• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქართველი პროდიუსერების წარმატება ვენეციაში – A Few Moments of Happiness Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა

September 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების მონაწილეობით შექმნილი ფილმი დაჯილდოვდა. შადენ საფიედინ ტაზის „A Few Moments of Happiness“ Orizzonti-ის სექციის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა.

 

ნამუშევრის პროდიუსერები ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა არიან, პროექტი კი მათ მიერ დაფუძნებული 1991 Productions-ის ლონდონის ფილიალის პირველი უცხოენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

„A Few Moments of Happiness“ ახალგაზრდა ლიბანელი რეჟისორის ისტორიას გვიყვება, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლიბანში მიმდინარე ომს ტელეფონის საშუალებით ადევნებს თვალს. სახლიდან, საკუთარი საწოლიდან, ის ყოველდღიურად აკვირდება სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს და ეკრანზე აღბეჭდილ ფრაგმენტებს აგროვებს.

 

ფილმი ომის მასშტაბურ სურათს პირდაპირ არ გვიჩვენებს. მისი მთავარი ფოკუსი სწორედ დისტანციაა – როგორ განიცდის ადამიანი საკუთარი ქვეყნის ტრაგედიას მაშინ, როდესაც იქ ფიზიკურად არ იმყოფება.

 

ტაზი გვიჩვენებს თაობას, რომელიც ომის მოწმე არა უშუალოდ ბრძოლის ველიდან, არამედ ტელეფონის ეკრანიდან ხდება – ხედავს სამშობლოს განადგურებას, თუმცა მის შეჩერებას ვერ ახერხებს. სწორედ ეს უძლურება და ემიგრაციაში ყოფნის განცდა ქმნის ფილმის მთავარ ემოციურ ხაზს.

პროექტის წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი პროდიუსერებისთვის – ანა ხაზარაძისა და ნინო ჩიჩუასთვის, რომლებიც 1991 Productions-ის თანადამფუძნებლები არიან.

კომპანიის  საქმიანობის მთავარი მიმართულება მხატვრული და დოკუმენტური ფილმების განვითარება და საერთაშორისო კოპროდუქციებია.

ანა ხაზარაძე London College of Communication-ის კინოსა და ტელევიზიის მიმართულების კურსდამთავრებულია, ნინო ჩიჩუამ კი კინო-ტელევიზიის წარმოება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Tisch School of the Arts-ში შეისწავლა.

 

მათ სხვა საერთაშორისო პროექტებს შორისაა ლევან აკინის „Crossing“, რომელიც 2024 წელს ბერლინის კინოფესტივალის Panorama-ს გახსნის ფილმი გახდა.

ვენეციის 83-ე კინოფესტივალი 12 სექტემბერს დასრულდა.  მთავარი ჯილდოს, ოქროს ლომის მფლობელი რეჟისორ მაი ელ-ტუხის ფილმი „Woman Unknown“ გახდა.

ფესტივალის ჟიურის გრან-პრი სამხრეთკორეელი რეჟისორის, ლი ჩანგ-დონგის, ფილმმა „Possible Love“ მიიღო, საუკეთესო რეჟისორად კი ილია ხრჟანოვსკი დასახელდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები

ასევე გაეცანი

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“
OK! News

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! ჰეიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილის იშვიათი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე
OK! News

#OK! ჰეიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილის იშვიათი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში
Fashion

#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში

October 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

September 10, 2024
#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

May 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

October 1, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

October 5, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები