• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Men

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.  ის გახდა პირველი ქართული ბიზნესი, რომელიც ჟურნალ TIME-ის ფურცლებზე მოხვდა, „აპარტ ჯგუფის“ დამფუძლებელი ბექა ხოფერია კი პირველი ქართველი ბიზნესმენია, რომელზეც  ამ პრესტიჟული ჟურნალში დაიწერა.  ჟურნალ TIME-ის ფურცლებზე მოხვედრა არა მარტო აპარტ ჯგუფისთვისაა უდიდესი წარმატება, არამედ, ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის კუთხითაც უდიდესი დატვირთვა აქვს.  აღნიშნული სიახლისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ „აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბექა ხოფერია გვესაუბრება.

როდის და საიდან დაინტერესდა TIME აპარტ ჯგუფით?

ბექა ხოფერია: მოგეხსენებათ,  მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მედია გამოცემის ყურადღება მიიპყრო, არც ისე მარტივი ამბავია. როგორც ვიცით, გასულ თვეს TIME-ის ფოკუსში მოექცა ჩვენი ქვეყანა და საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გამოცემა მზადდება საქართველოზე ახლო მომავალში. როგორც ჩანს, ქვეყნაში მნიშვნელოვანი ბიზნეს სუბიექტების მოკვლევისას, ჩვენც მივიქციეთ მათი ყურადღება და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი წარმომადგენლები ვართ ამ ეტაპზე, ვისზეც ,,თაიმმა’’ გააკეთა აქცენტი.

 

 

 

რას ნიშნავს იყო თაიმის ფურცლებზე დაბეჭდილი პირველი ქართული კომპანია?

ვფიქრობ, მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი გამოცემა გიკავშირდება და გთხოვს, რომ შენს მიღწევებსა  და პროექტებზე ისაუბრო, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გმატებს, რადგან ამით მსოფლიოს გარკვეულ წარმოდგენას უქმნი  შენს ქვეყანაზე, შესაბამისად, ჩვენ ვეცადეთ, რომ ინფორმაცია ყოფილიყო განზოგადებული და აღვნიშნეთ, თუ რამდენად საინტერესო გარემოა საქარველოში ინვესტიციის კუთხითაც და რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი საინტერესო პროექტი იქმნება.

 

ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს თქვენს კომპანიას, თუმცა, კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, რას საქმიანობს „აპარტ ჯგუფი“ და როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ნიშა, რომელიც კომპანიას გამოარჩევს?

,,აპარტ ჯგუფი’’  ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მიმართულია პრემიუმ ხარისხის მომსახურების მქონე პროექტების განხორციელებისკენ. ჩვენი მთავარი მახასიათებელი არის მაღალი ხარისხის, ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური პროექტების იმპლიმენტაცია, რომლებიც არა მხოლოდ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ ჩვენს კლიენტებს უქმნის ახალი ცხოვრების სტილსა და კომფორტს ყველა ასპექტში.

 

რამდენად რთულია დღეს, ჩვენს რეალობაში იზრუნო არა მარტო საცხოვრებელი სივრცის ვიზუალურ დახვეწილობაზე, არამედ გაითვალისწინო ქალაქის ეკოსისტემაც?

დღეს, როდესაც ქალაქები სწრაფად ვითარდება, საცხოვრებელი სივრცის შექმნა მხოლოდ ვიზუალური დახვეწილობით აღარ შემოიფარგლება. ამ დროს აუცილებელია ეკოსისტემის გათვალისწინება და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება. ,,აპარტ ჯგუფი’’ მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი პროექტები იყოს არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ მდგრადი და გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რათა შევქმნათ კომფორტული, ინოვაციური და ეკომეგობრული საცხოვრებელი გარემო.

რა არის „აპარტ ჯგუფის“ საქმიანობის მთავარი მიზანი?

„აპარტ ჯგუფის“ მთავარი მიზანი არის ინოვაციური, მდგრადი, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების შექმნა,  რომლებიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და ქმნის მაცხოვრებლებისა და ბიზნესებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

 

როგორც ცნობილია, კომპანიას დიდი გლობალური გეგმები აქვს. როგორ აპირებს „აპარტ ჯგუფი“  საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას?

„აპარტ ჯგუფი“ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისათვის იყენებს სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს:

  • გლობალური პარტნიორობები – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინვესტორებთან და ფონდებთან, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები უცხოურ ბაზრებზე.
  • ინოვაციური პროექტები – „აპარტ ჯგუფი“ ყურადღებას ამახვილებს მაღალხარისხიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ პროექტებზე, რომლებიც მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველებისთვის.
  • მიზნობრივი მარკეტინგი – კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს ციფრული არხების, საერთაშორისო გამოფენებისა და სარეკლამო კამპანიების გამოყენებას, რათა პოტენციურ კლიენტებს მივაწვდინოთ ხმა სხვადასხვა ქვეყანაში.
  • ფრენჩაიზინგისა და წარმომადგენლობების გახსნა – საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების ფარგლებში, კომპანია გეგმავს საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე, რაც გაამარტივებს პროექტების გლობალური მასშტაბით გაფართოებას.

კომპანიის მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ბრენდის შექმნაა, რომელიც განასახიერებს ხარისხს, ინოვაციასა და საიმედოობას.

როგორი ტენდენცია შეინიშნება საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების ფასებთან მიმართებით?

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება.  ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს უძრავი ქონების ფასები 6%-ით, ხოლო 2025 და 2026 წლებში 5.5%-ით გაიზრდება.

ამ ტენდენციას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ამგვარად, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც მიანიშნებს საქართველოში სექტორის აქტიურ განვითარებაზე.

თქვენი სამომავლო მიზნებიც   რომ გაგვიზიაროთ,  რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?

კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებისთვის და რამდენიმე ძირითად მიმართულებას ასახელებს თავის სტრატეგიულ პრიორიტეტებად:

კომპანია გეგმავს თანამედროვე, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი და კომერციული პროექტების განხორციელებას, რომლებიც მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებზე. ასევე, ჩვენი გუნდი  აგრძელებს უცხოური ბაზრების კვლევას და პარტნიორების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პროექტების დაწყებას და ინვესტორების მოზიდვას.

კომპანიის მიზანია უფრო მოქნილი და გამჭვირვალე საინვესტიციო მოდელის დანერგვა, რაც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ჩვენ ასევე  დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი  პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის  განვითარებას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ მომავალი პროექტები.

„აპარტ ჯგუფი“  აგრძელებს ზრდას და მიზნად ისახავს, გახდეს რეგიონში უძრავი ქონების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც ხარისხსა და ინოვაციას გააერთიანებს.

ასევე გაეცანი

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა
OK! News

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

November 15, 2025
#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე
OK! News

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
OK! News

#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

November 15, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება
OK! News

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 85 წლის ჯეინ ფონდა: “ისეთ კარგ ფორმაში უნდა იყოთ, რომ შეგეძლოთ სიყვარულით დაკავება”

#OK! 85 წლის ჯეინ ფონდა: “ისეთ კარგ ფორმაში უნდა იყოთ, რომ შეგეძლოთ სიყვარულით დაკავება”

February 10, 2023
#OK! ნახეთ ზუმერის ახალი სახლისო რეკლამა ია ფარულავას, ენძელა მაჭავარიანის და ჩემპიონის ლაშა ბექაურის მონაწილეობით!

#OK! ნახეთ ზუმერის ახალი სახლისო რეკლამა ია ფარულავას, ენძელა მაჭავარიანის და ჩემპიონის ლაშა ბექაურის მონაწილეობით!

September 6, 2021
#OK! არსენ გვენეტაძე  –  ბედნიერების ელჩი

#OK! არსენ გვენეტაძე – ბედნიერების ელჩი

October 20, 2025
#OK! Ricardo Bofill-ის არქიტექტურა

#OK! Ricardo Bofill-ის არქიტექტურა

November 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 10, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები