• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ლიბერთი ბანკი“ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორობას განაგრძობს

 

განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკსა“ და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. „ლიბერთიმ“ სულ ახლახან განაცხადა ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. აღნიშნულ თემაზე უფრო დეტალურად OK! გაესაუბრა „ლიბერთის“ კომუნიკაციებისა და CSR-მენეჯერ ნინი ბუკიას, ასევე, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ დამაარსებელ დურმიშხან ჩხაიძეს.

 

 

მოგვიყევით „ლიბერთი ბანკისა“ და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ პარტნიორობის შესახებ?

(ნინი ბუკია): „ლიბერთი“ და ქსკ „ლანჩხუთი“ უკვე მეორე წელია ვმეგობრობთ. ამ პერიოდში ძალიან დავახლოვდით გუნდთან და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით − საქართველოს რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩემპიონები კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწევენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის.

 

რას გულისხმობს „ლიბერთის“ ახალი სტრატეგია − „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“?

„ლიბერთიმ“ სულ ახლახან განაცხადა ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებში ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. კლუბთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გოგონების სპორტული წარმატებისთვის, ასევე, ზოგადად, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

 

რამდენად მნიშვნელოვანია „ლიბერთის“ ეს მხარდაჭერა გუნდისთვის?

(დურმიშხან ჩხაიძე): „ლიბერთის“ მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას სძენს კლუბს, ეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში, ასევე, თავისი წვლილი შეაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში და პოპულარიზაციაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით − ქალთა ფეხბურთში.

 

მოგვიყევით გუნდის მიღწევების შესახებ?

კლუბის ისტორია ათვლას იწყებს 2008 წლიდან, როდესაც საფეხბურთო სკოლაში გოგონათა საპილოტე სექცია გაიხსნა. 2014 წლიდან შეიქმნა გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო-სარაგბო სკოლა, რომელიც 2018 წელს ცალკე იურიდიული პირად, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთად“ ჩამოყალიბდა. საქართველოში რეგულარული ჩემპიონატი ქალთა შორის 2016 წლიდან ტარდება.

 

კლუბს შემდეგი შედეგები ჰქონდა გასულ სეზონებზე:

2021 − საქართველოს ჩემპიონი;

2020 − ვიცეჩემპიონი, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალი;

2019 − საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი;

2018 − ვიცეჩემპიონი;

2017 − მესამე ადგილი;

2016 − მეოთხე ადგილი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2020 წლის მიღწევა ევროპულ ასპარეზზე − ქსკ „ლანჩხუთი“ გახდა პირველი კლუბი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში ითამაშა და შევიდა ევროპის საუკეთესო 32 კლუბში.

 

როგორია გუნდის სამომავლო გეგმები?

როგორც გასული წლის ჩემპიონი, კლუბი ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იასპარეზებს. ტრადიციულად, ჩვენი მიზანია საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ვფიქრობთ, წარმატებით ვიასპარეზებთ ყველა ტურნირზე.

 

მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე გუნდ „ლანჩხუთის“ გოგონებმაც გააკეთეს კომენტარი:

(მარიამ კალანდაძე): „დღეს ფეხბურთი ჩვენთვის ყველაფერია − საქმეც, პროფესიაც და გართობაც. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარ მიღწევად ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში, ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა მიგვაჩნია. იყო ჩემპიონი, სიამაყესთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა“.

(თათია გაბუნია): „მიგვაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. ქალთა ფეხბურთი რამდენიმე წლის წინ ნაკლებად პოპულარული იყო, თუმცა მოხარული ვარ, რომ საქართველოში ყოველდღე უფრო და უფრო მეტი გოგო ინტერესდება და იწყებს ვარჯიშს სპორტის ამ სახეობაში“.

(ხატია ჭყონია): „მოტივაციას გვძენს ამ სპორტის მიმართ დიდი სიყვარული. წელს გავდივართ ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენი გეგმაა გავაუმჯობესოთ წინა შედეგი, როცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურის ორი ეტაპი გადალახა“.

 

1 of 12
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

ასევე გაეცანი

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ
ინტერვიუ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

October 7, 2023
#OK! მოდელი, რომელიც პრინცესა ევგენიას მეუღლესთან ერთად ნახევრადშიშველი დააფიქსირეს კომენტარს აკეთებს

#OK! მოდელი, რომელიც პრინცესა ევგენიას მეუღლესთან ერთად ნახევრადშიშველი დააფიქსირეს კომენტარს აკეთებს

August 6, 2021
#OK! ,,თითქმის გავიმარჯვე მკერდის კიბოსთან ბრძოლაში, სიხარულის ცრემლები მომდის”

#OK! ,,თითქმის გავიმარჯვე მკერდის კიბოსთან ბრძოლაში, სიხარულის ცრემლები მომდის”

July 18, 2025
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! LOVE STORY  ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

#OK! LOVE STORY ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

March 5, 2026
#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები