• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სელმა ბლერი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

October 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსახიობი სელმა ბლერი ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ავიაკომპანია Delta Air Lines-ის თვითმფრინავში ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმას ედავებიან. ინციდენტი 11 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ რეისზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ფრენის დროს ბლერი აგრესიულად იქცეოდა. მას ერთ-ერთი ბორტგამცილებლის ცემას და მეორის დაკბენასაც ედავებიან – ერთ-ერთი მათგანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმფრინავის ნიუ-იორკში დაშვების შემდეგ სამართალდამცველებმა მსახიობი დააკავეს და სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შესწავლაში გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერთო.

ბლერის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობს ფრენის დროს ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემა შეექმნა, რამაც, მისი თქმით, ბრალდებაში აღწერილი ქმედებები გამოიწვია. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბლერს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს დამატებით ორი ბრალდებაც წაუყენეს. პროკურატურის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანისას ბლერმა პოლიციის თანამშრომელს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში – ექთანს დაარტყა.  სასამართლომ 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მომდევნო სასამართლო სხდომა 2027 წლის 19 იანვრისთვისაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ბლერი მსგავსი შემთხვევის გამო ყურადღების ცენტრში 2016 წელსაც მოექცა. მაშინ, მექსიკიდან ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ის საკაცით გადაიყვანეს. მოგვიანებით მსახიობმა განმარტა, რომ ალკოჰოლისა და მედიკამენტების შერევის გამო გონება დაკარგა და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა.

სელმა ბლერს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 2018 წლის აგვისტოში დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ საჯაროდ იმავე წლის ოქტომბერში განაცხადა. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და შესაძლოა მოძრაობის, კოორდინაციისა და სხვა ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! „ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ბნელი პერიოდი იყო“ – სანდრა ბულოკი ქმრის ღალატსა და განქორწინებაზე პირველად საუბრობს

ასევე გაეცანი

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   
OK! News

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან
OK! News

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

November 2, 2026
#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს
OK! News

#OK! კენდის სვეინპოლი დაინიშნა? – პაპარაცებმა მოდელი ოქროს ბეჭდით შენიშნეს

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს
OK! News

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები