• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რამდენი უნდა ვწერო გაზაფხულზე, რომ მომბეზრდეს… პატარაობიდან მზეს ვეშურებოდი, მზეს ველაპარაკებოდი და მზეს ველოდებოდი. თითქოს მზეს მოჰქონდა ჩემამდე სიხარულის ემოციები, სულს მითბობდა და საჭირო ენერგიითაც მავსებდა. აქამდე ასეა − სიმწვანე და მზის სითბო, თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები, დღემდე მიცვლის განწყობას და მაშინვე მეძლევა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გაზაფხულისთვის გოგონებიც განსაკუთრებულად ვემზადებით. ყველას გვიყვარს შინიდან გასვლის წინ სარკესთან ტრიალი, გამოწყობა და გავარდნა – სად, რომ არც ვიცით. უბრალოდ გასვლაც საკმარისია ხანდახან. გრძელი და გაყინული ზამთრის შემდეგ, შეუძლებელია არ გინდოდეს ქუჩაში ხეტიალი და საყვარელი ადგილების კიდევ ერთხელ ნახვა. ასეთ დროს ჩვენს წარმოსახვაშიც ყველაფერი ფეთქდება და ყვავის. ზოგადად კი, ეს მგონია სიმართლე − სინამდვილეა ის, რასაც ჩვენი წარმოსახვა გვაჩვენებს, რითაც გვახარებს და გვაიმედებს.

გურამ დოჩანაშვილის სიტყვები გააზიარა იმ დღეს ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“. „ბედნიერება – ეს ხასიათის თვისებაა: ზოგს ხასიათში აქვს, მას მუდამ ელოდოს, ზოგს – მუდამ ეძებოს, ზოგს – ყველგან იპოვოს“.

ასეა, კი, ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ყველგან პოულობს, ყველაზე ბედნიერი ადამიანია დედამიწაზე − მას აქვს ამის თავისუფლება, შეისრუტოს ბედნიერი მომენტები, დაიჭიროს წამი და სათავისოდ გამოიყენოს მზის სითბო, თავი გაითბოს და გაიხალისოს.

რამდენჯერ გვითქვამს საკუთარი თავისთვის: საოცრებაა, როცა თენდება, ღამდება და ისევ თენდება. საოცრებაა, როცა გცივა და მზის სხივები გათბობს. საოცრებაა, როცა გტკივა და ლურჯი ცა გიმკურნალებს.

და რადგან მზე ყველას ერთნაირად დაგვნათის, რადგან გაზაფხულის აფეთქებული ხეების ნაჩუქარი ემოციები ყველასია, ყველას მინდა გისურვოთ, ამ გაზაფხულიდან ბედნიერება გეპოვოთ ყველგან და ყველაფერში. არაფერია ჩვენთვის ემოციებზე უფრო ძვირფასი და ეს ემოციები ჩვენვე უნდა ავაფეთქოთ გაზაფხულის მოსვლასავით, ჩვენსავე სულებში და არა მხოლოდ…

 

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები