• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მარიონ კოტიარი – ფრანგული კინოს ბეღურა – გზა წარმატებისკენ

June 29, 2025
საკითხავი დრო: 23 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფრანგული კინოს მშვენება – მარიონ კოტიარდი 1975 წელს პარიზში დაიბადა. ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა  Taxi-ის ცნობილი საგათი დაიწყო. მან მოიპოვა César-ის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში 2004 წელს, Jean-Pierre Jeunet-ის ფილმში A Long Engagement Sunday-ში შესრულებული როლისთვის. მას კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრიზი, მათ შორის 2008 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი, ლეგენდარული ფრანგი მომღერლის – ედიტ პიაფის როლის შესრულებისთვის. 

 

 

თქვენ გიმუშავიათ განსხვავებულ პროექტებზე, კლასიკური ფრანგული ფილმებით დაწყებული ჰოლივუდის ბლოკბასტერებით დასრულებული. ჩამოგიყალიბდათ თუ არა ამ დროის მანძილზე მუშაობის ფავორიტი სტილი?

არა, მიყვარს, როდესაც ყოველ ჯერზე განსხვავებულად მიწევს თამაში. ვერ ვიტან ფილმების შედარებას, რადგან თითქმის ყველა პერსონაჟი რადიკალურადაა ერთმანეთისგან განსხვავებული. ფავორიტი პროცესი არ არსებობს ჩემთვის. სასიამოვნოა ფილმში მონაწილეობა, როდესაც რეჟისორი არის გამოცდილი და სახალისოა მასთან კონტაქტი. მე შემიძლია მოვერგო ყოველგვარ გარემო–პირობებს, თუ კირეჟისორი არ ცდილობს გავაკეთო ის, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ან ჩემი პერსონაჟის პრინციპებს.

 

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

როდესაც ვიღაც ცდილობს გამაბრაზოს, წყობილებიდან გამომიყვანოს და შექმნას სიტუაცია, რომელიც ჩემს პერსონაჟთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. ეს არის 100%-ით კონტრპროდუქტიული. ასეთ დროს ან ვბრაზდები, ან უბრალოდ ისტერიულად ვიცინი. ვერ ვიღებ სერიოზულად მსგავს სიტუაციებს.

 

 

რატომ?

იმიტომ, რომ ამ დროს ვხედავ ეშმაკობას, მე კიდევ მჭირდება ავთენტურობა. აუცილებლად უნდა ვიყო იმავე მხარეს, რომელზეც არის რეჟისორი. ერთხელ, მახსოვს მთხოვეს გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რასაც არ მოველოდი, მაგრამ მომეწონა, რადგან ძალიან მოუხდა ფილმს. მე მჭირდება ნდობა, აუცილებლად უნდა ვიყო პროცესის მონაწილე გადასაღებ მოედანზე.

 

ხართ თუ არა ახლა უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ადრე იყავით?

თავდაჯერებულობა ყოველთვის იყო ჩემში. ხშირია მსახიობებში დაუცველობისა და არასრულფასოვნების შეგრძნება. როდესაც დავიწყე ინტერვიუებში მონაწილეობის მიღება და ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც არ ვიცნობდი, ეს იყო საშინელება ჩემთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე როგორ დამეძლია ეს შიში და მებრძოლა ამ გრძნობასთან, რომელიც მიშლიდა ხელს სხვებთან კომუნიკაშიაში. დღეს უკვე მივეჩვიე ამ ყველაფერს, თუმცა ნაწილობრივ მაინც უცნაურად მეჩვენება ვესაუბრო სრულიად უცხო ადამიანს ისეთ თემებზე, თითქოს ძალიან ახლობელია ის. მიყვარს სიახლეები და ამიტომ ეს პროცესიც უფრო საინტერესო გახდაჩემთვის.

 

 

როდის გადაწყვიტეთ გემუშავათ ჰოლივუდში?

ეს იყო ბედისწერა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქვეყნის გარეთ შევძლებდი მსახიობი ვყოფილიყავი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე ვეკუთვნი თაობას, რომლისთვისაც ამერიკული ფილმები არის კულტურის ნაწილი, სწორედ ამ ფილმების გამო მქონდა ოცნება, ვყოფილიყავი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი მიზანი, ვერსადროს წარმოვიდგენი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ჩემი მონაწილეობით ამერიკულ ფილმებს ვიხილავდი. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ.

 

თქვენ მოიპოვეთ ოსკარი La Vie en Rose-ში შესრულებული პერფორმანსისთვის.

ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობა იყო. ვგიჟდები, როდესაც ვფიქრობ, რომ Olivier Dahan-მა იფიქრა, რომ მე Édith Piaf-ისროლს მოვუხდებოდი. ამან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებასა და მუშაობაზე, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი. ბედნიერებაა აკეთებდე იმას, რაც სიამოვნებას განიჭებს და რაც ძალიან გიყვარს.

 

ბევრი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ამჯობინებს არ იმუშაონ ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ შესაძლებლობები. ფრანგმა რეჟისორმა François Ozon-მა თქვა: “ამერიკელები გცემენ პატივს მაშინ, როდესაც რჩებიდა აკეთებ შენს საქმეს შენსავე ქვეყანაში, მაშინათვე მთავრდება ეს ყველაფერი, როდესაც ჩადიხარ ამერიკაში”, თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე?

მე ერთ–ერთ წელს კანში ჩემს კოლეგა ქალბატონთან ერთად ვიყავი, ის ძალიან ლამაზია და ნიჭიერი. როდესაც ჩემმა აგენტმა დაინახა ეს ქალბატონი, მოვიდა ჩემთან და მთხოვა რომ გამეცნო მისთვის. როდესაც ვუთხარი ჩემს ნაცნობს, რომ აგენტს სურდა მასთან საუბარი, მიპასუხა: “არ მანაღვლებს, მე არ ვიცი ინგლისური ენა და არ მსურს ამერიკულ ფილმებში თამაში”. მე გაოცებული ვიყავი, მან მკაცრად იუარა მასთან საუბარი. ეს ქალი არის ჩემი თაობის მსახიობი, მას შეეძლო ჰქონიდა ყველაფერი, ვევედრებოდი, ვეუბნებოდი: “ეს ხომ მორიგი გამოცდულებაა, შენ ხომ არასდროს იცი წინასწარ რა მოხდება”. მაგრამ მისთვის ამერიკულ ფილმებში თამაში აღმოჩნდა ძალიან პირადული, რას ვიზამთ, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ არის ამით დაინტერესებული.

 

 

ყოველთვის გსურდათ ყოფილიყავით მსახიობი?

ჩემი მშობლები მსახიობები არიან და შესაბამისად ჩემს გარშემო ბევრი მსახიობი ტრიალებდა. არსებობდა რაღაც განსაკუთრებული ენერგია, მესმოდა განსხვავებული და საინტერესო ისტორიები, რომლებიც მიბიძგებდა არტისტი ვყოფილიყავი. როდესაც ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირები იყვნენ და სცენასა და ეკრანზე რადიკალურად განსვავებული, ძალიან მიმზიდველი იყო ჩემთვის.

 

როგორი შეგრძნება იყო პირველად სცენაზე დგომა?

მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 4 ან 5 წლის. დედაჩემი მუშაობდა რაღაც პროექტზე, რომელშიც თავად იყო რეჟისორი. ზუსტად მახსოვს ადგილი, თეატრი, სცენა, სადაც მელოდებოდა ქალბატონი, რომელიც უნდა ყოფილიყო დედაჩემის როლში. დღესაც მახსოვს როგორ დავიბენი, ვერ ვიგებდი რატომ უნდა ყოფილიყო ვიღაც უცხო ადამიანი დედაჩემის როლში, როდესაც ნამდვილი დედა იდგა სცენისგან რამდენიმე მეტრით მოშორებით. ასეთი საინტერესო იყო ჩემი პირველი გამოცდილება სცენაზე თამაშის.

 

 

 

 

 

გაიგე მეტი: მარიონ კოტიარი

ასევე გაეცანი

#OK! ლედი გაგა დედა გახდა – მომღერალი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდა
OK! News

#OK! ლედი გაგა დედა გახდა – მომღერალი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდა

September 12, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება
Fashion

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის
OK! News

#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

September 11, 2026
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში
OK! News

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

June 5, 2021
#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

July 12, 2021
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

July 11, 2025

კვირის ჰიტები

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

September 7, 2026
#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

September 9, 2026
#OK! „ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ბნელი პერიოდი იყო“ – სანდრა ბულოკი ქმრის ღალატსა და განქორწინებაზე პირველად საუბრობს

#OK! „ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ბნელი პერიოდი იყო“ – სანდრა ბულოკი ქმრის ღალატსა და განქორწინებაზე პირველად საუბრობს

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები