• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„Victoria’s Secret“-ის ყოფილი ანგელოზი რომი სტრეიდი 2026 წლის შოუში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 31 წლის ნიდერლანდელმა მოდელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში თავად ისაუბრა უარის მიზეზსა და კასტინგის პროცესზე, რომელიც მისთვის განსაკუთრებით სტრესული აღმოჩნდა.

 

რომი სტრეიდი „Victoria’s Secret“-ის შოუზე 2014-დან 2018 წლამდე გამოდიოდა. წელს კი, ორი შვილის გაჩენის შემდეგ, პოდიუმზე დაბრუნება გადაწყვიტა. ამისთვის ზაფხულის განმავლობაში ვარჯიშობდა, სექტემბერში კი ნიუ-იორკში კასტინგზეც ჩავიდა.

მოდელის თქმით, თავდაპირველად ფიქრობდა, რომ პასუხს მალევე მიიღებდა, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერი სმენია.

 

„გონებრივად ეს ჩემთვის ერთგვარი ემოციური ატრაქციონი იყო, რადგან ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა, თუმცა არ ვიცოდი, მონაწილეობას მივიღებდი თუ არა. ორი შვილისა და ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების გათვალისწინებით, მოსამზადებლად დროის გამონახვა უფრო რთულია. ამ ყველაფერს ბევრი დრო და ენერგია დავუთმე“, – ამბობს მოდელი.

მოგვიანებით რომიმ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ შოუში მონაწილეობაზე უარი მიიღო. მისი თქმით, სააგენტოსგან განმარტება მოითხოვა, თუმცა პასუხმა კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო.

 

„უარი მივიღე და ეს ნორმალურია, რადგან უარი მოდელების პროფესიული ცხოვრების ნაწილია. პრობლემა ის არის, რომ სააგენტოსთან საუბრისას ვცადე გამერკვია, რატომ არ ამირჩიეს, თუმცა მითხრეს, რომ მათი აზრით, წელს შოუს არ მოვერგებოდი“, – ამბობს სტრეიდი.

„განცდა მაქვს, რომ სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნებიან. უბრალოდ გულწრფელები იყავით ჩემთან, ყველაფერი პირდაპირ მითხარით და მეც შევძლებ, გავაგრძელო ცხოვრება და ამ ამბავს შევეგუო. ამდენ ხანს გაურკვევლობაში ყოფნამ დიდი ემოციური სტრესი მომიტანა“.

სტრეიდი ამბობს, რომ ამ გამოცდილების შემდეგ „Victoria’s Secret“-ის კასტინგში მონაწილეობას, სავარაუდოდ, აღარ მიიღებს. სურს, ბრენდთან დაკავშირებული დადებითი მოგონებები შეინარჩუნოს და უსიამოვნო გამოცდილებას წარსული წარმატებების გადაფარვის უფლება არ მისცეს.

 

 

Victoria’s Secret Fashion Show  2026 წელს 18 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება ლოს-ანჯელესში ჩატარდება და, ტრადიციულად, მოდას, მუსიკასა და გრანდიოზულ სანახაობას გააერთიანებეს.

შოუს მაყურებელი პირდაპირ ეთერში Victoria’s Secret-ის ოფიციალურ YouTube-არხზე, ასევე ბრენდის Instagram-სა და TikTok-ზე იხილავს. პირდაპირი ტრანსლაცია ლოს-ანჯელესის დროით 16:30 საათზე, ნიუ-იორკის დროით კი 19:30-ზე დაიწყება.

წლევანდელი ღონისძიების მუსიკალური ნაწილი უკვე ცნობილია: პოდიუმზე ცოცხალი შესრულებებით KATSEYE, Megan Moroney, Megan Thee Stallion და Tate McRae წარდგებიან.

2026 წლის ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი ცნობილი მოდელი მიიღებს. ოფიციალურად დადასტურებულ მონაწილეებს შორის არიან ადრიანა ლიმა, ჯიჯი ჰადიდი, ალექს კონსანი, პალომა ელსესერი, ანოკ იაი, ეშლი გრემი, კენდის სვეინპოლი, ები ჩემპიონი, იმან ჰამამი და დევინ გარსია.

ასევე გაეცანი

#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?
OK! News

#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?

November 22, 2026
#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ
OK! News

#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

November 22, 2026
#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს
OK! News

#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

November 17, 2026
#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?
OK! News

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

March 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

November 22, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული  გზამკვლევი ერთ წიგნში

#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული გზამკვლევი ერთ წიგნში

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები