• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მთავარი ხარ შენ… შენი ჯანმრთელობა…

ნატო და დაკო

October 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზოგჯერ ცხოვრებას ერთი სიტყვა ცვლის. დიაგნოზი, რომელიც ყველაფერს, რაც აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი გვეგონა – გეგმები, შეხვედრები, ყოველდღიური საზრუნავი – აზრს კარგავს, დრო ჩერდება და გონებაში ტრიალებს ერთი კითხვა – „ახლა რა ვქნა?“ პირველად ხვდები, რამდენად ძვირფასია ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა უბრალოდ კარგად ხარ. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ჯანმრთელობა თავისთავად მოცემულობაა. საქმეები, ოჯახი, სხვებზე ზრუნვა, ყოველდღიური პასუხისმგებლობები… და სადღაც ამ ყველაფრის ფონზე აღარ გვრჩება ადგილი და დრო საკუთარი თავისთვის.

კიბოს დიაგნოზი არ არის წერტილი. ეს შეიძლება იყოს რთული გზა, ხანგრძლივი მკურნალობა, შიში და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ამ ბრძოლაში კი მედიკამენტებისა და სამედიცინო პროცედურის მიღმა უმნიშვნელოვანესია ემპათია, სიტყვა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ მარტო არ ხარ, რომ მთავარი შენ ხარ, შენი ჯანმრთელობა…

ვარდისფერი ოქტომბერი ყოველწლიურად გვახსენებს, რომ პრევენცია და დროული სკრინინგი უბრალოდ რეკომენდაცია არ არის, ეს საკუთარი თავისა და იმ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობაა, ვისაც ვუყვარვართ და ვჭირდებით. ამაზე საუბრობენ ჩვენი რესპონდენტებიც, ისინი, ვინც ამ გზის სხვადასხვა ნაწილში დგანან… ნატო და დაკო – ჩემს რესპონდენტებს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – კიბოსთან დაკავშირებული გამოცდილება, ისინი ამ გზის ორ განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებენ.

მომღერალი ნატო მეტონიძე და ექიმი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, დაკო ნესუაშვილი გვესაუბრებიან, რა ხდება დიაგნოზის შემდეგ და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს დრო პრევენციისთვის – შენთვის და მათთვის, ვისაც უყვარხარ.

 

დიაგნოზის გაგების შემდეგ…

ნატო მეტონიძე: სანამ ამ პრობლემას თვალს არ გავუსწორებთ, მის შესახებ არაფერი ვიცით. მანამდე მუდამ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება. თუმცა მე ყოველთვის მქონდა აკვიატებული შიში ამ დაავადების მიმართ, საჭიროზე ხშირადაც კი დავდიოდი მამოლოგთან და ვიმოწმებდი თავს. პირველ ჯერზე ჩავიტარე მკურნალობა და გამოვჯანმრთელდი, მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა ის, რისიც მეშინოდა, დაავადება ისევ დაბრუნდა. განცდა ასეთია: თავიდან არც გჯერა, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, რამდენჯერაც არ უნდა დაგემართოს, ისევ გგონია, რომ ის აღარ დაბრუნდება, განმეორებითი დიაგნოზი წარმოუდგენელი სტრესია და ასეთ დროს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ სიტყვასაც, თანადგომას და ემპათიას, რაც ყოველთვის უხვად იყოს ჩემ გარშემო, მეგობრების, ექიმების, ოჯახის მხრიდან და მათ შორის, თავისი ადამიანური და პროფესიონალური თვისებებით განსაკუთრებული იყო ჩვენი დაკო…

 

დაკო, რა ხდება დიაგნოზის გაგების შემდეგ, როდის ერთვება სამედიცინო მენეჯერი, და როგორია მის როლი ამ დიაგნოზთან ბრძოლაში?

დალი ნესუაშვილი: დიაგნოზის გაგების შემდეგ ადამიანი, პირველ რიგში, ემოციურ შოკშია. იმ მომენტში მისთვის ძალიან რთულია ცივი ლოგიკით იფიქროს, ეს მისთვის „განაჩენივით“ ჟღერს და სწორედ ამ დროსაა მნიშვნელოვანი მეორე სიტყვა, პაციენტს ამ დროს მხოლოდ სამედიცინო მომსახურება კი არა, ემოციური თანადგომა და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. პირველივე ეტაპზე ვცდილობ, პაციენტმა არ იგრძნოს, რომ ამ ყველაფერთან მარტო დარჩა. რაც შეიძლება სწრაფად და სწორად დავალაგოთ შემდეგი ნაბიჯები, რა კვლევებია საჭირო, რომელ სპეციალისტებთან უნდა მივიდეს, სად და როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველა ეს პროცესი პაციენტისთვის მაქსიმალურად გასაგები და ნაკლებად დამაბნეველი გახდეს.

ამავე დროს კიბოს დიაგნოზი მხოლოდ ერთი ადამიანის სამედიცინო პრობლემა არ არის. ის მთლიანად ცვლის მის ყოველდღიურობას, ხშირად ეხება ოჯახსაც და ახლობელ ადამიანებსაც. ამიტომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა და კომუნიკაცია. პაციენტს უნდა ეგულებოდეს ადამიანი, ვისაც ნებისმიერ ეტაპზე დაუსვამს კითხვას და ეცოდინება, რომ მის კითხვას უპასუხოდ არ დატოვებენ.

მე ხშირად ვამბობ, რომ სამედიცინო მენეჯერის საქმე მხოლოდ ექიმთან ვიზიტის ორგანიზება ან კვლევის დაგეგმვა არ არის. ეს არის პაციენტის გზის სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტს უჭირს ამ გზის დანახვა.

და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დროს შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ადამიანს დიაგნოზის მიღმა საკუთარი თავი არ დავაკარგვინოთ. დიახ, მას აქვს დაავადება, მაგრამ ის მხოლოდ პაციენტი არ არის. ის ისევ ის ადამიანია, რომელსაც აქვს ოჯახი, საქმე, ოცნებები და მომავალი.

ამიტომ ჩემთვის „ბრძოლა“ მხოლოდ დაავადებასთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს არის ბრძოლა იმისთვისაც, რომ ადამიანს ამ რთულ პერიოდში ჰქონდეს იმედი, სწორი ინფორმაცია, სწორი სამედიცინო გზა და განცდა – მე მარტო არ ვარ.

 

ნატო, დიაგნოზთან დაკავშირებული გამოცდილება უკვე არაერთხელ გაგიზიარებიათ. ახლა უფრო სხვა კუთხით მინდა გკითხოთ – როცა ადამიანი ერთხელ გადის ამ გზას, იცვლება თუ არა მისი დამოკიდებულება სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთარი თავის მიმართ? რა შეიცვალა თქვენში?

ნატო მეტონიძე: მე გამიმართლა, რადგან ჩემ გარშემო იყო ბევრი „დაკო“, და იყო მთავარი განცდა, რომელიც ბრძოლას გიიოლებს – მე მარტო არ ვარ!

რა შეიცვალა? – უკეთ დავაფასე დრო, არაფერი არ უნდა გადავდოთ. არც საკუთარი ჯანმრთელობა, არც ადამიანებისთვის სათქმელი სიტყვა, არც ის, რაც ნამდვილად გვინდა.

დღეს ბევრად უფრო ვაფასებ ჩვეულებრივ დღეებს. დილას გაღვიძებას, ჩემს ოჯახთან ყოფნას, მუშაობას, მეგობრებთან შეხვედრას, იმ ძალიან უბრალო რაღაცებს, რომლებსაც მანამდე შეიძლება ვერც კი ვამჩნევდით.

და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარ თავს უფრო ვუსმენ. აღარ მინდა მუდმივად ძლიერი ვიყო ყველასთვის და საკუთარ თავზე ზრუნვა ბოლოს გადავდო. ვისწავლე, რომ საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ეგოიზმი არ არის. პირიქით. თუ გინდა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც გიყვარს, დიდხანს იყო, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იზრუნო.

მე ორჯერ გავიარე ეს გზა, ამ გამოცდილებამ შიში არ წამართვა. ალბათ ის ყოველთვის სადღაც იქნება. მაგრამ ვისწავლე, რომ შიშმა არ უნდა დაგრთგუნოს. შეგიძლია შეგეშინდეს და მაინც გააგრძელო ცხოვრება.

 

 

დაკო, პაციენტისთვის განმეორებული დიაგნოზი ხშირად განსაკუთრებით მძიმე ემოციური დარტყმაა. როგორ უნდა დაეხმაროს ასეთ დროს ექიმი, სამედიცინო მენეჯერი და ზოგადად გარემო ადამიანს, რომ შიშმა მისი ცხოვრების მართვა არ დაიწყოს?

დალი ნესუაშვილი: განმეორებული დიაგნოზის დროს პაციენტისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ უკვე ნაცნობ შიშთან უწევს დაბრუნება. მაგრამ ასეთ დროს ჩემი მთავარი ამოცანა არ არის უბრალოდ ვუთხრა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. პაციენტს სჭირდება რეალური პასუხები და კონკრეტული ნაბიჯები.

პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რა ხდება, რა არის შემდეგი ეტაპი, რომელი ექიმის კონსულტაციაა საჭირო, რა კვლევები უნდა ჩატარდეს და რა ვარიანტები არსებობს. როდესაც ადამიანს აქვს სწორი ინფორმაცია და ხედავს, რომ მკურნალობის კონკრეტული გზა არსებობს, ეს გაურკვევლობის განცდას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამიტომ ჩემი როლია, სამედიცინო პროცესის ორგანიზებასთან ერთად, ეს გზა მისთვის მაქსიმალურად მარტივი და გასაგები გავხადო.

და ყველაზე მთავარი – პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ განმეორებული დიაგნოზი არ ნიშნავს, ყველაფერი თავიდან, ნულიდან იწყება. დღეს მედიცინას აქვს ბევრი შესაძლებლობა და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანს არა მხოლოდ პრობლემა, არამედ ის გზაც, რომელიც ამ პრობლემის შემდეგ არსებობს. ჩემთვის თანადგომა სწორედ ეს არის – არ დავტოვოთ მარტო იმ კითხვებთან, რომლებზეც პასუხების პოვნა ჩვენ ერთად შეგვიძლია.

 

დაკო, თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პაციენტებს ამ გზაზე ახლავს, რა არის ის ერთი რამ, რაც გინდათ, რომ ქალებმა ამ ვარდისფერი ოქტომბრის შემდეგაც დაიმახსოვრონ?

დალი ნესუაშვილი: ალბათ ყველაზე მეტად მინდა, ქალებმა ერთი რამ დაიმახსოვრონ – ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ვარდისფერი ოქტომბერი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ძუძუს კიბოზე საუბარს არ უნდა ნიშნავდეს. ეს შეიძლება იყოს შეხსენება, რომ საკუთარი თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისევ ჩვენს პრიორიტეტებში დავაბრუნოთ – მივიდეთ ექიმთან, ჩავიტაროთ საჭირო კვლევა და ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სხეულს.

 

 

 

ნატო, თქვენი „ვარდისფერი გზავნილი“ ქალებს?

ნატო მეტონიძე: მეც იმავეს ვეტყოდი ქალებს, – საკუთარი თავი არ გადადონ. როცა ერთხელ საკუთარ თავზე გამოცდი, ხვდები, რამდენი რაღაც ყოფილა მნიშვნელოვანი და სინამდვილეში რამდენად მარტივია მთავარი – უბრალოდ, კარგად იყო.

ნუ შეგეშინდებათ ექიმთან მისვლის. ნუ შეგეშინდებათ დიაგნოზის გაგების, მე ვიცი, ეს შიში როგორია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ უცოდინარობა უფრო მძიმეა. თუ რაღაც უნდა ვიცოდეთ, ჯობს ვიცოდეთ დროულად და ვიმოქმედოთ.

და კიდევ, მინდა ქალებს, განსაკუთრებით დედებს ვუთხრა – თქვენ სჭირდებით თქვენს შვილებს, ნუ იქნებით ყოველთვის ბოლო ადამიანი, ვისზეც ზრუნავთ. ჩვენ ყველაფერს ვასწრებთ: შვილებს, ოჯახს, საქმეს, მეგობრებს და საკუთარ თავს ბოლოს ვიტოვებთ. ამიტომ, თუ ეს ტექსტი ერთ ქალს მაინც დააფიქრებს და ეტყვის – „კარგი, ამ კვირაში ექიმთან მივალ“ – ჩემთვის ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. მთავარი ხარ შენ, შენი ჯანმრთელობა, შენი სიცოცხლე. და შენს თავზე ზრუნვას არასოდეს სჭირდება გამართლება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნანო თენოშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 12, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით
OK! კულტურა

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

October 7, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

June 28, 2021
#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

May 23, 2022
#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

January 28, 2023
#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

July 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

October 5, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები