• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! მიშელ პფაიფერი ბებია გახდა – აპირებს თუ არა 67 წლის მსახიობი კინოსთვის თავის დანებებას?

October 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მიშელ პფაიფერის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. 67 წლის მსახიობმა ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ განაცხადა.

სამი ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს მფლობელმა აღიარა, რომ ბებიობამ ცხოვრებისეული შეხედულებების გადახედვა აიძულა. Daily Mail-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მთელი დროის სამსახურისთვის დათმობას აღარ აპირებს და ბავშვთან შედარებით, რომელიც მისმა ნაშვილებმა ქალიშვილმა, კლაუდია როუზმა გააჩინა, ახალი როლები, ჯილდოები, გულშემატკივრების სიყვარული, კოლეგებისა და კრიტიკოსების აღიარება უმნიშვნელო გახდა.

 

„არც დრო მაქვს და არც სურვილი, რომ მთლიანად მუშაობაში ჩავეფლო, რადგან მესმის, რომ ჩემი დრო იწურება. სხვათა შორის, შემიძლია პირველად ვაღიარო, რომ გასულ წელს ბებია გავხდი“, – ამბობს ის.

მიშელმა ბავშვის სახელი და სქესი არ გაამხილა, რითაც მიანიშნა, რომ ეს თემა უცხოებისთვის დახურულია.

ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის, რომლის კარიერა გამორჩეული როლებითა და საყოველთაო აღიარებით იყო სავსე, შვილები ყოველთვის ცხოვრების აზრი და მთავარი მიღწევა იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში, „სახიფათო კავშირების“ და „ბეტმენის დაბრუნების“  წარმატების შემდეგ, მიშელის პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა.

 

მსახიობ პიტერ ჰორტონთან განქორწინებისა და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ მან ოცნების მამაკაცის პოვნის იმედი დაკარგა, მაგრამ დედად გახდომა ძალიან უნდოდა. 1993 წელს, 34 წლის მსახიობმა ბავშვთა სახლიდან პატარა გოგონა იშვილა, რომელსაც კლაუდია როუზი დაარქვა. ამ ნაბიჯმა ვარსკვლავის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

 

მიშელის ცხოვრებაში კლაუდიას გამოჩენიდან რამდენიმე თვეში მეგობრებმა მიშელი ბრმა პაემანზე მიიწვიეს, სადაც ის ტელევიზიის პროდიუსერსა და სცენარისტ დევიდ ედვარდ კელის შეხვდა. ეს შეხვედრა დიდი სიყვარულის დასაწყისი იყო.

 

ისინი 1993 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, 1994 წელს კი წყვილს ვაჟი, ჯონ ჰენრი შეეძინა. ამის შემდეგ ცნობილი მსახიობის პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა. თუ ადრე ის მთლიანად მუშაობაში იყო ჩაფლული, ახლა მისთვის ოჯახი ყველაზე მთავარი გახდა. წლების წინ მსახიობმა პროფესიულ საქმიანობაში შესვენება გამოაცხადა, რომ თავი თავი მთლიანად კლაუდიასა და ჯონის აღზრდისთვის მიეძღვნა.

 

მიშელ პფაიფერი აღნიშნავს, რომ ბებიის როლში თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს და გაცილებით უკეთესად გამოიყურება. მისთვის პრიორიტეტები შეიცვალა და აპირებს, რომ კინო მიატოვოს და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნას. ეს მთლიანად პენსიაზე გასვლას არ ნიშნავს, მაგრამ მსახიობმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ახალ პროექტებში გაცილებით იშვიათად გამოჩნდება.

ასევე გაეცანი

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს
OK! News

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
#OK! ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გატანა
OK! News

#OK! ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გატანა

February 7, 2026
#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან
OK! News

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! BergHOFF – ექსკლუზიური დიზაინის ნივთები სამზარეულოსთვის

#OK! BergHOFF – ექსკლუზიური დიზაინის ნივთები სამზარეულოსთვის

May 8, 2023
#OK! მსოფლიოს  8 ზღაპრული სოფელი

#OK! მსოფლიოს 8 ზღაპრული სოფელი

August 7, 2025
#OK! ბიჭი, რომელსაც თავად სიყვარული უყვარს…

#OK! ბიჭი, რომელსაც თავად სიყვარული უყვარს…

October 11, 2022
#OK! AVON – შენი ისტორია მნიშვნელოვანია!

#OK! AVON – შენი ისტორია მნიშვნელოვანია!

March 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026
#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

February 2, 2026
#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

February 5, 2026
#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები