• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მელანო (მელანია) გვენეტაძის წარმატების ისტორია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პროფესიით ფილოლოგი და ჟურნალისტი მელანო (მელანია) გვენეტაძე ამჟამად სილამაზის სალონ „მილანოს“ მფლობელი და „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ წევრია. როგორც თავად გვიამბობს, წარმატების მისაღწევად საკმაოდ რთული გზის გავლამ მოუწია… მელანოს საქმიანობისა და ცხოვრების სტილის შესახებ „OK! ქუთაისი“ ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

თქვენი წარმატება ამ ქალაქს უკავშირდება. უპირველესად, გვითხარით, რას ნიშნავს ქუთაისი თქვენთვის?

ქუთაისი სიყვარულისა და ურთიერთობების ქალაქია და განსაკუთრებული მაგნეტიზმი აქვს. ამ თემაზე იმდენი დაწერილა, მე განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ხშირად უკითხავთ, რატომ არ მივდივარ სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში, რომ ჩემი შესაძლებლობებისთვის ქუთაისი მცირე არეალია. მაგრამ არსდროს მხიბლავდა სხვაგან ცხოვრების პრესპექტივა. მირჩევნია აქ განვვითარდე და ამ ქალაქში შევძლო რეალიზება. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს მათზე მეტად მიყვარს ეს ქალაქი, ვისაც განვითარებისთვის აქედან წასვლამ მოუწია.

რეზო გაბრიაძის შვილმა თქვა, თბილისში დავიბადე, სხვადასხვა ადგილებში მიწევდა ცხოვრება, მაგრამ მამაჩემი სულ ქუთაისში გვაცხოვრებდაო და ეს ასეა. ქუთაისელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ გულით ქუთაისს დაატარებენ. ეს არის ამ ქალაქის განსაკუთრებულობა. მე კი, უბრალოდ, ვიტყოდი, რომ  ჩემი სამოთხე აქ არის!

 

რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და როგორია ოჯახის წევრების წვლილი თქვენს წარმატებაში?

ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა ინდივიდულურია და სხვის ფორმულას ვერასდროს გამოიყენებ. წარმატება მაშინ არის შესაძლებელი, როცა  აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და კარგად გამოგდის. მე ყოველთვის მქონდა გრძელვადიანი გეგმა. აი მაგალითად, წლის დასაწყიში ვწერდი, რა უნდა გამეკეთებინა იმ წელს და შემდეგ აუცილებლად ვასრულებდი. წარმატების მისაღწევად საჭიროა სწავლა, შრომა და ენერგია. ადამიანს უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის და ჰქონდეს თავისი შესაძლებლობების ადეკვატური ამბიცია. ოჯახის წვლილს რაც შეეხება, ვხუმრობ ხოლმე, ხელს რომ არ მიშლიან, ესეც დახმარებაა-მეთქი.

ბიზნესი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მარტომ და გამოუცდელმა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდები გავიარე. ვფიქრობდი ხოლმე, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩემი მებრძოლი ხასიათის წყალობით არ დავნებდი. ყველა დაბრკოლება წარმატებით გადავლახე და უფრო გავძლიერდი. წყნარი ზღვა ვერ გამოზრდის კარგ მეზღვაურს. კაპიტანი ვერ გახდები, თუ შენმა გემმა ქარიშლები არ გამოიარა. ამ გადასახედიდან, ვხვდები, რომ არა ის სირთულეები, დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი.

 

 

გვიამბეთ თქვენი სალონის შესახებ. რა არის „მილანოს“ ნიშა?

უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჩემი სალონი ფუნქციონირებს. ყველა დეტალი, მათ შორის სალონის სახელიც, ჩემი შერჩეულია. „მილანო“ თბილი გარემოთი, მეგობრული დახვედრით და კარგი აურით გამოირჩევა.  ჩვენი მომხმარებელი ამას ყოველთვის აღნიშნავს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, იმდენად ბევრი სალონია ჩვენს ქალაქში, რაიმე განსხვავებულის შეთავაზება არც ისე მარტივია…

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრი ხართ. გვიამბეთ ამ გაერთიანების შესახებ.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ არის  ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 10 ათასამდე წარმატებულ ქალს ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია აპოლიტიკურია და იქ მოსახვედრად საჭიროა, აკმაყოფილებდე გარკვეულ სტანდარტებს. ორგანიზაციაში არიან შოუბიზნესის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები და ის ქალები, რომლებიც თავიანთ პროფესიებში წარმატებული არიან. ეს არის რეალიზებული ქალების გაერთიანება. ორგანიზაციის მიზანია გამოავლინოს სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე წარმატებული ქალები. გააძლიეროს მათი სამეწარმეო მცდელობები და შექმნას მათთვის კომფორტული სივრცე, რომ გააზიარონ თავიანთი წარმატება და მიიღონ მხარდაჭერა, რომელსაც იმსახურებენ. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში და მიმართულია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისკენ, როგორც პერსონალურ, ასევე ბიზნესსექტორში.

 

 

თქვენ მოგენიჭათ 2024 წლის ფილანთროპის ტიტული, ამაზე რას გვეტყვით?

ეს ტიტული ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო სტატუსია. სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავ უხერხულობის მომენტსაც მიქმნის, თუმცა ამავდროულად, მიმატებს მოტივაციას, დიდი დრო და ენერგია მოვახმარო საქველმოქმედო საქმიანობას.

 

რამდენი წელია, რაც ქველმოქმედებით ხართ დაკავებული?

ძალიან სენსიტიური საქმიანობაა, რომელსაც ჩემს დროსა და ენერგიას დიდი სიამოვნებით ვუთმობ. რვა წელია აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმეში. ამ პერიოდში რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენაში ვმონაწილეობდი და ბევრი ადამიანის გაბედნიერება შევძელი. ამ მიმართულებით წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები მაქვს. ქველმოქმედებას ხმაური და სიყალბე არ უხდება. სიკეთე ყოველთვის ჩუმად უნდა აკეთო, სხვაგვარად ის უბრალოდ, სპექტაკლია. თუმცა, როცა საქმე ადამიანების ჩართულობას მოითხოვს და დიდი აქციის ორგანიზება გჭირდება, მთლად ჩუმად ამის კეთება არ გამოდის.

 

მელანია – როგორც დედა და ბებია…

როგორც დედა, „გიჟი დედა“ ვარ. როცა საქმე შვილებს ეხება, შემიძლია მთები გადავდგა. ორივესთან ახლო, მეგობრული და გახსნილი ურთიერთობა მაქვს, მათთან ყველაზე გულწრფელი ვარ და ყველა თემაზე ვსაუბრობთ. მგონი, დედად ვერც აღმიქვამენ. დიდი ასაკობრივი სხვაობაც არ გვაქვს და ალბათ ამიტომაც. რაც შეეხება შვილიშვილს, გაბრიელი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავის ჭკუაზე მატარებს. მისმა დაბადებამ ბევრი რაღაც შეცვალა ჩემში. მასთან ურთიერთობაში აღმოვაჩინე ჩემთვის უცნობი ჩემი ხასიათის შტრიხები. გაბრიელის მიმართ ბევრად უფრო თბილი, დამყოლი და ლოიალური ვარ, ვიდრე შვილების მიმართ ვიყავი. მისგან უდიდეს დადებით ენერგიას ვიღებ. ძალიან დატვირთული დღის ბოლოს შვილიშვილთან ვერთობი. საკმაოდ გონებაგახსნილი და ოდნავ ცინიკოსია. იცის ჩემი სუსტი წერტილები და მიწვევს ხოლმე. უკონკურენტოდ, ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია.

 

 

დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ვანაწილებ. მაქვს დღეები, როცა სამსახურის შემდეგ ტაძარში მივდივარ, ჩემს დედაოსთან. ერთად დიდ დროს ვატარებთ. მეგობრებისა და შვილიშვილის დღეები მაქვს. ვცდილობ, ჩემი ყურადღება არავის მოვაკლო.

 

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით, წინ, უფრო დიდი წარმატებისკენ!

განვლილ 47 წელს თუ შევაჯამებ, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ხალხის სიყვარულია. მე არ ვარ ხელოვანი, არც მეცნიერი, არც პოლიტიკოსი (ჯერჯერობით), არც დიდი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ვარ ცნობადი სახე და ამ ქალაქში მე ხალხს ვუყვარვარ. ქუთაისმა რომ შეგიყვაროს, ეს არაა მარტივი საქმე და ამაზე მნიშვნელოვანს ვერც ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში.

თუ ცხოვრება ყველაფერს საჩუქრად გთავაზობს, ვერ გაძლიერდები. რაც უფრო მეტი დაბრკოლება გხვდება ცხოვრებაში, მით უფრო იზრდები. ამავდროულად, არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და მიეცე თვითკმაყოფილებას. როგორც კი ჩათვლი, რომ რაღაცას მიაღწიე, მაშინვე წყვეტ განვითარებას. არ ვიქნები თავმდაბალი ამ შემთხვევაში და პირდაპირ ვიტყვი, ჩემი მიღწევები არ არის ჩემი შესაძლებლობების ადეკვატური ჯერჯერობით. წინ დიდი მიზნებია, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები