• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ 29 სექტემბერს „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩზე უარი თქვა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალა. თამაშის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მეტოქეებს ხელი არ ჩამოართვეს, სასტვენის შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადააგდო და ფეხბურთელებმა საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

 

 

„ლანჩხუთის“ პროტესტის მიზეზი „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტისა და მფლობელის, თურქი ბიზნესმენის, მეჰმეთ უიარის საქმე გახდა – უიარი 2025 წლის დეკემბერში „ნიკე-ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ბიზნესმენი 2026 წლის 9 იანვარს დააკავეს და დაახლოებით ცხრა თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ფეხბურთელის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ერთი კვირის შემდეგ „ლანჩხუთმა“ განაცხადა, რომ „ნიკე-ლუსოსთან“ ჩვეულებრივ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“ – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

 

რა მოხდა 2025 წლის დეკემბერში?

საქმე 2025 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. „ნიკე-ლუსომ“ იმ წელს საქართველოს ქალთა ჩემპიონატი მოიგო და გუნდმა გამარჯვება წვეულებით აღნიშნა. რესტორანში იმყოფებოდა მეჰმეთ უიარიც, ოჯახთან, დაცვის წევრებსა და მძღოლთან ერთად.

20 წლის ფეხბურთელის ჩვენების მიხედვით, წვეულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტის მძღოლმა მას სახლში მიყვანა შესთავაზა. ქალი ფიქრობდა, რომ იმ ბინაში მიიყვანდნენ, სადაც თანაგუნდელებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა საბოლოოდ უიარის სახლში აღმოჩნდა.

თავად უიარი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, კარი ჩაკეტა და წინააღმდეგობის მიუხედავად ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა.

ფეხბურთელმა პოლიციას მომხდარის შესახებ მეორე დღეს, 9 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს გამომძიებლებმა დაკითხეს, მოგვიანებით კი თავად მეჰმეთ უიარიც გამოიკითხა.

ქალი ჩვენებაში ამბობდა, რომ თავდაპირველად პოლიციისთვის მიმაღტვას ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო ერიდებოდა.

 “მე მეშინოდა, რომ მეჰმეთს არ დაეშავებინა რამე ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რადგან არის ფინანსურად ძლიერი ადამიანი, აქვს გავლენები, ასევე ყავს იარაღიანი დაცვა. ამიტომ თავიდან არ ვაპირებდი პოლიციისთვის მიმართვას”, – ნათქვამია პოლიციის სამმართველოში მიცემული ჩვენების ჩანაწერში.

უიარი ძალადობის  ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა. მისი ჩვენების მიხედვით, სახლში დაბრუნებისას კარი ჩაკეტილი არ ყოფილა და ქალი თავად იყო დაინტერესებული მასთან სექსუალური ურთიერთობით.

სასამართლოს მასალების თანახმად, ფეხბურთელი ბიზნესმენისგან ფინანსური დახმარებასაც იღებდა, გამოძიების მასალების მიხედვით, უიარი მისთვის ბინის ქირას იხდიდა და ხელფასთან ერთად პრემიებს აძლევდა.

თავად უიარმა ეს ფინანსური დახმარება დაადასტურა და პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ ქალთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მისგან ზოგჯერ სიმპათიასაც გრძნობდა.

რას ამბობს დაზარალებულის ადვოკატი?

სასამართლოს დახურულ სხდომებზე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული სასამართლო ჩვენების ფრაგმენტებში ქალი ჰყვება უძილობის, შიშის, შფოთვისა და განმეორებადი კოშმარების შესახებ. მისი თქმით, მომხდარის გახსენებისას კანკალი, გულის აჩქარება და თავბრუსხვევა ეწყება.

ქალი ასევე ამბობდა, რომ უიარის დაცვის მხარე მის გაჩუმებას ცდილობდა და სასამართლო დავაზე უარის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას სთავაზობდა.

ფეხბურთელის ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით, დაკავების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კლუბში მომუშავე ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა.

„მეჰმეთ უიარის დაკავების შემდეგ დაზარალებულის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალეს იმ მოწმეებმა, ვინც კლუბში დღემდე აგრძელებენ საქმიანობას და ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ბრალდებულზე. ამ საქმის რამდენიმე მოწმე ამ ამბის შემდეგ დაასაქმეს კლუბში. თუ მეჰმეთ უიარს ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწევდა, კლუბი, დიდი ალბათობით, ფუნქციონირებას შეწყვეტდა. შესაბამისად, ეს ადამიანები შემოსავალს დაკარგავდნენ, ამიტომ მათი ინტერესი უიარის გათავისუფლება იყო“, – ამბობს ანა თავხელიძე „რადიო თავისუფლებასთან“.

ადვოკატის თქმით, დაზარალებულს ყოფილი თანაგუნდელებიც მტრულად ექცეოდნენ და მატჩების დროს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება

მეჰმეთ უიარი დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზში მყოფი 20 წლის ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ადგილზე ჯერ სასამართლოს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ. მოგვიანებით ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ვინ არის მეჰმეთ უიარი?

მეჰმეთ უიარი 32 წლის თურქი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან საქმიანობს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, იგი სამშენებლო კომპანიას, ძვირადღირებული ავტომობილების სალონსა და ქალთა საფეხბურთო კლუბს ფლობს.

უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“ 2024 წელს შეიძინა, მოგვიანებით კი გუნდს „ნიკე-ლუსო“ ეწოდა. გუნდის ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ კლუბში ქალ ფეხბურთელებს შედარებით მაღალი ანაზღაურება და კარგი პირობები ჰქონდათ.

„ნიკე-ლუსოს“ განცხადება:

„ლანჩხუთის“ პროტესტის შემდეგ „ნიკე-ლუსომ“ ოფიციალური განცხადება 30 სექტემბერს გაავრცელა. კლუბი აცხადებს, რომ უიარის „მოძალადედ“ მოხსენიება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

„სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.

ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ „მოძალადედ“ და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაანთავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.

კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროვოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არ გაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ ,,ნიკე–ლუსოს’’ შემადგენლობის დატოვება.

პროტესტში მონაწილე ,,ნიკე–ლუსოს’’ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო ,,ჩატებიდან’’ და რატომ არ ვუხანგძლივებდით კონტრაქტს.

იმედია საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა – თუ 2026 წლის 29 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს ,,ნიკე–ლუსოს’’ რიგები? რატომ სურდათ ,,ნიკე–ლუსოს’’ რიგებში დარჩენა?“

მოხარული ვიქნებოდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა გაგიზიაროთ დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის არსებული მიმოწერები; მათი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო–კამერის ჩანაწერები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და პროტესტში მონაწილე ქალ ფეხბურთელთა შორის საგულდაგულოდ წაშლილი ესემესები, რომელიც აღდგენილ იქნა ექსპერტის მიერ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალი ფეხბურთელის ფოტო სურათები და სხვა ათეულობით არსებული წინააღმდეგობა, რომელიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.

ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფომანსით არ დაზარალდება ჩვენი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მაშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას.

საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია.

ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფომანსს, ლამაზ–სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“, – წერია განცხადებაში.

მეჰმეთ უიარი სასამართლომ გაამართლა, თუმცა დაზარალებული ფეხბურთელის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შესაბამისად, საქმე სამართლებრივად დასრულებული ჯერ არ არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯიმ ქერი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული, რომელთან ურთიერთობასაც წლების განმავლობაში მალავდა
OK! News

#OK! ჯიმ ქერი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული, რომელთან ურთიერთობასაც წლების განმავლობაში მალავდა

October 1, 2026
#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა
Fashion

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

October 1, 2026
#OK! ზაჰარა ჯოლის გადაწყვეტილება – ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარი ოფიციალურად მოიშორა
OK! News

#OK! ზაჰარა ჯოლის გადაწყვეტილება – ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარი ოფიციალურად მოიშორა

October 1, 2026
#OK! „ორსულად არის?“ – აიშვარია რაის პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა
OK! News

#OK! „ორსულად არის?“ – აიშვარია რაის პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა

September 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

March 7, 2024
#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

April 10, 2023
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

September 28, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები