• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სასტუმრო მემუარი იქ, სადაც ქუთაისს შეიგრძნობ

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მემუარის მთავარი სავიზიტო ბარათი წარსულისა და იმ ადამიანების გაცოცხლებაა, ვინც ქუთაისის ცხოვრებაში თავიანთი კვალი დატოვეს.

 

ისტორიული მემკვიდრეობა

მემუარის ამბავი ქუთაისის ძველ უბანში იწყება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.

1892 წელს, ებრაელებისა და ფრანგების დასახლებას შორის, ორსართულიანი სახლი ააშენეს. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ის ებრაელ ვაჭარს ეკუთვნოდა.

 

Concept

სასტუმრო ქუთაისელ ქალბატონ ფატიმა კელესიდისსა და მის ოჯახს ეკუთვნის. ის ცნობილ დიზაინერს, ესმა ხეცურიანს დაუკავშირდა.

ასე გაჩნდა ქუთაისის რუკაზე ნიუ პორტის #5-ში მემუარი, 17 ნომრით, 49 ადგილითა და გამორჩეული დიზაინით.

ესმამ ძველი უბნის ძველ სახლში ძველი ისტორიები გააცოცხლა, ახალი სული ჩაუდგა და თითეული დეტალი მემუარული რაკურსით წარმოადგინა.

სახელი „მემუარი“ ესმა ხეცურიანის დიზაინკონცეფციისთვის ცნობილმა კომპანია გასტრონავტმა შექმნა.

 

სახელები

15 ადამიანის ისტორია, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მწერლობაში, ხელოვნებაში, ქორეორგაფიაში,მხატვრობაში, თეატრსა და მუსიკაში. აკაკი წერეთელი, ფელიქს ვარლა, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები, დები იშხნელები, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეები, ჯორჯ ბალანჩინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, დავით კლდიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ბორის გაპონოვი, გალაკტიონი და მერი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე ოცხელი და ვერიკო ანჯაფარიძე ერთმანეთს ენაცვლებიან და ესმას თვალით დანახული სასტუმროს კედლებიდან თანამედროვე პოსტერების სახით გვეგებებიან. პოსტერების დიზაინზე მარიამ ქორჩილავამ იმუშავა.

ვასილ ამაშუკელი, ულამაზესი მერი შერვაშიძე და მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე, თამადობაში განთქმული პიპინია მიქელაძე, ცნობილი პედაგოგი სილოვან ხუნდაძე და სხვა საინტერესო ადამიანები – მემუარში იმ გამორჩეული ქუთაისელების ფოტოებს შეხვდებით, ქალაქი განსაკუთრებით რომ უყვარდათ და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდნენ.

სტუმრებს დები იშხნელების უტკბილესი ჰანგებითა და ზაქარია ფალიაშვილის საოპერო კომპოზიციებით ეგებებიან. ეს მელოდიები წინა საუკუნეებში დაგაბრუნებთ და სიძველეებთან ერთად თანამედროვეობაში იმოგზაურებთ.

 

მემუარის სამზარეულო

მემუარის გასტრომონიმიული მიმართულება მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ძველი ქუთაისია, მდიდარი ქუთაისური, ებრაული, პოლონური თუ  ფრანგული ელემენტებით.

მემუარული გემოები სტუმრებს ძველ წლებში აბრუნებს და თავის ახლობელ დეიდას, მეზობელს, ნაცნობს ახსენებს, რომელიც საოცარი კულინარი იყო და ქალაქში იცნობდნენ, როგორც რომელიმე კერძის დიდოსტატს.

მონატრებული არომატებისა და გემოების გაცოცხლებაზე ქუთაისის სიყვარულით ამ ქალაქში დაბრუნებული პროფესიონალი შეფმზარეული ზრუნავს.

 

ღვინის მარანი

მემუარში გამორჩეული ინტერიერის ღვინის სივრცესაც შეხვდებით, სადაც ცნობილი და ამავდროულად, ახალბედა ღვინის მარნების პოპულარიზაცია ხდება. მთავარი გზავნილი ტურისტებისთვის იმ რვაათასწლიანი ისტორიის გაცნობაა, რომელიც საქართველოს ღვინის წარმოებასთან აკავშირებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ისტორიულად ღვინის სამშობლოა.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები