• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „სამოქალაქო თეატრი“ ქუთაისში

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რამდენიმე თვის წინ ქუთაისში „სამოქალაქო თეატრი“ დაარსდა, რომლის იდეა ქუთაისელებისთვის კარგად ნაცნობ ზეკო ხაჩიძეს ეკუთვნის. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები პერფორმანსებს ქუთაისური ისტორიების შესახებ ქმნიან და მაყურებელს იმ საინტერესო ეპოქაში აბრუნებენ, უძველესი ქალაქის ისტორიის ფურცლებს რომ ეკუთვნის.

 

როდის დაიბადა იდეა, შექმნილიყო „სამოქალაქო თეატრი“?

მესხიშვილის თეატრში ვმუშაობდი უკვე. მე შემოქმედებითი პროცესების კვლევა მაინტერესებდა, მაგრამ იქაც ადმინისტრაციული ფუნქცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩამბარდა. თუმცა მსახიობებთან უშუალო კონტაქტი მაინც მიცოცხლებდა ნამდვილ სურვილს. ხმამაღლა ვკითხულობდი პიესებს, ლიტერატურას თეატრის განვითარების ისტორიაზე, ვისმენდი მათ კამათს რეპეტიციების მერე, ვფიქრობდი რეპერტუარზე, ვცდილობდით სიახლეს, რომელიც ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველია. ერთხელაც, როცა მიშა ჩარკვიანი ჩვენთან „ჰეკაბეს“ დგამდა და პროცესებთან მეტი სიახლოვის ბუნებრივი მდგომარეობაც გაჩნდა, ჩემს ოთახში იდეა მომივიდა და პირველად რეზიკოს (რეზი ქაროსანიძე – მსახიობი, რეჟისორი) გავუმხილე – კონსტიტუციის თეატრალიზებული კითხვა უნდა მოგვეწყო და ეს იქნებოდა „სამოქალაქო თეატრის“ დასაბამი. ეს სიტყვათა შეთანხმებაც არასდროს წამიკითხავს ან გამიგონია მანამდე, მაგრამ ალბათ, სადმე არსებობდა. დღესაც არ ვიცი. ოღონდ ეს ორი სიტყვა ზუსტად გადმოსცემდა ჩემთვის ჩემი ესთეტიკის თეატრს. ეს იყო 2019 წელი.

 

უტოპიად ხომ არ გეჩვენებოდათ თავდაპირველად?

არა. მე ვფიქრობ, თუ რამე იბადება, თუნდაც თავიდან მხოლოდ სიტყვის სხეულითაც კი, მას აქვს სიცოცხლის და ზრდის შესაძლებლობა. ზუსტად ვხედავდი რა მინდოდა. რთული მხოლოდ თანამოაზრეების მობილიზება იყო, რადგან მიუხედავად იდეით აღფრთოვანებისა, თეატრში ჩემს მეგობრებს არ უყვართ თანმიმდევრულობა მიზნამდე მისასვლელად, რაც მათ პროფესიას უხდება კიდეც ხშირად, მაგრამ საქმის რეალიზებას ვნებს. ანუ, ამ შემთხვევაში რაციონალურის და ემოციურის ბალანსი ჭირს. არადა, ახლის შესაქმნელად, შემოქმედებითი იმპულსების გარდა, სხვა ძალაა საჭირო, ძალა და ნებისყოფის სტაბილურობა. ასე რომ, კონსტიტუციის თეატრალიზებული კითხვა კი გავაკეთეთ და ნამდვილად ორიგინალური და სახალხო პროექტი იყო თავისი შინაარსით და ფორმით (რეჟისორი რეზი ქაროსანიძე), მაგრამ „სამოქალაქო თეატრის“ დაბადება გადაიდო. „სამოქალაქო თეატრი“ თავის დროს უცდიდა.

 

 

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათი გარდასახვა პერფორმანსისთვის მარტივი იყო? რა სირთულეებს ეჯახებოდით?

როცა ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, იდეის მხარდაჭერა ვთხოვე და თანხმობა მივიღე, ამის შემდეგ განსაკუთრებულ სირთულედ არაფერი ჩამითვლია. ყველა დანარჩენი – უკვე მოსალოდნელი სიძნელეები იყო და ამაზე წუწუნის არც დრო და არც სურვილი არ მქონია. თუმცა იმაზე უფრო კარგად ვითარდებოდა ყველაფერი, ვიდრე მე წარმომედგინა. მეგობრებიც და უცნობებიც ერთნაირად გვეხმარებოდნენ სარეპეტიციო სივრცეების გამოყოფაზე, განათებაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. და ყველაფერი ეს მხოლოდ ენთუზიაზმით ხდებოდა. ქუთაისს აქვს ეს ჯადო.

რაც შეეხება გარდასახვის შიშებს, იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენი თამაშის ხერხი კორექტირდებოდა და არა ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად ეს წარმოუდგენელი ექსპერიმენტი თვალდახუჭულებმა გაბედეს. ასეთი შიშების დროს მე ვიყავი მშვიდი და გამოსავლის მაძიებელი. მევალებოდა და ვასრულებდი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

 

მუშაობის პროცესი და საინტერესო თავგადასავალიც ბლომად იქნებოდა, რომ გაიხსენოთ.

მუშაობის პროცესია მთავარი სიამოვნება. პირველ ცდაზე მეც მქონდა მეტი კრძალვა, რომ „მსახიობები“ არ დამეფრთხო. და რადგან ტექსტიც, ანუ პიესაც მე დავწერე, ცვლილებებიც ადვილად შემეძლო, თუმცა არ დაგვჭირდა. ზაფხულის პირველ თვეში უკვე დავიწყეთ სამაგიდო რეპეტიციები ყოველდღე, როცა ისინი გადაღებებიდან და ოფისებიდან ბრუნდებოდნენ, დაღლილები. იწყებდნენ კითხვას და ვხედავდი, როგორ ავიწყდებოდა თითოეულ მათგანს დაღლილობა. ეს უკვე იყო საიმედო სიმპტომი. მახსოვს, ქეთი ბერძენიშვილი, ჩვენი ძვირფასი მეგობარი, რამდენიმე დღით დაგვემშვიდობა, თბილისში მიდიოდა ანალიზებზე და მეორე საღამოს, სამგზავრო ჩანთით, პირდაპირ რეპეტიციაზე მოვიდა. გვიხაროდა ერთმანეთი და ეს გუნდური ენთუზიაზმი. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას ვქმნიდით, თანაც ისეთ ხალხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ღირსების ნაწილია. ეს გადამდებია, დამიჯერეთ.

გიო ჩუბინიძე, მაგალითად, რომელიც ფინალში ებრაელი ჯარისკაცის ტექსტს კითხულობს, შემთხვევით, „თეთრ ქვებში“ ყავის სმის დროს ვიპოვე. იქ მიმტანად მუშაობდა და საუბარი დამიწყო თეატრზე. უფრო სწორად, პრემიერაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა მესხიშვილელებს. მომეწონა. რამდენიმე კითხვა დავუსვი და მაშინვე შევთავაზე სასტუმრო „არგოში“ მოსვლა, სადაც საღამოობით რეპეტიციები გვქონდა. დედლაინი უკვე გვქონდა დათქმული ჩვენი პერფორმანსისთვის, მაგრამ ფინალი გაკეთებული არ მქონდა. არცერთ რეპეტიციაზე არ მოვიდა ფინალის შთაგონება, რატომღაც. ფინალის ტექსტსაც კი არ ვანაწილებდი. ყოველ ჯერზე მე ვკითხულობდი ხოლმე. ჰოდა, მოვიდა გიო. მისი იმ სივრცეში დანახვა და ხმის გაგონება საკმარისი იყო, რომ ჩემში ფინალიც დაიბადა. და ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.

 

მოყვარული მსახიობები როგორ შეარჩიეთ, რა კრიტერიუმის მიხედვით მოხდა ძირითადი შეფასება?

პროფესიონალიც გვყავს და თან როგორი. ასე პირდაპირ ავიღე და დავურეკე მარიკა მაჩიტიძეს, რომლის დედასთანაც ვმეგობრობთ. მარიკა არაჩვეულებრივი საოპერო მომღერალია, ნამდვილი „ქუთაისური ისტორიების“-ნაირი ოჯახის წარმომადგენელი. თბილისის და ქუთაისის ოპერის თეატრების სოლისტი. და ვთხოვე შეესრულებინა მარიამ კლდიაშვილი-ძნელაძის როლი, რომელიც პირველი დიპლომირებული საოპერო მომღერალი ქალია და ჩვენი პიესის ერთ-ერთი გმირი. მარიკა ამ თხოვნასაც გულანთებული შეუერთდა და „სამოქალაქო თეატრის“ ნამდვილ ღირებულებებსაც, რადგან თვითონაც არაჩვეულებრივი მოქალაქეა და გვეამაყება ჩვენს გუნდში.

კრიტერიუმი ერთი მქონდა – ვისთანაც არ შემრცხვებოდა ჩემი შეცდომები, ჩემი გამოუცდელობა და „მოყვარულობა“ ამ სფეროში. თავიდან ცოტამ დავიწყეთ: ეკა ფხაკაძე, ირაკლი ვაჩიბერაძე, ნესტან ჩაგელიშვილი, ნათია მკერვალიშვილი, ია იაშვილი, ქეთი ბერძენიშვილი, დათო ლიკლიკაძე, ხვიჩა ვაშაყმაძე. ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, ლუკა სვანიძე და გიორგი არაბიძე. მახსოვდა ისინიც, ვისთან ერთადაც, წინა წლებშიც გვიოცნებია სპექტაკლის დადგმაზე და ვერ მივიყვანეთ ვერასდროს ბოლომდე. მერე, ცოტა შეთამამებულმა, ნელ-ნელა გავზარდე რაოდენობა. მარიამ ირემაძე, გეგი ნემსიწვერიძე, ნონა კვარაცხელია – ჩვენი არაჩვეულებრივი კონცერტმაისტერი, ლუკა ფარჯიკია, გიო ჩუბინიძე, დიჯეი სომალი და ჩემი შვილის და ჩემი ახალგაზრდა მეგობრებისგან შემდგარი ტექნიკური გუნდი: ნიტა ხაჩიძე, მაკუნა შავგულიძე, თათა ქოჩიაშვილი და მისი უსაყვარლესი ძმები. ბოლოს შემოგვიერთდნენ ნიკა ნუცუბიძე და კობა მიშვიძე, ჩვენი ხმატკბილი ახალგაზრდები, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ „ქუთაისურ ისტორიებს“.

 

გვიამბეთ, რას ეხებოდა პირველი წარმოდგენა.

პირველი წარმოდგენა ჰყვება მე-19 საუკუნის მიწურულის ამბავს ქუთაისში, რომელსაც ეფრო კლდიაშვილი უდგას სათავეში და ქართული თეატრისმოყვარეების გუნდს აცოცხლებს. როგორ იღწვოდნენ ჩვენი არაჩვეულებრივი და თავდაუზოგავი წინაპრები ეროვნული საქმისთვის. ეფრო რვა შვილის დედაა, მათ შორის პირველი ქართველი არქიტექტორის, სვიმონ კლდიაშვილის, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ააგო ნიკო ცხვედაძის პატრონაჟით, მარიამი – პირველი ქართველი საოპერო მომღერალი ქალი და საბა – ქართველი შინდლერი, რომელიც „პოგრომის“ დროს ებრაელების ხოცვა-ჟლეტას საკუთარი სხეულით დაუდგა წინ.

პირველი წარმოდგენა ჰყვება იმაზე, როგორი მოქალაქეები იყვნენ ეს ადამიანები, როგორი პატრიოტები, სწავლულები, სწორი ღირებულების გამავრცელებლები და გადამდებები. ჰყვება იმაზე, რომ სასწაული ამბები ხდებოდა ქუთაისში და ამ ამბებს ისეთი ავტორები ჰყავდა, ზოგიერთის სახელიც არ ვიცით. ერთი სიტყვით, როგორც შეგვეძლო, ისე გავაცოცხლეთ ეფროს ოჯახი და სცენისმოყვარეების ნაწილი ჩვენი ქალაქის წარსულიდან. და პირველი სპექტაკლი მივუძღვენით იმ დროს მსოფლიო მოვლენას – ისრაელის ომს.

 

რა მოლოდინი იყო თავიდან და როგორ შეაფასა მაყურებელმა?

მაყურებლის შეფასებამ მართლა გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. ეს განცდა რომ არა, რა გვათამაშებდა პრემიერიდან ერთ საათში უკან შებრუნებულებს. სასწაული მოხდა. ემოციების ზღვა და შეფასებები, რაღაც ახალი და მონატრებული გაჩნდა ჩვენსა და მაყურებელს შორის. ვფიქრობ, ეს მაინც ჩვენი დადგმის შემეცნებითი ნაწილის დამსახურებაც იყო. ადამიანებმა იმ ისტორიების ნაწილად ჩათვალა თავი და უკეთესი მოქალაქეობის ფორმულაც დაიჯერა.

ეს ჩვენ ვუკრავდით მაყურებელს ყოველ ჯერზე ტაშს, რადგან მათი ანთებული გულები და მზერა იყო ჩვენი ენერგიის ნამდვილი კაშხალი.

 

პერფორმანსის მთავარი სათქმელი…

ჩვენ ასე დავწერეთ „სამოქალაქო თეატრის“ ფეისბუქგვერდზე – სივრცე საზოგადოებასთან დიალოგისთვის ისტორიებით, რომლებიც აჩენს სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილს! და მთავარი სათქმელიც ეს არის!

 

კოსტიუმი, გრიმი, ვინ იზრუნა ამ ყველაფერზე?

„სამოქალაქო თეატრის“ დაბადებით მე ბევრი ბედნიერება მეიღბლა და ერთ-ერთი იყო ხვიჩა ვაშაყმაძისა და ნათია მკერვალიშვილის ხელმარჯვეობა. ხვიჩასთან მიმქონდა ლამაზი ბრჭყვიალა ქაღალდები და ის ქმნიდა საოცარ კოსტიუმებს. ხვიჩა არაჩვეულებრივად ხატავს, მაგრამ ამის გარდა, კიდევ ბევრი საოცრება შეუძლია, რაც არ ენანებოდა თანაგუნდელებისთვის. ნათიამ შეკერა ჩვენი ჟაბო-ყელსახვევები, რომელიც სცენისმოყვარეების სიმბოლოდ ვაქციეთ. განათების აპარატურა მოგვიტანა სომალიმ და განათება ნიტას და სომალის დამსახურებაა მთლიანად. გრიმს ყველა ახერხებდა და ტექნიკური ჯგუფიც ჩართული იყო აქტიურად. მაკუნა ხმის ოპერატორობასა და პროექტორზე მუშაობდა, თათა – ყველაფერზე, რაც მოცემულ მომენტში საჭირო ხდებოდა. ია იაშვილმა რეკვიზიტორის საქმე აიღო და დიდებულად ართმევს თავს. მუსიკალური თხრობა ჯერ ჩვენმა ვარსკვლავბიჭუნამ, გიორგი არაბიძემ დაიწყო, მერე უნიჭიერესმა ნონა კვარაცხელიამ გააგრძელა თამამად. ვოკალი „ქუთაისური ტრიოს“ ბიჭებმა დაგვიმშვენეს და ასე. კარგი ხალხი დაგვებედა.

 

როდის დაიდგა პირველი წარმოდგენა და როდის უნდა ველოდოთ შემდეგს?

პირველი წარმოდგენის პრემიერა სასტუმრო „არგოს“ უმშვენიერეს სივრცეში ვაჩვენეთ და იქვე დავრჩით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში, რომლის პატივისცემასაც ალბათ ვერასდროს შევძლებთ იმავე ხარისხში, რაც თვითონ გვაჩუქეს. ეს იყო 2023 წლის 13 ოქტომბერი.

სულ ხუთჯერ ვითამაშეთ აქამდე და მეორე პიესას ალბათ მაისში წარმოვადგენთ, თუ იგივე იღბალი გვექნა რეპეტიციის პროცესში.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისისის ისტორიების გაცოცხლება?

გადასვლას იმ ეპოქაში, იმ საინტერესო ადამიანებთან, რომელშიც სულ მინდოდა მეცხოვრა. როცა ჩვენი ქალაქი ნამდვილი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, შესაბამისად – განათლების და კულტურის კერა, დიდებული საქმეების კეთების ჟინით, ენთუზიაზმით. ქუთაისის „ვერცხლის ხანა“, სადაც ნებისმიერი სფეროს ნიჭიერი და მკაფიო ადამიანი ეროვნული და სამოქალაქო ღირსების მატარებელიც იყო.

 

რას ეტყვით ჟურნალ OK!-ის მკითხველს?

პირველს იმას, რომ საინტერესო ჟურნალის მკითხველები ხართ და გილოცავთ, რომ OK!-მ ეს სიამოვნება გაჩუქათ. მეორეს იმას, რომ უყვარხართ და სჭირდებით „სამოქალაქო თეატრს“, რომელიც ზუსტად თქვენთვის დაიბადა, დროის და სივრცის მოშლის სამოქალაქო წყურვილით.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: დათო მირზაშვილი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები