• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქუთაისი ქალაქია… OK!-ის მთავარი რედაქტორისა და მოწვეული რედაქტორის დიალოგი

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK! ქუთაისი – ახალი დამატება, რომელსაც მკითხველს მაისის თვეში შევთავაზებთ. ჟურნალი ქუთაისზე, ქალაქზე, რომელიც ვიცით და არ ვიცნობთ. ისტორიები, რომლებიც გვსმენია, ან ჯერ არ ვიცით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ „OK! ქუთაისის“ პირველ მოწვეულ რედაქტორს, სალომე ბენიძეს.

 

სალომე, „OK! ქუთაისის“ იდეის განხორციელება შენი ბიძგის შედეგად მოხდა…

როცა ვნახე, რომ თქვენი რედაქცია უკვე მეოთხედ მუშაობდა „OK! ბათუმზე“, ძალიან მომინდა, იგივე ქუთაისზეც გაკეთებულიყო. აღმოჩნდა, რომ გეგმაში თქვენც გქონდათ და დავიწყეთ. ქუთაისზე უამრავი რამ არის დასაწერი და მოსაყოლი. რა თქმა უნდა, ერთ გამოცემაში ყველაფერს ვერ ჩავტევდით, მაგრამ პირობა პირობაა – „OK! ქუთაისის“ კიდევ ბევრი ნომერი გამოვა.

ვფიქრობ, დასაწყისისთვის ძალიან კარგი მცდელობა გამოვიდა.

სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიფიქრია, რომ ამ ყველაფერში ჩართვას შემომთავაზებდით.

 

 

ბანალური შეკითხვა – რა არის შენთვის ქუთაისი?

თან მარტივი და ამავე დროს საკმაოდ რთული კითხვაა. ქუთაისი უპირველესად ჩემი ბავშვობაა. ესაა ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც 16 წლის ასაკამდე ვცხოვრობდი. აქ დავამთავრე სკოლა, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს არის ქუთაისის მესამე სკოლა. ძალიან ცნობილი სკოლაა და ვამაყობ, რომ სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ.

ქუთაისი არის ჩემი ბავშვობის მეგობრები – მათი ნაწილი დღემდე აქ ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ქუთაისი დედაჩემია, რომელიც ასევე ქუთაისში ცხოვრობს. ქუთაისი არის გზა ჩემი სახლიდან სკოლამდე და პირიქით, რომელსაც ყოველდღე გავდიოდი უცნაურ და არცთუ ისე ტკბილად მოსაგონარ 90-იან წლებში.

მაშინდელი ქუთაისი დღევანდელს არ ჰგავდა. რთული იყო მაშინდელ ქუთაისში ცხოვრება. თინეიჯერებისთვისაც არ იყო დიდი არჩევანი, როგორ გაეტარებინათ თავისუფალი დრო. ამიტომ ძირითადად ერთმანეთის სახლებში ვერთობოდით ხოლმე.

სხვათა შორის, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დიდი არჩევანია, სად წავიდეთ და გავერთოთ, მაინც ძალიან გვიყვარს დღესასწაულების ერთმანეთის სახლებში აღნიშვნა.

ქუთაისი არის ძალიან დიდი ამბავი. ეს არის ქალაქი-ამბავი, ქალაქი-თავგადასავალი. ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მისცა საქართველოს: ლიტერატურას, თეატრს, მხატვრობას, სპორტს, ყველაფერს, რითიც ვამაყობთ.

ქუთაისის უცნაური ბედისწერა ასეთია – ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, იწყებენ ქუთაისში და მერე მიდიან სხვაგან დიდი შესაძლებლობების საძებნელად. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქუთაისი იმაზე ნაკლებად დაფასებულია, ვიდრე იმსახურებს.

საბედნიეროდ, დანარჩენმა საქართველომ ხელახლა დაიწყო ჩემი ქალაქის ხელახლა აღმოჩენა. სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის ქუთაისში თუნდაც იმიტომ, რომ ნახონ კინოფილმებიდან მათთვის კარგად ნაცნობი ადგილები, ან უბრალოდ, შაბათ-კვირა გაატარონ განსხვავებულ გარემოში.

ქუთაისი აღარ არის ის ერთი ქუჩა, რომელსაც თბილისიდან ბათუმში მიმავალი ადამიანები გადიოდნენ მგზავრობისას. ეს ქალაქი არის გაცილებით მეტი.

 

 

გვითხარით ადგილები, რითიც აცნობთ ქუთაისს სტუმრებს.

პირველი, საიდანაც ქალაქის გაცნობას ვიწყებ, არის მწვანეყვავილა – ულამაზესი ადგილი, სადაც პანთეონია. აქ, გარდა იმისა, რომ ქალაქის საოცარი ხედები იშლება, ისეთი ადამიანები განისვენებენ, როგორიც, მაგალითად რეზო ჭეიშვილია.

მიმყავს ებრაელების უბანში, თეატრის უკან.

აუცილებლად ვაჩვენებ ადგილს, საიდანაც აკაკი წერეთელმა თავისი ცნობილი მოგზაურობა დაიწყო რაჭა-ლეჩხუმში, ამჟამინდელი კინო „საქართველოს“ ტერიტორია.

და, რა თქმა უნდა, ჩემი სკოლა, სადაც ბევრი საინტერესო ქალი სწავლობდა. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სკოლა, სადაც ადრე ქალთა გიმნაზია იყო. აქ სწავლობდნენ კატო მიქელაძე, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ტყეშელაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე და ბევრი ის ქალი, ვინც რეალურად ამ ქვეყნის ისტორია და ცხოვრება შეცვალა. ძალიან მახარებს სკოლის წინ დადგმული დაფა, სადაც ამ ქალების სახელები წერია და „გიმნაზისტკას“ ძეგლი, რომელიც ჩემთვის სიმბოლურად აღნიშნავს ყველა იმ ქალს, ვინც აქ სწავლობდა და შეიძლება მათმა სახელებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. აქვეა შენობა, სადაც კატო მიქელაძე გამოსცემდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“.

 

 

როგორ დაასრულებდი – ქუთაისი ქალაქია…

პირველ რიგში ქუთაისი ინდუსტრიის მშენებელი ნამდვილად არ არის, ეს მის ხასიათში არ ზის. სულ ვფიქრობ, რატომ მოგვახვიეს ეს ამბავი თავს.

ქუთაისი ძალიან კრიტიკული, გახსნილი, პროგრესული და ამავე დროს, კონსერვატიული ქალაქია. ეს ძალიან საინტერესო წინააღმდეგობაა, რომელიც ქმნის ქალაქის ხასიათს.

ქუთაისი ქალაქია, რომელიც არსებობს იმისთვის, რათა შთაგონებად იქცეს.

ქუთაისი ქალაქია, სადაც უყვართ თეატრში სიარული, ოპერა და ლამაზად ჩაცმა. ქუთაისი ნამდვილად ის ქალაქია, სადაც ადამიანები გიჟდებიან დღესასწაულებზე.

ქუთაისი ქალაქია, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ურთიერთობები.

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Esquizze Restaurant Tbilisi

მის: კოტე მარჯანიშვილის 51

ტელ: 577 07 00 30

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები