველაფრის თქმა, არც შვილს. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ურთიერთობა ძალიან ძვირფასია, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდება იმ იდეალურ გულახდილობას, რომელიც ალბათ ორივეს სურს.

რას ეტყოდით მამას?

ერთხელ მკითხეს, შენს ლექსებს რაში გაცვლიდიო. იმ მომენტამდე ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს ლექსებს არაფერში გავცვლიდი. ძალიან მიჯაჭვული ვიყავი ამ აზრს. მაგრამ მაშინ ვუპასუხე: ჩემს ყველა ლექსს მამაჩემის ერთი ოცნების ახდენაში გავცლიდი-მეთქი.

მინდა, ეს იცოდეს.

ძალიან ხშირად მითქვამს მისთვის, რომ მიყვარს. შეიძლება ყოველთვის არა პირდაპირ ამ სიტყვებით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ყოველთვის იყო მცდელობა, მეგრძნობინებინა, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. რამდენად ძვირფასია და რამდენად მიხარია, რომ მისი შვილი ვარ.

და თუ დღეს კიდევ ერთი რამის თქმა მომიწევდა, ვეტყოდი, რომ სვანეთში, ჩვენს ეზოში, იმ სახლს ავაშენებთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. დადგება დღე, როცა ისიც იქ იცხოვრებს, მეც ჩემს ოჯახთან ერთად ხშირად ჩავალ და ამ ყველაფერს ერთად გავიზიარებთ.

ეს შეიძლება ყველაზე უბრალო ოცნება იყოს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ შვილების სიყვარული ხშირად სიტყვებში კი არა, პასუხისმგებლობაში, ერთგულებაში და იმ დაპირებების შესრულებაში ჩანს, რომელსაც მშობლებს ვაძლევთ.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები
OK! კულტურა

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია
OK! კულტურა

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია
OK! კულტურა

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები