• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მარიკა მოდებაძის გზა ფერადი ოცნებიდან რეალობამდე

June 12, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ადამიანი ადამიანისთვის მზეა – გურამ დოჩანაშვილის ეს ერთ-ერთი ცნობილი ციტატა გამახსენდა მასთან საუბრის დროს ქალთან, რომელმაც ადამიანებისადმი სითბო და სიყვარულის გამოხატულება ხელშესახები გახადა, ფერთა მრავალფეროვან პალიტრას საკუთარი, მარიკასეული ფერები შესძინა და სამოსის ბრენდი, „მოდებაძე 81“ დააარსა.

 

ცხოვრებაც ხომ ასეთი მრავალფეროვანია, ყოველ დაღმართს აუცილებლად მოჰყვება აღმართი, ყოველი წვიმის შემდეგ სადღაც აუცილებლად ჩნდება ცისარტყელა და თუ კარგად დააკვირდები, ამ 7 ფერის გარდა, კიდევ აღმოაჩენ იმ ერთ, საკუთარ ფერს, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან შენი ხდება.

ვთხოვე ჩვენთვის მოეყოლა ბავშობაზე, ოჯახზე, განვლილ გზასა და იმ საქმიანობაზე, რამაც იმერეთის დედაქალაქის მკვიდრს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაუთქვა სახელი და გააცნო  დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ფერადი და კომფორტული სამოსის ბრენდი  #მამაქალაქიდან.

მაშ ასე, ჟურნალი „OK!  ქუთაისი“ გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ მარიკა მოდებაძესთან.

 

 

ბავშვობა

დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ოჯახში ვცხოვრობდით მე, დედა და მამა. ბავშვობა უდარდელ წლებთან ასოცირდება და მეც თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემთვის. ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს.

საინტერესო ბავშვობა მქონდა,  კარგად მახსოვს,  როგორ ვცდილობდი  მომეხერხებინა ვყოფილიყავი მუდამ ყურადღების ცენტრში, როგორ დამემსახურებინა გარშემო მყოფების სიყვარული ისე, რომ სულ ჩემზე ელაპარაკათ. წარმოვიდგენდი, თუ როგორ კითხულობდნენ ჩემ შესახებ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში და როგორ ვპოზირებდი კამერის წინ.

არ ვიცი რა იყო ეს, ბავშვობის ახირება, ოცნება თუ მიზნისკენ დაუოკებელი სწრაფვა,  მაგრამ  იმ პატარა მარიკას მინდა მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ოცნებები ნამდვილად სრულდება.

 

 

პროფესია

პროფესიით მათემატიკოსი ვარ, საკმაოდ სერიოზულ თეზისზეც ვმუშაობდი -„ტუბერკულოზის მათემატიკური მოდელი“, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო მოხდა ისე, რომ აუცილებელი გახდა მემუშავა ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული კომპანიის გაყიდვების მენეჯერად.

საბედნიეროდ, ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს დიზაინერად ჩამოყალიბებაში. ამიტომ ვამბობ სულ, რომ  გარდა შრომისა და თავდადებისა, აუცილებელია საჭირო ადგილას საჭირო დროს აღმოჩნდე.  ალბათ იღბალიც თავის როლს თამაშობს. როცა გგონია, რომ გამოუვალი მდგომარეობის გამო ხარ იქ, სადაც ხარ, სწორედ ის ხდება შენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ტრამპლინი.

5 წელი ვიმუშავე გაყიდვების მენეჯერად, გავიარე სერიოზული ტრენინგები, ვისწავლე უცხო ენა  და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ჩემს თავში ინტერესი, რომ უკვე არსებულ სამოსის მოდელებს ჩემებურად ვხედავდი. უფრო მეტიც, სხვა თვალით დავუწყე გარემოს ყურება.

 

ინსპირაცია

მიუხედავად კოლექციის მრავალფეროვნებისა, რაიმე კონკრეტულზე არ მაქვს აქცენტი გამახვილებული, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ გამხდარა ჩემთვის ინსპირაციის წყარო.

მოგზაურობისას, როცა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ვეცნობი და ვათვალიერებ შენობა-ნაგებობებს, იმასაც კი როგორც სამოსს, ისე აღვიქვამ და ქალაქში დაბრუნებული, შთაბეჭდილებებით აღსავსე, ატელიეში მარტო ვრჩები და ვცდილობ თითოეული ემოცია ქსოვილზე გადმოვიტანო.

 

 

ფერები

ფერები ადამიანის ხასიათია. ზოგისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ფერის სამოსი მეცმევა, რადგა ჩემს შინაგან მდგომარეობას, ზოგჯერ არც ისე სახარბიელოს, ზუსტად იმ ნათელი ფერებით ვებრძვი და ყოველთვის გამარჯვებული ვრჩები. ამიტომ მიმაჩნია, რომ ფერების არსებობას ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

პირველი ნაბიჯები 

ბაბუ მკერავი იყო. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ ათევდა ღამეს, რათა განსხვავებული და საინტერესო სამოსი შეექმნა. ხშირად მახსენდება ჩვენი დიალოგები და ჩემი დაუსრულებელი კითხვები კერვასთან დაკავშირებით… მახსოვს, როგორ გულმოდგინედ მისმენდა და „ითვალისწინებდა“ პატარა მარიკას რჩევებს, რომელსაც თურმე, სულ რამდენიმე წელიწადში, ხალხისთვის საკმაოდ ბევრ ექნებოდა სათქმელი და მოსაყოლი…

მაღაზია-სალონი, რომელიც დავააარსე, იყო „შაინი“, ადგილი, სადაც მოსულ მომხმარებელს ესთეტიკის, სილამაზის, სიფერადის, ბზინვარების, ყველა იმ თვისების განცდა ექნებოდა, რითაც მინდოდა ბრენდი სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო.

ქუთაისი პატარა ქალაქია, მალე გახდა ბევრისთვის ცნობილი გოგონას შესახებ, რომელიც უჩვეულო და განსხვავებულ სამოსს ქმნიდა და, შესაბამისად, მათი მხრიდან მოთხოვნაც გაიზარდა.

გადავწყვიტე, ამეყვანა კონსტრუქტორი, რომელიც კონკრეტულად მასწავლიდა აჭრას და პროფესიულ კერვას. სწორედ აქედან იწყება შაინის, მომავალში კი მოდებაძე 81-ის თავგადასავალი, რომელიც უკვე 10 წელია გრძელდება. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო და თილისმა, ბაბუს სახსოვარი, უძველესი საკერავი მანქანაა, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ჩვენს შოურუმში.

 

 

წარმატების ფორმულა

ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ აქამდე მოვსულიყავი. რა პროფესიისაც არ უნდა ვყოფილიყავი და სადაც არ უნდა მეცხოვრა, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, წარმატების მიღწევაში უდიდეს როლს ასრულებს ის, თუ როგორი პიროვნება ხარ, როგორ შეგიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, რა ფასეულობებსა და პრინციპებზე აგებ საკუთარ ცხოვრებას და რას აკეთებ იმისთვის, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას ღირსეული პასუხი გასცე. ამ ყველაფერს თუ ცოტა იღბალსაც დავუმატებთ, მივიღებთ იმ ფორმულას, რასაც წარმატება ეწოდება და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ.

 

დედა-შვილობა

თუკი სადმე  რაიმე ნაბიჯი გადამიდგამს და გადაწყვეტილება მიმიღია, თუკი რაიმესთვის გამიძლია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ვარ ორი არაჩვეულებრივი შვილის დედა, რომელთათვისაც არასდროს დავიშურებ ძალას, უპირველესად, მივცე საუკეთესო განათლება და ვიყო საყრდენი, რომლის იმედიც მუდამ ექნებათ. მე არ მივიჩნევ თავს მარტოხელა დედად. თუ ტრაბახში არ ჩამეთვლება, ვიტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა ჩემი შვილები წარმატებულები ყოფილიყვნენ. ასეც მოხდა. ისინი ნამდვილად წარმატებულები არიან თავიანთ საქმიანობაში, აქვთ შესაშური მოტივაცია და სამომავლო გეგმები, რომლის განსახორციელებლად მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ.

 

 

დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

განათლება არასდროს არის ზედმეტი. ბევრი მეკითხება, მწყდება თუ არა გული პირვანდელ პროფესიაზე, მე კი ვპასუხობ, – თუ კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ჩვენივე პიროვნების საუკეთესო ვარიანტად გვაყალიბებს. ალბათ ასე იყო საჭირო, ალბათ ეს გზა უნდა გამევლო, მეცადა ათასი საქმე, რათა იმ ერთადერთისთვის მიმეგნო, რაც სიამოვნებასთან ერთად წარმატებას მომიტანდა.

ვურჩევდი, არასდროს შეწყვიტონ ოცნება, დაისახონ მიზანი და ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად ისე, რომ არ დაკარგონ, პირველ რიგში, ადამიანური სახე, საკუთარი თავის რწმენა,  ადამიანების სიყვარული და მერე – ალბათ, დაწოლიდან დაძინებამდე, იმ ერთ გარდამავალ წამში, ისევე უთხრან საკუთარ თავს, როგორც დღეს მე ვუთხარი იმ პატარა მეოცნებე მარიკა მოდებაძეს – გილოცავ,  ჩვენ ეს შევძელით!

 

ტექსტი: ქეთა დაუშვილი

ფოტო: თიკო მელაძე

 

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები